wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

"ეშმაკის ქვა"

Total questions: 14

Worksheet time: 16mins

Name
Class
Date
1.

როდის ჩავიდა სოფიო სოფელში?

a)

სოფიო სოფლის მოსამართლედ დანიშნეს სასწავლებლის დასრულების შემდეგ და სწორედ დანიშვნის შემდეგ ჩავიდა სოფელში.

b)

სოფიო სოფლის მასწავლებლად გაანაწილეს ამ სოფელში და სწორედ დანიშვნის შემდეგ ჩავიდა სოფელში.

c)

სოფიომ სასწავლებელი დაასრულა და ზაფხულში დასასველებლად ჩავიდა სოფელში.

d)

სოფიო 1905 წლის რევოლუციის გრიგალებს გამოექცა და სოფელს შეაფარა თავი.

2.

ვინ არის ნაწარმოების მთხრობელი?

a)

ჯერ ავტორი გვიყვება ამბავს, შემდეგ კი მას პერსონაჟი (სოფიო) ენაცვლება.

b)

ავტორი არის ნაწარმოების ერთადერთი მთხრობელი.

c)

ჯერ ავტორი გვიყვება ამბავს, შემდეგ კი მას პერსონაჟი (სოფიას მამა) ენაცვლება

d)

ნაწარმოები პირველ პირშია მოთხრობილი, მთხრობელი კი თავად სოფიაა.

3.

როგორ მოახერხა სოფიომ სოფლის მოსახლეობისთვის თავის შეყვარება?

a)

სოფიო ძალიან ლამაზი იყო და სწორედ თავისი სილამაზით მოხიბლა ხალხი.

b)

სოფიო ძალიან კეთილი იყო და სწორედ თავისი სიკეთით შეაყვარა ხალხს თავი.

c)

სოფიო ძალიან სამართლიანი იყო და სწორედ თავისი სამართლიანობით დაიმსახურა ხალხის პატივისცემა.

d)

სოფიო ძალიან მხიარული იყო და სწორედ თავისი იუმორით მოახერხა ხალხის გულის მოგება.

4.

რისთვის სტუმრობდნენ სოფიას მეზობლები?

a)

სოფიო ექიმი იყო და ავადმყოფები მოჰყავდათ მასთან.

b)

სოფიო მოსამართლე იყო და რჩევის საკითხავად ხშირად აკითხავდნენ.

c)

სოფია ფსიქოლოგი იყო და რჩევის საკითხავად ხშირად აკითხავდნენ.

d)

სოფიო ერთსა და იმავე დროს მათი ექიმიც იყო, მოსამართლეც, ჭირისუფალიც, დამრიგებელიცა და მანუგეშებელიც.

e)

სოფიო ხელგაშლილი ადამიანი იყო და გაჭირვებული ადამიანები ხშირად აკითხავდნენ.

5.

რა შეარქვეს სოფიოს ზედმეტსახელად?

a)

ნატვრის თვალი

b)

ანგელოზი

c)

დედა ტერეზა

d)

იმედა

6.

რა არის "სახადი"?

a)

მოსახდელი ქუდი

b)

გადასახდელი გადასახადი

c)

ქვაბის თავსახური

d)

გადამდები დაავადება

7.

რატომ დაავადდა სოფიო სოფელში გავრცელებული სახადით?

a)

სახადი მისი ასაკი ქალებს ხვდებოდა და ვერც სოფიო გადაურჩა მას.

b)

სოფიოს ოჯახის წევრებს შეხვდათ სახადი და სოფიოსაც გადაედო.

c)

სოფიო სახადიან ავადმყოფებს უვლიდა და სწორედ ამიტომ დაავადდა.

d)

გვიან გაიგეს, რომ სახადი იყო გავრცელებული სოფელში და სოფიო ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ეს დაავადება შეხვდა.

8.

რა იყო ის გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც სოფელს ძალიან აწუხებდა?

a)

სოფელში ქურდობა გახშირებულიყო.

b)

სოფელში გზა ჩახერგილიყო და ექიმი ვერ ადიოდა.

c)

სოფელში ჰესის მშენებლობა იწყებდნენ.

d)

სოფელში დიდთოვლობამ რამდენიმე სახლის სახურავი ჩაანგრია და არავინ ეხმარებოდა სახლის შეკეთებაში.

9.

ვინ იყვნენ დათა და სოლო?

a)

სოფიოს მეგობრები, რომლებმაც სოფიოს სოფელში ჩამოაკითხეს.

b)

სოფლის მცხოვრებნი, რომლებსაც სოფელი ქურდობაში სდებდა ბრალს.

c)

სოფიოს მეგობრები, რომლებსაც სოფელი ქურდობაში სდებდა ბრალს.

d)

სოფლის მცხოვრებნი, რომლებმაც ქურდები დაიჭირეს.

10.

ქურდობის მორიგი ფაქტის შემდეგ რატომ არ მიმართა მოსახლეობამ პოლიციას?

a)

იმიტომ რომ სასამართო მხოლოდ ქალაქში იყო და სოფლის მოსახლეობას არ შეეძლო პოლიციისა და სასამართლოსთვის მიემართა.

b)

მოსახლეობამ პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ ქურდობაში ბრალდებულნი სასამართლომ ორჯერვე გაამართლა.

c)

ისეთი სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს ქურდებმა, რომ მოსახლეობის აზრით, სამუდამო პატიმრობაც კი არ იქნებოდა საკმარისი სასჯელი.

d)

მოსახლეობამ პოლიციას მიმართა, მაგრამ პოლიციამ მოსვლა ვერ მოასწრო.

11.

რომელი იყო ბოლო დანაშაული, რომელიც მოსახლეობამ დამნაშავეებს აღარ აპატია?

a)

დამნაშავეებმა ბავშვები გაქურდეს

b)

დამნაშავეებმა მოხუცი ქალი გაქურდეს და შემდეგ სასტიკად მოკლეს

c)

დამნაშავეებმა კაცი გაქურდეს და შემდეგ სასტიკად მოკლეს

d)

დამნაშავეებმა გაქურდულ სახლს, რომელშიც ხალხს ეძინა, ცეცხლი წაუკიდეს.

12.

რა მიზნით მიდიოდა სოფიო დანაშაული ადგილისკენ?

a)

რომ ენახა, ვინ ჩაიდინა დანაშაული

b)

დამნაშავეები რომ დაეცვა

c)

დაზარალებული რომ დაეცვა

d)

ხალხი რომ დაემშვიდებინა

13.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, როგორ უნდა დაესაჯათ დამნაშავეები?

a)

სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯათ მათთვის.

b)

ქვებით უნდა ჩაექოლათ.

c)

დამნაშავეები ოჯახთან ერთად სოფლიდან უნდა გაეგდოთ.

d)

ისევე უნდა დაეხოცათ, როგორც მათ მოკლეს დაზარალებული.

14.

დამნაშავის ჩაქოლვაში მიიღო თუ არა სოფიომ მონაწილეობა?

a)

სოფიო "ანგელოზი" იყო, ადამიანის ჩაქოლვაში მონაწილეობას არ მიიღებდა

b)

სოფიომ ადამიანის ჩაქოლვაში მონაწილეობა მიიღო.

c)

სოფიო ესწრებოდა ჩაქოლვის პროცესს, მაგრამ თვითონ ქვა არ უსვრია.

d)

სოფიო არ ესწრებოდა ჩაქოლვის პროცესს და, შესაბამისად, ჩაქოლვის პროცესში ვერ მიიღებდა მონაწილეობას.