Worksheetsსაქართველოს ისტორია I შუალედური გამოცდა 2022 (II)
Total questions: 21
Worksheet time: 15mins
რომელიც ტერიტორიის ლეგიტიმური მემკვიდრე იყო აზონი?
ეგრისის
მცხეთის ტახტის
გუგარქის საპიტიახშოს
არიან-ქართლის
რა განსხვავებაა "მოქცევაი ქართლისაის" და "ქართლის ცხოვრების" ცნობებს შორის აზოს გამეფებასთან დაკავშირებით?
მოქცევაი ქართლისაის მიხედვით, აზო არის ქართლის მეორე მმართველი, ხოლო ფარნავაზი მეორე
ქართლის ცხოვრების მიხედვით, აზო არის ქართლის პირველი მმართველი, ხოლო ფარნავაზი მეორე
მოქცევაი ქართლისაის მიხედვით, სამარას ძმისწულს მეფობა არ ეკუთვნოდა
ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართლის ლეგიტიმური მმართველები მხოლოდ ბაგრატიონები არიან
რატომ დაუჭირა მხარი ქართლის მოსახლეობამ აზოს წინააღმდეგ ფარნავაზს?
აზო იყო სასტიკი მმართველი
აზომ ხარკი იკისრა ირანის სასარგებლოდ, რაც მოსახლეობას ტვირთად დააწვა
აზო ქართველი არ იყო
როგორც მცხეთის, ასევე კლარჯეთის მოსახლეობა მის მმართველობას არ აღიარებდა
ვინ გამოუგზავნა მირიანს შვილი ბაქარი ქრისტიანობის მიღების შემდეგ?
დიოკლეტიანემ
იულიანე განდგომილმა
კონსტანტინე დიდმა
თეოდოს დიდმა
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად, რომელი ადასტურებს, რომ მირიანმა ქრისტიანობა რელიგიის პოპულარობის გამო მიიღო?
298 წლის ნიზიბინის ზავით, ქართლი რომის გავლენის ქვეშ მოექცა
კონსტანტინემ მირიანს გაქრისტიანების შემდეგ მძევლად წაყვანილი შვილი დაუბრუნა
მცხეთაში არსებობს ქრისტიანობის ოფიციალურად გამოცხადებამდე აშენებული ეკლესიები
რომში ქრისტიანობა უკვე სახელმწიფო რელიგია იყო
რომელი რეფორმა გაატარა ვახტანგ გორგასალმა?
ადმინისტრაციული
საეკლესიო
სამონეტო
სამხედრო
რომელი არ მიიჩნევა ვახტანგ გორგასალსა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის დაპირისპირების მიზეზად არცერთი ისტორიკოსის მიერ?
მიქაელის მიერ საეკლესიო კანონების შეცვლა
მიქაელის მექრთამეობა
მიქაელის მონოფოტიზობა, ხოლო ვახტანგის დიოფიზიტობა
მიქაელის ქრისტიანობა ხოლო ვახტანგის მაზდეანობა
ვის სახელს უკავშირდება თბილისის საამიროს ჩამოყალიბება?
მურვან ყრუს
აბულ კასიმის
გრიგოლ ჰამამის
გიორგი მეორის
კახეთის საქორეპისკოპოსოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზია -
საკურაპალატოს დაარსება
ხაზართა დახმარება
არაბთა წინააღმდეგ წანართა აქტივობა
ხაზართა დახმარებით არაბების განდევნა
რა განსხვავებაა ქართველთა სამეფოს და აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების მიზეზებში?
ქართველთა სამეფო უცხო ძალის დახმარებით ჩამოყალიბდა აფხაზთა სამეფოსგან განსხვავებით
აფხაზთა სამეფო არაბების ნებით ჩამოყალიბდა, ქართველთა საკურაპალატო ქართველების ძალისხმევით
ერთის ჩამოყალიბებაში რელიგიურმა ფაქტორმა ითამაშა როლი, მეორისა არა
ქართველთა სამეფო არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში შეიქმნა, ხოლო აფხაზთა სამეფო ბიზანტიის წინააღმდეგ დაპირისპირებაში
როგორ მიიღო ბაგრატმა კლარჯეთის ტახტი?
დავით კურაპალატმა უფლისციხის აქტით დაუმტკიცა
ბრძოლით მოიპოვა
მემკვიდრეობით ერგო მამისგან
ნათესავები შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა
რა წარწერაა ბაგრატ მესამის მონეტაზე?
არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე, ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე
ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და სევასტოსი
ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე
დიდი მეფე ბაგრატი, კახთა მეფე
რომელმა მეფემ აღიარა ფარნავაზის ლეგიტიმურობა ქართლის სამეფო ტახტზე?
პართიის
პტოლემაიდური ეგვიპტის
სელევკიდური სირიის
მაკედონიის
ფარნავაზის რომელი რეფორმა არ დასტურდება ქართლის ცხოვრების გარდა სხვა წყაროებით და ისტორიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მას არ გაუტარებია?
საერისთავოებად დაყოფა
ციხეების მშენებლობა
დამწერლობის შექმნა
ერთიანი კულტის დაწესება
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი ადასტურებს, რომ ქართლის მოსახლეობის ნაწილს ქრისტიანობის მიღება არ სურდა
მირიანმა ძველი კერპები დალეწა
კონსტანტინემ მირიანს გაქრისტიანების შემდეგ მძევლად წაყვანილი შვილი დაუბრუნა
წმინდა ნინოს ჩუმად უწევდა ქრისტიანობის გავრცელება
მირიანის სპასალარმა მთაში რელიგიის გავრცელებისას ძალა გამოიყენა
რამ შეუწყო ხელი მცირეწლოვანი ვახტანგის ქართლში გამეფებას?
ნათესაურმა კავშირებმა
ვახტანგის ერისთავების მიერ ქვეყნის ინტერესების დაცვამ
მცირეწლოვანი ვახტანგის მიერ მაზდეანობის აღიარებამ
ვახტანგის ბიძის, ბარზაბოდის ნაადრევმა გარდაცვალებამ, რომელიც მას ტახტზე ასვლაში ხელს უშლიდა
ჩამოთვლილთაგან რომელი არ გვაწვდის არავითარ ინფორმაციას აფხაზთა სამეფოს შესახებ?
მეფეთა დივანი
ქართლის ცხოვრება
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება
პროკოპი კესარიელის თხზულებები
რატომ ვერ მიიღო ბაგრატმა იმიერტაო?
დავით კურაპალატს მისი ბიზანტიისთვის ანდერძით გადაცემა მოუწია
დავით კურაპალატი მას ერთი ინციდენტის შემდეგ აღარ ენდობოდა
აფხაზთა მეფე თეოდოს მწუხარე შეეწინააღმდეგა
ერისთავები ქავთარ ტბელის მეთაურობით მოღრისთან დაუპირისპირდნენ მას
რომის რომელი იმპერატორის დროს გაქრისტიანდა მირიან მეფე?
დიოკლეტიანეს
იულიანე განდგომილის
კონსტანტინე დიდის
თეოდოს დიდის
რომელმა ზავმა დაადასტურა რომის უპირატესობა ამიერკავკასიაში, რასაც შემდეგში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოყვა
ზოჰაბის
ნიზიბინის
ნიკეის
კალიასის
თქვენი აზრით, რა იყო ვახტანგ გორგასალსა და მთავარეპისკოპოსს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ფაქტებით
