wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

არაორგანული

Total questions: 83

Worksheet time: 21hrs 45mins

Name
Class
Date
1.

რა ნივთიერება მიიღება გოგირდის ტრიოქსიდის ჰიდრატაციით (SO3+H2O)

a)

გოგირდოვანი მჟავა

b)

გოგირდმჟავა

c)

გოგიდის დიოქსიდი

d)

გოგირდი

2.

როგორ მიიღება პლასტიკური გოგირდი

a)

2000C-ზე გაცხელებული გოგირდის ცივ წყალში სწრაფი გაცივებით

b)

1100C-ზე გაცხელებული გოგირდის ცივ წყალში სწრაფი ჩაშვებით

c)

950C-ზე რომბული გოგირდის გახურებით

d)

რომბული გოგირდის დაწვით

3.

ჟანგბადის სახეცვლილებაა

a)

ოზონი

b)

აზოტი

c)

ჰაერი

d)

ბრომი

4.

ორგანიზმში ჟანგაბდის ძირითადი ფუნქციაა

a)

ნივთიერებათა ჟანგვა და ენერგიის გათავისუფლება

b)

ნივთიერებათა ჟანგვა და ენერგიის შთანთქმა

c)

ინტოქსიკაცია

d)

ნივთიერებათა გაუფერულება

5.

რომელი განტოლება არ  ასახავს ლაბორატორიაში  ჟანგბადის  მიღების რეაქციას:

a)

2KMnO4 = K2MnO4 + MnO2 + O2             

b)

2 H2O2  =  2H2O + O2

c)

2KClO3  = 2KCl + 3O2   

d)

2Ca +  O2  =  2CaO    

6.

ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი მსჯელობა:

a)

ცილების დეფიციტი  განაპირობებს  შეუცვლელი ამინომჟავების დანაკლისს ორგანიზმში

b)

ცხიმები  ორგანიზმში ე. წ. ,,სათადარიგო საწვავის“ როლს ასრულებს.

c)

საგანგებო სიტუაციებში (მაგ. შიმშილი, გადატვირთვა,  ნერვული სტრესი) ორგანიზმი იწყებს  უკვე არა საწვავის, არამედ  ძირითადი სამშენებლო მასალის - ცილათა ამინომჟავების წვას.

d)

ორგანიზმში ცილების დეფიციტი  არავითარ გავლენას არ ახდენს   შეუცვლელი ამინომჟავების დანაკლისზე.

7.

ე. წ. სიცოცხლის მეტალებს  მიეკუთვნება:

a)

ჩაკეტილ ელექტრონულ გარსიანი  5 იონი- (Na, K, Mg,Ca, Zn )

b)

გარსშეუვსებელი  3d ელექტრონული კონფიგურაციის  4 იონი-   ( Mn, Fe, Co, Cu )

c)

4 d  ელექტრონული გარსის  მქონე ერთი ელემენტი  (Mo)

d)

6 f  ელექტრონული გარსის მქონე 14 ელემენტი ( ლანთანოიდები)

e)

7 f  ელექტრონული გარსის მქონე 14 ელემენტი ( აქტინოიდები)

8.

სიცოცხლის ლითონები (ბიომეტალები)  ორგანიზმში ან ჰიდრატირებული კათიონების, ან ბიოლიგანდებთან დაკავშირებული   იონ – კომპლექსწარმომქმნელების სახით არსებობს.   აქედან  მხოლოდ ჰიდრატირებული  კათიონების სახითაა :

a)

Na   და  K.         

b)

Ca  და    Mg

c)

Cu    და   Fe

d)

Co    და  Ni

9.

ორგანოგენების რომელი ატომებისაგან შედგება  ცოცხალ სისტემათა ძირითადი კომპონენტები:

a)

ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები  და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები;

b)

გოგირდმჟავა  და მარილმჟავა

c)

მხოლოდ ცხიმები  

d)

მხოლოდ  ცილები

10.

ბიოგენური  ელემენტი   გოგირდი   ორგანიზმში გვხვდება:

a)

რთული ეთერების  შემადგენლობაში;

b)

ამინომჟავებში - ცისტეინსა და მეთიონინში.

c)

მხოლოდ ცილების   შემადგენლობაში

d)

ჰორმონ თიროქსინის  შემადგენლობაში

11.

მოცემული  ნაერთებიდან  ნეიტრალური კომპლექსებია:

a)

K [Ag(CN)2]

b)

Na3[AlF6]

c)

K4[Fe(CN)6]

d)

[Pt(NH3)2Cl2]

e)

[Co(NH3)3Cl3]   

12.

რომელია კათიონური ტიპის კომპლექსები:

a)

[Ag(NH3)2)]Cl

b)

Na2[Zn(NO3)4]

c)

[Pt(NH3)4]cl

d)

K3[Fe(CN)6]

13.

რომელი  ნაერთია კოორდინაციული:

a)

ცარცი

b)

ბენზოლი

c)

გოგირდმჟავა

d)

ინსულინი

14.

კომპლექსური ნაერთების კლასიფიკაციისას შიდა სფეროს  შედგენილობისა და    ლიგანდების  რაობის მიხედვით განასხვავებენ:

a)

აქვაკომპლექსებს, ამინოკომპლექსებს და აციდოკომპლექსებს

b)

მყარ, თხევად და აირად კომპლექსებს                                                                                                                                     

c)

კათიონურ და ანიონურ კომპლექსებს                                                                                                                                

d)

ხსნად და უხსნად კომპლექსებს                                                                                                                                                                                                                                                                                 

15.

რომელი მსჯელობაა მცდარი

a)

ქლოროფილი არის მაგნიუმის კოორდინაციული ნაერთი პორფირინებთან.                                                

b)

ჰემოგლობინი- რკინის (II) ნაერთია პორფირინულ  ცილებთან.                                                                  

c)

ინსულინი თუთიის კომპლექსია,                                                                                                                      

d)

ვიტამინი B-12 -კობალტის კომპლექსია (ე.წ. ციანოკობალამინი).                                                                       

16.

ორგანიზმში ნერვული,  ენდოკრინული და იმუნური სისტემებით ნორმალური  ფიზიო- ლოგიური მდგომარეობისას ხორციელდება :

a)

ლითონ–ლიგანდის ჰომეოსტაზის რეგულირება;        

b)

წყალ–მარილოვანი ცვლის დარღვევა              

c)

ლიპიდური ცვლის დარღვევა

d)

მხოლოდ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა

17.

ორგანიზმში მიკროელემენტების  ბიოაქტიური მოქმედების  ზონებია:

a)

ბიოტიკური მოქმედების ზონა;

b)

ტოქსიკურ- ფარმაკოლოგიური მოქმედების ზონა;    

c)

დაკვირვების ზონა;

d)

უმოქმედობის ზონა

18.

უპირატესად რომელ ორგანოთა სისტემაში  გვხვდება   ალუმინი და  დარიშხანი:

a)

კუჭქვეშა ჯირკვალში;                 

b)

ფარისებრ ჯირკვალში;                                                                                              

c)

თვალის ბადურაში;                    

d)

თმებსა და ფრჩხილებში;

19.

ჩამოთვლილთაგან რომელია სიცოცხლის ლითონები (ბიოლითონები):

a)

Mn, Cd, Co, Po

b)

Fe, Co,  Mn, Zn               

c)

K,Na           

d)

B,Be,Bi,Ba

20.

რომელი მსჯელობაა სწორი:

a)

მყარი ტუტეები და მათი  კონცენტრირებული  ხსნარები შლიან ცოცხალ ქსოვილს გაუწყლოებისა და ცილების ტუტე ჰიდროლიზის გამო.

b)

ტუტე ლითონები ჰალოგენებთან წარმომნიან ჰალოგენიდებს;  გოგირდთან - სულფიდებს;  აზოტთან - ნიტრიდებს.

c)

ტუტე ლითონები  წყალთან ურთიერთქმედებისას იძლევიან მჟავებს.

d)

ტუტე ლითონები  წყალთან ურთიერთქმედებისას იძლევიან ფუძეებს (ტუტეებს).                                                                          

21.

რაში ინახავენ მეტალურ კალიუმსა და ნატრიუმს მაღალი აქტიურობის გამო 

a)

წყალში

b)

სპირტში

c)

რძეში

d)

ზეთში

e)

ნავთში

22.

მეტალური კალიუმი და ნატრიუმი:

a)

ადვილად იჭრება დანით

b)

ჰაერზე ადვილად იჟანგება

c)

ჰაერზე მდგრადებია და არ ჯანგებიან

d)

პასიური მეტაებია

23.

Naის იონებისათვის მდგრადი  კომპლექსები მიიღება:

a)

აქტომიცინთან

b)

ვალინომიცინთან

c)

კანამიცინთან

d)

ბიცილინთან

24.

რომელი  ბიოლიგანდია საუკეთესო  K+ ის იონებისათვის:

a)

ვალინომიცნი

b)

კანიმიცინი

c)

ბიცილინი

d)

ამპიცილინი

25.

Ca 2+     ძვლის ქსოვილისა და კბილების მინანქრის შემადგენელი   მთავარი კომპონენტია  და    ამ ქსოვილებში შედის

a)

3Ca3(PO4)2.Ca(OH)2    -სახით

b)

CaSO4 . 0,5 H2O    -სახით

c)

3Ca3(PO4)2 .CaCO3 . H2O    სახით

d)

3Ca3(PO4)2.CaF2      სახით

26.

სისხლის პლაზმაში Ca2+   - იონის  კონცენტრაციის შემცირების დროს ჰორმონების  მოქმედებით ხდება მინერალური ნაერთის  გახსნა და პლაზმაში Ca2+    კონცენტრაციის გაზრდა.  ამ დროს  ვითარდება:

a)

ანემია

b)

ასტიგმატიზმი

c)

რადიკულიტი

d)

რაქიტი

27.

რომელია სწორი მსჯელობა

a)

ძვლის  ქსოვილის  ფორმირება ოსტეობლასტებში მიმდინარე  კოლაგენით (ორგანული მატრიცა)  კონტროლირებადი პროცესია, რომელიც Ca2+   - და ფოსფატ -იონებისაგან ჰიდროქსიფოსფატის კრისტალიზაციით მიმდინარეობს.

b)

ძვლის  ქსოვილის  ფორმირებაში მონაწილეობს  ჰეტერო პოლისაქარიდები - ქონდრიოტინ სულფატები.

c)

ძვლის  ქსოვილის  ფორმირება ოსტეობლასტებში მიმდინარე  კოლაგენით (ორგანული მატრიცა)  კონტროლირებადი პროცესია, რომელიც Ba2+   - და  ქლორიდ  -იონებისაგან ჰიდროქსიქლორიდის  კრისტალიზაციით მიმდინარეობს.

d)

ძვლის  ქსოვილის  ფორმირებაში  ჰეტეროპოლისაქარიდები  არ მონაწილეობენ

28.

რომელია სწორი მსჯელობები  Ca2+   - იონების ფიზიოლოგიური  მოქმედების დახასიათებისას

a)

მოქმედებს ორგანიზმის ფუძე–მჟავურ ბალანსზე;

b)

აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული  მოქმედება.

c)

აქვს მოსადუნებელი და საფაღარათო მოქმედება

d)

მოქმედებს ენდოკრინულ აქტივობაზე:

29.

რომელია სწორი  მსჯელობა  Mg2+   - იონების  ბიოროლის დახასიათებისას:

a)

კომპლექსწარმოქმნის გამო Mg2+    იონები  ფერმენტული  რეაქციების ძირითადი აქტივატორია.

b)

Mg2+  იონები  ააქტიურებენ  ჟანგვით ფოსფორილირებას, დნმ-ის რეპლიკაციასა და ძვლის ქსოვილის მინერალიზაციის  ფერმენტებს. 

c)

Mg2+   იონები ორგანიზმისათვის  მიკროდოზებშიც კი    ტოქსიურია

d)

Mg2+  იონები  ჯანმრთელი ორგანიზმის ფერმენტულ  რეაქციებში არ მონაწილეობს.

30.

Mg2+    - იონები  ამუხრუჭებს  ორგანიზმიდან აცეტილქოლინის გამოყოფას, ხოლო  ქოლესტერინის გამოყოფას - ხელს უწყობს,   რის გამოც  მაგნიუმის ნაერთები გამოიყენება  მედიცინაში:

a)

მოსადუნებელი, საფაღარათო  და ჰიპერტენზიული საშუალება.

b)

აღმგზნები, შემკვრელი და ჰიპოტენზიური საშუალება

c)

ანტიალერგიული საშუალება

d)

ანტიჰისტამინური საშუალება

31.

რომელი მოცემულობაა სწორი  ბორის დახასიათებისას:

a)

ბორი მტკიცე ნივთიერებაა. სიმაგრით მხოლოდ ალმასს ჩამოუვარდება.                                                                                          

b)

ბორი რბილი  ნივთიერებაა.  სირბილით მხოლოდ გრაფიტს ჩამოუვარდება

c)

ბორი  დიამაგნიტურია.  

d)

ბორი პარამაგნიტურია                                                                                                                                      

e)

ბორი ოთახის ტემპერატურაზე დენს ცუდად ატარებს. 600 0c -ზე გახურებისას ელგამტარობა 100 ჯერ იზრდება.                               

32.

გრაფიტისგან ამზადებენ

a)

ელექტროდებს

b)

მყარ საცხებს

c)

ფანქრის გულებ

d)

ცემენტს

33.

CO-ს უწოდებენ

a)

გამამხიარულებელ აირს

b)

მშრალ ყინულს

c)

მხუთავ აირს

d)

მრგვგვინავ აირს

34.

მეოთხე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის  ელემენტებიდან  ორგანიზმზე ტოქსიკური მოქმედების ეფექტით  გამოირჩევა:

a)

ტყვია

b)

კალა

c)

სილიციუმი

d)

ნახშირბადი

35.

რომელი მსჯელობაა მცდარი  აზოტისათვის:

a)

აზოტი     შედის    უმნიშვნელოვანესი     სასიცოცხლო    ფუნქციის   მქონე–ცილების          შემადგენლობაში.

b)

აზოტი ცილების შემადგენლობაში არ შედის

c)

აზოტი   დიდი  რაოდენობით შედის   ცხოველთა      გადამუშავებულ   პროდუქტებში-  შარდოვანაში, შარდმჟავაში     და    ამიაკის  ნაწარმებში;

d)

აზოტი შედის მხოლოდ ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში

36.

ფოსფორმჟავა წარმოქმნის

a)

ფოსფატებს

b)

ჰიდროფოსფატებს

c)

დიჰიდროფოსფატებს

d)

კარბნატებს

e)

ჰიდროსულფატებს

37.

ფოსფორის ალოტროპული სახესხვაობებია

a)

თეთრი ფოსფორი

b)

წითელი ფოსფორი

c)

შავი ფოსფორი

d)

რუხი ფოსფორი

e)

ყვითელი ფოსფორი

38.

ჰალოგენი ნიშნავს

a)

მარილის მსგავსს

b)

მარილიანს

c)

მარილმბადს

d)

დაუყოფადს

39.

შვედმა ქიმიკოსმა კ. შეელემ  ქლორი მიიღო  პიროლუზიტის მარილმჟავასთან გაცხელებით. ამ რეაქციას გამოხატავს ტოლობა:

a)

MnO2 + 4HCl = MnCl2+Cl2 +2H2O

b)

H2 + Cl2 = 2HCl

c)

ბ) 2NaCl + 2H2O(ელექტროლიზი) = H2 +Cl2+2NaOH

d)

H2O +Cl2 = HCl + HClO

40.

რა გზით  მიიღო ელემენტური ქლორი პირველად  შვედმა ქიმიკოსმა კარლ შეელემ :

a)

ჰაერის ჟანგბადში   HCl-ის გატარებით

b)

სუფთა ჟანგბადში HCl-ისა და  წყლის  გატარებით

c)

MnO2-ის (მინერალი პიროლუზიტი) ურთიერთქმედებით HCl-თან

d)

ელექტროლიზური მეთოდით:  (მაგ.  NaCl- ის  წყალხსნარის ელექტროლიზით)

41.

ქლორის ქიმიურ  თვისებებს  არ ასახავს

a)

S  + Cl2 = SCl2

b)

Si + 2Cl2    (400 0 c )  = SiCl4       

c)

Cl2 + 2Na  = 2NaCl

d)

2Al + 3Cl2 = 2AlCl3             

e)

Cl2 + 2K F= 2 KCl + F2               

42.

  ქლორისა და წყლის ნარევს     ( Cl2 + H2O ) ეწოდება:

a)

ქლორწყალბადი

b)

ქლორამინი

c)

ქლორიანი წყალი

d)

ქლოროფორმი

43.

ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის  ბრომის თვისება:

a)

ბრომს დიდი    რაოდენობით     შეიცავს    ზღვის  წყალი, მინერალური წყლები და  ზღვის   წყალმცენარეები;

b)

ბრომი  მოწითალო მურა  ფერის აირადი ნივთიერებაა;

c)

ბრომი  ინდეფერენტული აირია;

d)

ნორმალურ   პირობებში   ბრომი    მურა   წითელი   ფერის   მძიმე   სითხეა, ძლიერ  არასასიამოვნო   სუნით;

e)

ბრომი  შედის  ნერვული  სისტემის შემადგენლობაში, მათ   შორის ჰიპოფიზში, მაღალმოლეკულური   ორგანული   ნაერთის   სახით.

44.

რომელი მსჯელობაა სწორი იოდის დახასიათებისას

a)

იოდის ნაერთები  დადებით გავლენას ახდენს  ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობაზე (იმუნოგენეზზე)

b)

იოდის სპირტხსნარი  ანტისეპტიკური, გამაღიზიანებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა;

c)

იოდის სპირტიანი ხსნარი   საგულე საშუალებაა

d)

იოდის   ნაერთები მედიცინაში აღარ  გამოიყენება.

45.

რას იწვევს ორგანიზმში იოდის მიკროელემენტური დეფიციტი:

a)

პარკინსნის დაავადებას

b)

ჩიყვს

c)

კრეტინიზმს

d)

ნაადრევ სიბერეს

e)

ჰიპერტონიას

46.

როგორი თვისებები აქვთ d  მეტალებს კომპლექსწარმოქმნის თვალსაზრისით:

a)

აქტიური კომპლექსწარმომქმნელებია;

b)

სუსტი კომპლექსწარმომქმნელებია;                                 

c)

კომპლექსებს საერთოდ არ წარმოქმნის;  

d)

უპირატესად  მარტივი მარილების სახით არსებობენ.

47.

რომელი მსჯელობაა მხდარი სპილენძის დახასიათებისას

a)

სპილენძი პლასტიკური მეტალია ძალიან მაღალი სითბო და ელექტროგამტარობით.

b)

სუფთა  სპილენძი  საკმაოდ მტიკიცე და  მაგარი მეტალია.

c)

სპილენძი გამოიყენება როგორც სითბო - და ელექტრო-გამტარი, სამშენებლო მასალებში და ასევე სხვადასხვა მეტალების შენადნობების სახით.                                                                                               

d)

სპილენძი პლასტიკური მეტალია  სუსტად გამოხატული სითბო და ელექტროგამტარობით;

e)

სუფთა სპილენძი საკმაოდ რბილი და დამყოლია.

48.

რომელი დამჟანგავი ელემენტის შემადგენლობაში შედის სპილენძი

a)

ტიროზინიანი

b)

ლაქტაზა

c)

ასკორბინოქსიდაზა

d)

ლიპაზა

e)

ურეაზა

49.

მოლუსკებისა და ფეხსახსრიანების ორგანიზმებში ჰემოგლობინის ნაცვლად ჟანგბადგადამტანია ჰემოციანინი, რის გამოც ამ ცხოველებს აქვთ:

a)

ცისფერი სისხლი

b)

მწვანე სისხლი

c)

ყვითელი სისხლი

d)

შავი სისხლი

50.

ვერცხლის პრეპარატებს აქვთ

a)

საფაღარათო  და შემომგარსველი  მოქმედების ეფექტი

b)

ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და შემკვრელი თვისებები

c)

საძილე და  სანარკოზე თვისებები

d)

აღმგზნები და ნარკოტიკული თვისებები

51.

2009 წელს  რომელი  d ელემენტის  ანტივირუსული ეფექტი იქნა დადგენილი  გრიპის ვირუსის  - A/H1N1 (ე.წ.. «ღორის გრიპი»-ს) ინაქტივირებაში :

a)

Zn

b)

Cd

c)

Cu

d)

Mn

52.

ლიაპისი -ვერცხლის ნიტრატის  1-2 % იანი ხსნარი  გამოიყენება

a)

უროლოგიაში, თვალის თერაპიაში

b)

სტომატოლოგიაში

c)

მოსაწვავ საშუალებად- დერმატოლოგიაში, ქირურგიაში

d)

ფსიქიატრიაში

53.

დაავადების „წითელი მგლურას“ სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი

a)

სანოკრიზინი– Na3[Au(S2O3)]

b)

ნატრიუმის ჰექსაფტორო ალუმინატი–Na3[AlF6]

c)

კალიუმის დიციანო არგენტაატი– K[Ag(CN)2]

d)

დ)კალიუმის ფერიციანიდი  K3 [Fe(CN)6]

54.

ყოველდღიურად  ორგანიზმი   მიკროელემენტ  თუთიას  ხარჯავს  დაახლოებით   3 მგ -ის ოდენობით:

a)

ოფლიანობის დროს

b)

ჭამის დროს

c)

ძილის დროს

d)

შიშის დროს

55.

ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთები  გამოიყენება:

a)

პესტიციდურ საშუალებად

b)

მცენარეთა თესლების დასამუშავებლად

c)

საინექციოდ

d)

ანტიკოროზიულ საშუალებად

56.

რომელი მსჯელობაა სწორი

a)

კადმიუმი — კუმულატიური საწამლავია (აქვს თვისება ორგანიზმში დაგროვებისა).

b)

კადმიუმი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის

c)

კადმიუმის და ყველა მისი ნაერთის ორთქლი ტოქსიკურია, რაც დაკავშირებულია მის თვისებასთან- დააკავშიროს გოგირდშემცველი ფერმენტები და ამინომჟავები.

d)

კადმიუმის მარილებით მწვავე მოწამვლის სიმტომებია — ღებინება და კრუნჩხვები.

57.

d ლითონთა  იონები  ცილებთან და სხვა ბიოსუბსტრატებთან წარმოქმნის:

a)

ტრანსპორტულ  ბიოკომპლექსებს, რომელთაც  ქსოვილებში გადააქვთ ჟანგბადი, ბიოლითონები და მეტაბოლიტები;

b)

ტრანსპორტულ  ბიოკომპლექსებს, რომელთაც  ქსოვილებში გადააქვთ  წყალი და ქსოვილური სითხე;

c)

მაკროცილებს, რომლებიც ორგანიზმში ადვილად იშლება;

d)

კომპლექსურ მჟავებს და ჰიდროქსონაწარმებს .

58.

როელი მსჯელბაა მართებული ქრომისათვის

a)

ქრომი — ერთერთი ბიოგენური  ელემენტია, შედის  მცენარეებისა  და  ცხოველების   ქსოვილების   შემადგენლობაში.

b)

ცხოველებში   ქრომი მონაწილეობს ლიპიდების, ცილების   მიმოცვლაში, (შედის  ფერმენტების  ტრიფსინის  შემადგენლობაში, 

c)

ქრომის შემცველობის შემცირება საკვებში და სისხლში იწვევს  ზრდის   სიჩქარის   შენელებას,  ქოლესტერინის ზრდას სისხლში.

d)

ქრომის ნაერთები ყველა ფორმით ტოქსიკურია და ორგანიზმში მათი არსებობა არასასურველია

59.

რომელი მსჯელობა არ არის მართებული რკინის დახასიათებისას:

a)

რკინა  ჭედადია, მას ჩაქუჩით  შეიძლება ნებისმიერი ფორმა  მივცეთ;

b)

რკინა სითბოსა და დენის კარგი  გამტარია;

c)

როდესაც რკინა იჟანგება, იგი მოყვითალო ლაქებით - ოქსიდის ფენით იფარება;

d)

რკინა არასოდეს იფარება ოქსიდის ფენით;

e)

რკინის დამაგნიტება ადვილად შეიძლება.

60.

კობალტის შემცვალი ვიტამინია

a)

ვიტამინი C

b)

ვიტამინი B1

c)

ვიტამინი B6

d)

ვიტამინი B12

61.

რომელი მსჯელობაა სწორი

a)

Fe2+-ით კომპლექსები - ჰემოგლობინის, მიოგლობინის, ციტოქრომების საფუძველია;

b)

Mg2+ კათიონით კომპლექსები - ქლოროფილის საფუძველია;

c)

Fe2+ , Fe 3+ და Cu2+-იონებით კომპლექსები -ციტოქრომ ოქსიდაზის საფუძველია;

d)

Fe2+ , Fe 3+ და Cu2+-იონებით კომპლექსები   ცერებროლიზინის  საფუძველია

62.

ხსნარები ერთგვაროვანი (ჰომოგენური) სისტემებია, რომლებიც შედგება :

a)

მხოლოდ მყარი ან თხევადი ნივთიერებებისგან

b)

მხოლოდ თხევადი ნივთიერებებისგან;

c)

ორი ან  მეტი ნივთიერებისა და მათი ურთიერთქმედების პროდუქტებისაგან;

d)

მხოლოდ აირადი ნივთიერებებისაგან;

e)

მხოლოდ ორი ნივთიერების ურთიერთქმედების პროდუქტებისაგან

63.

ჩამოთვლილთაგან რომელი  არ არის ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა

a)

მყარი

b)

თხევადი

c)

ელექტრული

d)

პლაზმური

e)

იონიზაციური

64.

200 მლ წყლისა და  60 მლ  სპირტისაგან დამზადდა  ხსნარი. მასში გამხსნელ ნივთიერებას წარმოადგენს:

a)

წყალი

b)

სპირტი

c)

ხან წყალი ხან სპირტი

d)

აცეტონი

65.

რომელია სწორი მსჯელობა

a)

წყლის მოლეკულა შედგება წყალბადისა  და ჟანგბადის ატომებისაგან;

b)

წყალბადის ატომი  შედგება წყლისა  და ჟანგბადის მოლეკულებისაგან;

c)

ნახშირორჟანგის  მოლეკულა  შედგება ნახშირბადისა  და  ჟანგბადის ატომებისაგან

d)

ნახშირბადის ატომი შედგება  ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის მოლეკულებისაგან

66.

70 მლ აცეტონისა  და 130  მლ  წყლისაგან  დამზადდა  ხსნარი. მასში გამხსნელ ნივთიერებას წარმოადგენს:

a)

წყალი

b)

სპირტი

c)

ხან წყალი და ხან სპირტი

d)

ხან წყალი და ხან აცეტონი

e)

აცეტონი

67.

როგორი  ხსნარები არსებობს გახსნილი ნივთიერების რაოდენობის მიხედვით  არსებობს:

a)

ნაჯერი, უჯერი, ზენაჯერი ხნარები

b)

მყარი, თხევადი, აირადი ხნარები

c)

ჭეშმარიტი, კოლოიდური, მღვრიე ხსნარები

d)

განზავებული და კონცენტრირებული ხანსარები

68.

ხსნარებს, რომლებშიც გახსნილი ნაწილაკების ზომა უდრის  10–8  სმ  ეწოდება:

a)

კოლოიდური ხსნარები

b)

ჭეშმარიტი ანუ მოლეკულური ხსნარები

c)

მღვრიე ხსნარები

d)

ნაჯერი ხსნარები

e)

უჯერი ხსნარები

69.

მყარ ხსნარს მიეკუთვნება

a)

კოლოიდური ხსნარები

b)

ლითონთა შენადნობები

c)

შაქრისა და სპირტის ხსნარები

d)

ცილისა და რძის ხსნარები

70.

5%-იანი ხსნარის შემადგენლობაში არის

a)

5 გრ გამხსნელი და 95 გრ გასახსნელი ნივთიერება

b)

95 გრ გამხსნელი და 5 გრ გასასნელი ნივთიერება

c)

100 გრ გამხსნელი და 5 გრ გასახსნელი ნივთიერება

d)

5 გრ გამხსნელი და 100 გრ გასახსნელი ნივთიერება

71.

2 მოლური ხსნარი ნიშნავს, რომ

a)

1000 მლ (1 ლ) ხსნარი  შეიცავს 2  მოლ გახსნილ ნივთიერებას

b)

100  გრამი  ხსნარი  შეიცავს  2 გრამ  გახსნილ ნივთიერებას

c)

10  გრამი  ხსნარი შეიცავს   2 გრამ გახსნილ ნივთიერებას

d)

2 გრამი ხსნარი შეიცავს  2 მოლ  გახსნილ ნივთიერებას

72.

გულის იშემიური დაავადებისა და მიოკარდის ინფარქტის დროს სისხლის პლაზმაში მცირდება:

a)

Zn,Ni,Mo, -  ის  შემცველობა

b)

Cu,Sr,Ba  შემცველობა;

c)

H,O,N,Cl  შემცველობა;

d)

Li,Na,K,Ca შემცველობა.

e)

წყლის შემცველობა

73.

რომელი არააქროლადი მჟავები წარმოიქმნება ორგანიზმში ზოგიერთი პათოლოგიების  (მაგ.  დიაბეტის) დროს   დაახლოებით 1 მოლამდე დღე- ღამეში,

a)

აცეტოძმარმჟავა და  β- ოქსიერბომჟავა

b)

მარილმჟავა  და ფოსფორმჟავა

c)

აზოტმჟავა  და გოგირდმჟავა

d)

ჭიანჭველმჟავა

74.

რა ეწოდება შხამსაწინააღმდეგო საშუალებების სახით პოლიდენტატური ლიგანდ - პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ტოქსიკურ ლითონებთან წარმოქმნიან მდგრად წყალში ხსნად კომპლექსებს და ამ სახით გამოიყოფიან ორგანიზმიდან:

a)

ქიმიოთერაპია

b)

ხელატოთერაპია

c)

ფიზიოთერაპია

d)

ფსიქოთერაპია

75.

რომელი  არააქროლადი მჟავები წარმოიქმნება  ორგანიზმში  ნახშირმჟავასთან  ერთად  0,03- 0,08  მოლის რაოდენობით დღე- ღამეში:

a)

აზოტმჟავა

b)

ფოსფორმჟავა

c)

გოგირდმჟავა

d)

რძემჟავა

e)

ქარვისმჟავა

76.

რომელი მჟავებისაგან  თავისუფლდება  ორგანიზმი ფიზიოლოგიური  პროცესების დროს სუნთქვისას:

a)

არააქრლადი მჟავებისგან

b)

აქროლადი მჟავებისგან

c)

ლიპდებისგან

d)

ცხიოვანი მჟავებისგან

77.

პროტოლიტური ბუფერული ხსნარის კომპონენტია

a)

პროტონის დონორი (ბრენსტედის მჟავა)

b)

პროტონის  აქცეპტორი (ბრენსტედის  ფუძე)

c)

პროტონი

d)

ელექტრონი

78.

1.    ნორმასთან შედარებით  სისხლის  pH- ის   გადიდებას    ეწოდება :

a)

ალკალემა

b)

ამნეზია

c)

ასფიქსია

d)

აციდემია

79.

1.    ნორმასთან შედარებით  სისხლის  pH- ის   შემცირებას    ეწოდება :

a)

აციდემია

b)

ანემია

c)

ასფიქსია

d)

ალკალემია

e)

ავიტამინოზი

80.

პათოლოგიურ მდგომარეობათა კორექციის მიზნით, აციდოზის შემთხვევაში  იყენებენ :

a)

ნატრიუმის ტუტის 4,5   %  ხსნარს

b)

კალიუმის ტუტის   4,5   %  ხსნარს

c)

ნატრიუმ ჰიდროკარბონატის ხსნარის  100-200 მლ 4,5 % ხსნარს,  მწვავე (საგანგებო)  შემთხვევაში- 100 მლ 8,4 % -იან ხსნარს.  (ინტრავენურად)

d)

ტრის ამინის   NH2-C- (CH2OH)3  - 3, 66 % - იან ხსნარს.  ( pH = 10,5)

e)

ნატრიუმ ლაქტატის  11 %- იან ხსნარს.

81.

როგორია ორგანიზმზე   ნატრიუმის ჰიდროკარბონატის   - (NaHCO3,  სასმელი სოდა) მოქმედების ეფექტი :

a)

ანტაციდური საშუალებაა, ანეიტრალებს კუჭის მაღალ მჟავიანობას, ორგანიზმში ქმნის სისხლის ტუტე რეზერვს.

b)

ანტიანემიური საშუალებაა,  იწვევს სისხლმბადი ორგანოების აქტივაციას

c)

ანტიალერგიული საშუალებაა,  დაბლა სწევს ჰისტამინის  დონეს.

d)

ანტიტუბერკულოზური საშუალებაა, აქვს  ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება.

82.

Mg2+    - იონები  ამუხრუჭებს  ორგანიზმიდან აცეტილქოლინის გამოყოფას, ხოლო  ქოლესტერინის გამოყოფას - ხელს უწყობს,   რის გამოც  მაგნიუმის ნაერთები გამოიყენება  მედიცინაში:

a)

მოსადუნებელი, საფაღარათო  და ჰიპერტენზიული საშუალება.

b)

აღმგზნები, შემკვრელი და ჰიპოტენზიური საშუალება

c)

ანტიალერგიული საშუალება

d)

ანტიჰისტამინური საშუალება

83.

რომელი მჟავებისაგან  თავისუფლდება  ორგანიზმი ფიზიოლოგიური  პროცესების დროს შარდის გამოყოფისას

a)

არააქროლადი მჟავეებისგან

b)

აქროლადი მჟვეებისგან

c)

ლიპიდებისგან

d)

ცხიმოვანი მჟავეებისგან