wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ანე ფრანკი 25 სექტემბრის ჩანაწერამდე

Total questions: 10

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

რა ამბის შემდეგ გადაწყვიტა ფრანკების ოჯახმა სახლის დატოვება და საიდუმლო თავშესაფარში გადასვლა?

a)

მათი მეზობელი ებრაელები დაიჭირეს და ივარაუდეს, რომ ახლა მათაც მიაკითხავდნენ.

b)

ჰიტლერის განკარგულების მიხედვით, ყველა ებრაელი უნდა დაეხვრიტათ, ამიტომ საჩქაროდ თავს უშველეს.

c)

გესტაფოდან წერილი მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ მარგო უნდა წაეყვანათ თავშესაფარში

d)

გესტაფოდან წერილი მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ ოტო ფრანკი უნდა წაეყვანათ თავშესაფარში

2.

როგორ გადაზიდეს ბარგი სახლიდან თავშესაფარში?

a)

ნაწილი ეტლით წაიღეს, ნაწილი კი ხელით

b)

ნაწილი მათი ოჯახის მეგობარმა მანქანით წაიღო, ნაწილი კი თავისი მანქანით წაიღეს

c)

ნაწილი მათი ოჯახის მეგობარმა ჩემოდნით წაიღო, ნაწილი კი თავიანთ ზურგჩანთებში ჩაალაგეს, ტანსაცმელი კი ჩაიცვეს.

d)

ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს, ისე საჩქაროდ გაიქცნენ.

3.

სად მდებარეობდა ფრანკების საიდუმლო თავშესაფარი?

a)

ფრანკების სახლის სარდაფში

b)

ანესა და მარგოს ძველი სკოლის შენობაში

c)

სამრეცხაოს უფანჯრო ოთახში

d)

ოტო ფრანკის სამსახურის შენობაში

4.

ჩამოთვლილი წინადადებებიდან რომელია სწორი

a)

ფრანკების ოჯახი თავშესაფარში მარტო იყო

b)

ფრანკების ოჯახს თავშესაფარში ვან დაანების ოჯახი შეუერთდა

c)

თავშესაფარში ჯერ ვან დაანების ოჯახი ცხოვრობდა და შემდეგ შეუერთდნენ მათ ფრანკები

d)

ფრანკების თავშესაფარი ვან დაანების სახლის სხვენში იყო.

5.

მოცემული წინადადებებიდან რომელია სწორი

a)

ფრანკების ოჯახმა სახლში გაყალბებული სამხილები დატოვა და კვალი აურია გესტაფოს.

b)

ფრანკების ოჯახს სახლში ისეთი სამხილები დარჩა, რომლითაც აშკარა იყო, რომ ისინი ჰოლანდიის ტერიტორიაზე რჩებოდნენ.

c)

ფრანკების ოჯახს სახლში დარჩა წერილი, რომელშიც ეწერა, სადაც იმალებოდნენ, სწორედ ასე მიაგნეს მათ.

6.

როგორი ურთიერთობა აქვთ ფრანკებისა და ვან დაანების ოჯახებს?

a)

ისინი ერთმანეთს თანაუგრძნობენ, ამიტომ ძალიან მალე დამეგობრდნენ.

b)

მათ შორის მუდმივი უკმაყოფილება და კამათია

c)

მათ შორის დაძაბულობა იქამდე მივიდა, რომ ვან დაანების ოჯახი სხვა თავშესაფარში გადავიდა

d)

იმდენად კარგად უგებენ ერთმანეთს, რომ ომის დასრულების შემდეგაც ერთად გეგმავენ ცხოვრებას.

7.

რის გამო მოუვიდათ კონფლიქტი პეტერ ვან დაარსა და მამამისს?

a)

პეტერს აღარ შეეძლო თავშესაფარში ყოფნა, გარეთ გაიპარა და ამის გამო მამამ გაარტყა.

b)

პეტერმა ჩუმად ისეთი წიგნი წაიკითხა, რომლის წაკითხვის უფლებასაც არ აძლევდნენ

c)

პეტერმა ანეს ნივთები მოჰპარა და სწორედ ამის გამო მამამ გაარტყა.

d)

პეტერს არ მოსწონდა თავშესაფრის საჭმელი და ეს გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი.

8.

როგორი იყო ფრანკების ცხოვრება თავშესაფარში?

a)

ისინი მთელ დღეს თავშესაფარში ატარებდნენ, ღამით კი, როცა ყველა მიდიოდა, გარეთ გამოდიოდნენ.

b)

ისინი არასდროს ტოვენდნენ თავშესაფარს არც დღისით და არც ღამით

c)

ისინი არასდროს ტოვენდნენ თავშესაფარს არც დღისით და არც ღამით. მხოლოდ კვირაში ერთხელ საჭმლის ასაღებად ოჯახის ერთი წევრი გადიოდა გარეთ.

9.

ვინ მოინდომა ანეს დღიურის წაკითხვა?

a)

ანეს დედამ

b)

ქალბატონმა ვან დაანმა

c)

მარგომ

d)

პეტერმა

10.

ვისთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს ანეს?

a)

დედასთან

b)

მამასთან