wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

საგადასახადო საქმე V კვირა

Total questions: 10

Worksheet time: 7mins

Name
Class
Date
1.

საწარმო, რომელიც მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას, 2020 წლის მანძილზე მიღებული აქვს 200 000 ლარის შემოსავალი, ამავე წელს მის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯები შეადგენს 150 000 ლარს. საწარმომ, დამფუძნებელ ფიზიკურ პირს გაუნაწილა (დაარიცხა) 15 000 ლარი.


გამოთვალეთ გადასახდელი მოგების გადასახადის სიდიდე

a)

3397

b)

750

c)

2647

d)

22500

2.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა 2020 წლის განმავლობაში სავაჭრო საქმიანობიდან მიიღო 450 000 ლარის შემოსავალი, ხოლო ვალის პატიებით მიიღო 50 000 ლარი.


განსაზღვრეთ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის სიდიდე

a)

10000

b)

5000

c)

4500

d)

14500

3.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ, საქართველოში, ვაჭრობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წლის 20 ოქტომბერს გადააჭარბა 500 000 ლარს, კერძოდ სექტემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენდა 470000 ლარს, ხოლო ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენდა 80000 ლარს.


განსაზღვრეთ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის სიდიდე

a)

7100

b)

4700

c)

5500

d)

16500

4.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა 2020 წლის განმავლობაში მიიღო 350 000 ლარის შემოსავალი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც ტოლია 53410 ლარის.


გამოთვალეთ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის სიდიდე

a)

2966

b)

296590

c)

3500

d)

4034

5.

საწარმო რომელიც მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას დაფუძნდა 2020 წელს. აღნიშნულ წელს განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 200 000 ლარი. დეკემბრის თვეში საწარმომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ხელზე გასცა წმინდა მოგებიდან 35 000 ლარი.


გამოთვალეთ ბიუჯეტში გადასახდელი მოგების გადასახადის სიდიდე.

a)

6501

b)

1750

c)

30000

d)

24750

6.

საწარმო რომელიც მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას დაფუძნდა 2020 წლის თებერვალში. საწარმოს მიერ 2019 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენდა 450 000 ლარს, იმავე წელს გაწეული ხარჯები 460 000 ლარს. 2020 წელს საწარმომ მიიღო 480 000 ლარის შემოსავალი და ამავე წელს გაწია 470 000 ლარის ხარჯი. 2020 წელს საწარმომ წარმომადგენლობითი ხარჯის სახით გასწია 5 000 ლარი.


წარმოეშობა თუ არა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადში?

a)

არ წარმოეშობა

b)

წარმოეშობა 71 ლარი

c)

წარმოეშობა 4800 ლარი

d)

წარმოეშობა 4600 ლარი

7.

საწარმო, რომელიც მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას დაფუძნდა 2019 წელს, იმავე წელს მის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენდა 120 000 ლარს, ხოლო გაწეული ხარჯები 90 000 ლარს. 2020 წელს, საგადასახადო შემოწმების შედეგად საწარმოს აღმოაჩნდა 7000 ლარის საქონლის დანაკლისი.


წარმოეშობა თუ არა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადში?

a)

არ წარმოეშობა

b)

წარმოეშობა 4500 ლარი

c)

წარმოეშობა 1235 ლარი

d)

წარმოეშობა 1050 ლარი

8.

საწარმო, რომელიც მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას დაფუძნდა 2020 წელს, ამავე წელს მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 500 000 ლარი, ხოლო გაწეულმა ხარჯებმა 400 000 ლარი. 2020 წლის დეკემბერში მან საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გასცა

6 000 ლარი.


წარმოეშობა თუ არა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადში?

a)

წარმოეშობა 17647 ლარი

b)

წარმოეშობა 1058 ლარი

c)

არ წარმოეშობა

d)

წარმოეშობა 900 ლარი

9.

საწარმო, რომელიც მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას დაფუძნდა 2019 წელს, იმავე წელს მის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენდა 120 000 ლარს, ხოლო გაწეული ხარჯები 90 000 ლარს. 2020 წელს, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, საწარმოს გამოუვლინდა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი საქონელი 70 000 ლარის ლარის ოდენობით, რომელზეც არ გააჩნია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.


წარმოეშობა თუ არა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადში?

a)

18 000 ლარი

b)

5294 ლარი

c)

წარმოეშობა 12352 ლარი

d)

არ წარმოეშობა

10.

საწარმო, რომელიც მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას დაფუძნდა 2019 წელს, იმავე წლის მაისის თვეში მას გააჩნდა დებიტორული დავალიანება 500 000 ლარის ოდენობით, რომელიც აგვისტოს თვეში გადასცა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ საწარმოს 420 000 ლარად, ხოლო მოთხოვნის გადაცემით წარმოშობილი ზარალი აღიარა ფინანსურ ხარჯად.


წარმოეშობა თუ არა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადში?

a)

წარმოეშობა 14 118 ლარი

b)

წარმოეშობა 63 000 ლარი

c)

წარმოეშობა 12 000 ლარი

d)

წარმოეშობა 14 188 ლარი