wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ლიტერატურა 1

Total questions: 28

Worksheet time: 14mins

Name
Class
Date
1.

როგორ უნდა გავიგოთ სპარსეთის მეფის კარზე მყოფი ვარსქენის შესახებ ნათქვამი ფრაზა: „...რომელ-იგი არა აქუნდა ხელთა შუშანიკისგან“? რომელია სწორი პასუხი? ("შუშანიკის წამება")

a)

ვარსქენი შუშანიკის მეუღლეობაზე უარს აცხადებდა.

b)

ვარსქენი შუშანიკის ნებას ძალდატანებით დათრგუნავდა.

c)

ვარსქენს სპარსეთში შუშანიკი არ ახლდა.

d)

ვარსქენს შუშანიკის თანხმობა არ ჰქონდა.

2.

ავთანდილი თავის ანდერძში წერს: „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“. ავთანდილის აზრით, რა არის ცოდნის შეძენის მთავარი მიზანი?

a)

ცოდნა ადამიანს საშუალებას აძლევს, გაერკვეს მატერიალური სამყაროს კანონზომიერებებში.

b)

ცოდნა ადამიანს ეხმარება ზნეობრივ სრულქმნაში, რათა იგი ზეციურ წესრიგს შეერწყას.

c)

ცოდნის მეშვეობით ადამიანს საკუთარი წვლილი შეაქვს კაცობრიობის ჰარმონიულ განვითარებაში.

d)

ცოდნის მეშვეობით თვით ცოდვილ და ურწმუნო ადამიანებსაც კი ეღირსებათ სასუფეველი.

3.

„დავითიანის“ რომელ სტრიქონში იკვეთება ქართველთა თავს დატეხილი უბედურების ძირითადი მიზეზი?

a)

„გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი“.

b)

„ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი“.

c)

„მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა“.

d)

„შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა“.

4.

რა განაპირობებს „აბო თბილელის წამების“ უნიკალურობას სხვა ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებთან შედარებით?

a)

ნაწარმოების სათაურშივე არის ინფორმაცია დამკვეთის შესახებ

b)

ნაწარმოებს წინ უძღვის ავტორისა და დამკვეთის მიმოწერა.

c)

ნაწარმოებში არაქართველი წმინდანის ცხოვრებაა აღწერილი

d)

ნაწარმოებში ღვთის ქრისტიანული სიმბოლოები არის განმარტებული

5.

რა კრავს სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ კომპოზიციურ ქარგას?

a)

ლეონის ცხოვრების გზის აღწერა.

b)

სედრაქისა და რუქას დაპირისპირება.

c)

სწავლა-აღზრდის საკითხებზე მსჯელობა.

d)

ფინეზ მეფის სამეფო კარის ამბავი.

6.

იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებაში“ ავტორი აბოს შესახებ წერს, რომ იგი „გვირგვინოსან იქმნა ქრისტეის მიერ“.

როგორ უნდა გავიგოთ ავტორის ეს სიტყვები?

a)

აბოს, ქრისტეს მსგავსად, ეკლის გვირგვინი დაადგეს.

b)

აბომ, ქრისტეს მსგავსად, დიდება მოიპოვა.

c)

აბო ქრისტემ ღვთაებრივი დიდებით შემოსა.

d)

წამებული აბო თანამოაზრეებმა გვირგვინით შეამკეს.

7.

გაიხსენეთ გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. როგორ მოექცა გრიგოლ ხანძთელი „სიძვის დედაკაცს“?

a)

მამაშვილურად დაარიგა და აფხაზეთში გაგზავნა

b)

შეაჩვენა და ცოდვათა მოსანანიებლად მერეში გაგზავნა.

c)

ცოდვა შეუნდო და მერეს მონასტერში წაიყვანა

d)

წელზე საბელი შემოარტყა და დასასჯელად გადასცა.

8.

„ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ თავში „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთანა მიწერილი“ ვკითხულობთ:

„ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;

მომცეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,

დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვისა კრთომასა“.

რას უნდა შეევედროს ღმერთს ტარიელი ნესტან-დარეჯანის თხოვნით?

a)

ნესტანი მონატრებულ სატრფოს დაუბრუნოს.

b)

ნესტანი გრძნეული ქაჯებისაგან დაიხსნას.

c)

ნესტანს ციხიდან გაპარვის შესაძლებლობა მისცეს.

d)

ნესტანი გაათავისუფლოს ამქვეყნიური ტანჯვისაგან.

9.

რატომ აღძრავს სიყვარული ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ტრაგიზმის განცდას?

a)

ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ ტრაგიკული აღქმა სიყვარულისა რეალური სატრფოს გულგრილობით არის გამოწვეული და რომანტიზმთან კავშირი არა აქვს.

b)

სიყვარული რომანტიკულ ლიტერატურაში ადამიანურ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული და, ამ მხრივ, ნიკოლოზ ბართაშვილის პოეზია გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს.

c)

სიყვარულის ტრაგიკული აღქმა საერთოდ დამახასიათებელია რომანტიზმისთვის, რადგან ლირიკული გმირი იმთავითვე მარტოობისთვისაა განწირული.

d)

ქართველ რომანტიკოსთა ლიტერატურული გაერთიანების პროგრამული ნაშრომების მიხედვით, სიყვარულის ტრაგიკული აღქმა პოეზიაში სავალდებულოდ მიიჩნეოდა.

10.

"აბო თბილელის წამებაში" რატომ არაფერია ნათქვამი პერსონაჟის გარეგნობის შესახებ?

a)

მარტვილის მხატვრულ სახეში იმთავითვე იგულისხმებოდა პერსონაჟის როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სრულყოფილება.

b)

მარტვილის მხატვრულ სახეში ჰაგიოგრაფს ძირითადად გმირის სულიერი სრულყოფილება აინტერესებდა და არა მისი სხეული.

c)

მარტვილის წარმომავლობასა და გარეგნობაზე საგანგებო ხაზგასმა ჰაგიოგრაფთათვის დადგენილი წესებით აკრძალული იყო.

d)

ჰაგიოგრაფი ცდილობდა არ ესაუბრა მარტვილის დაძაბუნებულ სხეულზე, რათა მისი სულიერი სრულყოფილება არ დაეჩრდილა.

11.

გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში", რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ცნობილი პოეტი და სახელმოხვეჭილი გენერალი საკუთარ თავს „გულშემუსვრილს“, „დამცირებულსა“ და „ხმამიღებულს“ უწოდებს?

a)

პოეტი დარწმუნდა, რომ „თერგდალეულებთან“ დაპირისპირებითა და პოლემიკით ეროვნული ძალების დასუსტებასა და დაქუცმაცებას შეუწყო ხელი.

b)

პოეტი დარწმუნდა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხთა წინააღმდეგ ბრძოლა მისი მიუტევებელი შეცდომა აღმოჩნდა.

c)

რუსეთის ტახტის ერთგულების მიუხედავად, პოეტმა ვერ შეძლო მთავარმართებლის თანამდებობრივი მდგომარეობისათვის მიეღწია.

d)

ძლიერი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელზედაც პოეტი ოცნებობდა, განუხორციელებელ იდეალად დარჩა.

12.

რეალიზმის რომელ პრინციპს დაუკავშირებთ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ სწავლებას?

a)

მწერლობამ მხატვრულ ტექსტში ცხოვრება ნატურალისტურად უნდა ასახოს

b)

მწერლობისათვის პიროვნების ინდივიდუალიზმი უმთავრესი ღირებულება უნდა იყოს.

c)

მწერლობამ უპირატესად ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები უნდა გამოხატოს.

d)

მწერლობამ უპირატესად საზოგადოების საჭირბოროტო საკითხები უნდა ასახოს.

13.

რომელ ჟანრს მიაკუთვნებენ მეცნიერები „აბო თბილელის წამების“ მეოთხე თავს?

a)

მარტირიკას.

b)

ჰაგიოგრაფიას.

c)

ჰიმნოგრაფიას.

d)

ჰომილეტიკას.

14.

„ვეფხისტყაოსნის“ რომელი სტრიქონები უნდა ჩაითვალოს არეოპაგიტიკის გამოძახილად?

a)

„კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!“

b)

„მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია; არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია“.

c)

„რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!“

d)

„სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!“

15.

ტექსტის რომელი მონაკვეთიდან ჩანს, რომ იოანე საბანისძე პირადად იცნობდა აბო თბილელს? ("აბო თბილელის წამება")

a)

„აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა? მნებავს ქებად შენდა, ყოვლად ქებულო ქრისტეს მოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ...“

b)

„და კუალად მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტესმიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა“.

c)

„ქრისტეს მორწმუნენი ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმხნესა, შენსა მას მარტვილობასა, შენსა მას გვირგვინოსნებასა!

d)

„შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტესი ჩუენდამო და სარწმუნოებაი ჩუენი მისა მიმართ კუალად განახლდა“.

16.

რომელი მონაკვეთი გამოგადგებათ იმ შეხედულების დასასაბუთებლად, რომ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ტექსტში საერო ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთიანობის იდეაა ჩამოყალიბებული?

a)

აშოტ კურაპალატის მიერ ფებრონიასათვის ნათქვამი სიტყვები: „აწ უბრძანე, რომელ ერთხელ ციხედ მოვიდეს და ყოველი მოგვითუალოს და კუალად თქვენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს“.

b)

გაბრიელ დაფანჩულის მიერ გრიგოლ ხანძთელისთვის ნათქვამი სიტყვები: „ჩუენ თანა არს ხორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესენი შევზავნეთ ურთიერთას“.

c)

გრიგოლ ხანძთელის მიერ საბასთვის ნათქვამი სიტყვები: „ვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ხანძთასა შინა მყოფნი და ნებითა ღმრთისაითა და ლოცვითა მათითა კუალად მოიწიო ადგილსა ამას წმიდასა“.

d)

გრიგოლ ხანძთელის მიერ დედისთვის ნათქვამი სიტყვები: „შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო... გარნა ნებასა ღმრთისასა ესრეთ სათნო-უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა“.

17.

გავიხსენოთ „სიბრძნე სიცრუისა“, რატომ უნდა მივიჩნიოთ, რომ მართალია სედრაქი და არა რუქა, რომელიც წინააღმდეგია, რომ მოხეტიალე და უთვისტომო ჭაბუკს ანდონ უფლისწულის აღზრდა?

a)

რუქა, სედრაქისაგან განსხვავებით, საერთოდ არავის ენდობა და თანაც მიაჩნია, რომ მოხეტიალე და უთვისტომო კაცი საფრთხეს შეუქმნის მომავალი ხელმწიფის ღირსეულად აღზრდას

b)

რუქას, სედრაქისაგან განსხვავებით, არ შეუძლია იმის დანახვა, რომ ქვეყნის ზურგზე ხეტიალი ლეონისათვის დიდი გამოცდილებაა, ხოლო მისი გაურკვეველი წარმომავლობა - ღვთის ნების გამოხატულება.

c)

რუქას, სედრაქისაგან განსხვავებით, რეალურად შეუძლია იმის დანახვა, რომ ქვეყნის ზურგზე ხეტიალი ლეონისათვის ისეთი ნაკლია, რომელსაც მისი ღირსეული წარმომავლობაც კი ვერ გადაწონის.

18.

რა განასხვავებს ჰაგიოგრაფიული მწერლობის ცხოვრებათა ჟანრის თხზულებებს მარტვილობის ჟანრის ტექსტებისაგან?

a)

ცხოვრებათა ჟანრის ნაწარმოებების განმასხვავებელი ნიშანია ურწმუნო ადამიანების ამქვეყნიური ყოფის აღწერა და მისი უარყოფა.

b)

ცხოვრებათა ჟანრის ნაწარმოებების გმირებს სისხლი არ დაუღვრიათ, მაგრამ თავი მიუძღვნეს ქრისტიანულ იდეალებს.

c)

ცხოვრებათა ჟანრის ნაწარმოებების გმირებს ქრისტიანული იდეალების ერთგულებისათვის წილად ხვდათ მოწამებრივი აღსასრული.

19.

გავიხსენოთ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რატომ ჩართო ავტორმა ჰაგიოგრაფიულ ტექსტში აშოტ კურაპალატის სატრფიალო ეპიზოდი?

a)

ამ ეპიზოდით გიორგი მერჩულე გვიჩვენებს, რომ ხელმწიფეთა ცხოვრების წესი სახელმწიფოს ძლიერებაზე დამღუპველ გავლენას ახდენს.

b)

ამ ეპიზოდით გიორგი მერჩულე გვიჩვენებს, რომ სასულიერო პირები თავიანთ გავლენას ზოგჯერ უსამართლოდ იყენებენ.

c)

ამ ეპიზოდით გიორგი მერჩულე გვიჩვენებს, რომ ძალაუფლებით აღჭურვილი ხელმწიფენიც კი სულით ძლიერ ადამიანებს ემორჩილებიან.

20.

რას ნიშნავს აბო თბილელის მიერ ნათქვამი სიტყვები: "მაქუს მე ნიჭი ქრისტეისმიერი, გუირგუინი ცხორებისა და უხრწნელებისაი..."?

a)

მოწამის გვირგვინი ქრისტემ საჩუქრად მომიძღვნა.

b)

მოწამის ცხოვრება ქრისტეს ძლიერებაზე მეტყველებს.

c)

ქრისტეს გვირგვინს ხელისუფალნი ვერ წამართმევენ.

21.

გავიხსენოთ გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება, რატომ უნდა ყოფილიყო შეძლებული გენერლისათვის ასე ძნელი, დახმარებოდა გაჭირვებულ დისშვილს?

a)

როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილს უჭირდა, ბიძამისი მდიდარი გენერალი კი არ იყო, არამედ _ დაბალი ჩინის ხელმოკლე ოფიცერი და დაღესტანში იმყოფებოდა; ამასთანავე, ეპისტოლარული მემკვიდრეობის გაცნობა გვარწმუნებს, რომ გრიგოლ ორბელიანი არათუ ზრუნავდა დისშვილზე, არამედ ყველაზე პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევდა მის ოჯახს.

b)

როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილს უჭირდა, ბიძამისი არ ჩქარობდა მის დახმარებას, რადგან დარწმუნებული იყო, ოჯახი თავად დააღწევდა თავს გაჭირვებას; ამასთანავე, ძნელი

წარმოსადგენი იყო, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს თავისი ნიჭითა და წარჩინებული ახლობლების დახმარებით თავად ვერ გაეკვლია გზა.

c)

გრიგოლ ორბელიანი ამ დროს გადასახლებული იყო 1832 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის და თავად საჭიროებდა დახმარებას; ამასთანავე, მას, როგორც პოლიტიკურ დამნაშავეს, თავისი ჩარევით შესაძლოა უფრო გაერთულებინა დისშვილის მიღება რომელიმე

სახელმწიფო სამსახურში, სადაც კარგი ანაზღაურება ექნებოდა.

22.

სად ჩანს ილია ჭავჭავაძის ტექსტებში ის პოზიცია, რომ ხელოვნების ფუნქცია საზოგადოებისათვის სარგებლობის მოტანაა?

a)

`მართლა, რომ ცოდოა!.. მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო

და წყევაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში~.

b)

`მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა

რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე თუ გინდა მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე~.

c)

`არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი

გვკრან _ და შიგ გადავიჩეხებით დედა-ბუდიანად~.

23.

გავიხსენოთ ქართველი რომანტიკოსების ეპოქა, რომელი ამბოხების ჩახშობის შემდეგ მოკვდა ქართველი ერის იმედი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა?

a)

კახეთის აჯანყების

b)

1832 წლის შეთქმულების

c)

მთიულეთის აჯანყების

24.

რომელი ლექსი მიუძღვნა თაობათა შორის არსებულ პოლემიკას გრიგოლ ორბელიანმა?

a)

"საღამო გამოსალმებისა"

b)

"პასუხი შვილთა"

c)

"იარალის"

25.

რაში სდებდა ბრალს გრ.ორბელიანი ილიას (შვილების) თაობას?

a)

სამშობლოს ღალატში

b)

ენის წახდენაში, უზნეობისა და ურწმუნოების გავრცელებაში

c)

რუსულ ორიენტაციაში

d)

პირადი ინტერესების მსახურებაში

26.

"მე შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესო ხვედრისაკენ გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელი მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა რომ ამ პატარა კლდე-ღრეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს, ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავდი მაშინ, რა ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა!"

ვინ იყო ნ. ბარათაშვილის ამ წერილის ტექსტის ადრესატი?

a)

გრ.ორბელიანი

b)

მაიკო ორბელიანი

c)

ილია ორბელიანი

27.

ქართული როანტიზმის მახასიათებლებია:

a)

ოპტიმიზმი,სკეპტიციზმი, წარსულის გმობა

b)

რაციონალიზმის კულტი

c)

წარსულის გაიდეალება, პესიმიზმი,პატრიოტიზმი,სიყვარულისა და ბუნების განცდა

d)

პიროვნების თავისუფლება, ოპტიმიზმი

28.

რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი "გოგჩა"?

a)

კლასიციზმს

b)

რომანტიზმს

c)

რეალიზმს

d)

სიმბოლიზმს