NEW
Font size
Worksheetsკრიტიკული აზროვნების ოლიმპიადა
Total questions: 15
Worksheet time: 32mins
1) ცნობილია,რომ:
● იურისტთაგან ერთს მაინც უყვარს მოგზაურობა.
● მოგზაურობა ვისაც უყვარს მათგან ერთი მაინც არის ნამყოფი საფრანგეთში.
● იურისტთაგან ერთი მაინც მუშაობს საზღვარგარეთ.
● ყველა ვინც მუშაობს საზღვარგარეთ ნამყოფია საფრანგეთში.
ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?
ვინც მუშაობს საზღვარგარეთ მათგან ერთს მაინც უყვარს მოგზაურობა.
მათგან ვისაც მოგზაურობა უყვარს ერთი მაინც არ მუშაობს საზღვარგარეთ.
იურისტთაგან ერთი მაინც არ მუშაობს საზღვარგარეთ.
მათგან ვინც ნამყოფია საზღვარგარეთ ერთი მაინც არ არის ნამყოფი საფრანგეთში.
მათაგნ ვინც ნამყოფია საფრანგეთში ერთი მაინც არის იურისტი.
მოცემულია დებულებები:
● მიზანდასახული ადამიანების უმრავლესობა აღწევს წარმატებას.
● ზოგიერთი ადამიანი,რომელიც აღწევს წარმატებას,არ არის მიზანდასახული
● ყველა ვინც წარმატებას აღწევს, ჭკვიანია.
ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?
ზოგიერთი ადამიანი ვინც არაა მიზანდასახული აღწევს წარმატებას, თუმცა ისინი არ არიან ჭკვიანები.
ყველა ჭკვიანი ადამიანი აღწევს წარმატებას.
ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ვერ აღწევს წარმატებას, არ არის მიზანდასახული.
ზოგიერთი ადამიანი ჭკვიანი და მიზანდასახულია.
ნიჭიერი ადამიანების უმრავლესობა არის მიზანდასახული.
მწკივში 7 სახლი დგას: ყვითელი, თეთრი,ლურჯი, მწვანე, რუხი, შავი და ნარინჯისფერი. მათ შესახებ ცნობილია, რომ:
● ლურჯი სახლი მწკივში ბოლოა.
● მწვანე სახლი, შავი ფერის სახლის უკან დგას.
● ყვითელი სახლი არაა მწკრივში პირველი.
● რუხ და თეთს სახლებს შორის ზუსტად 3 სახლი დგას.
● შავ და თეთრ სახლებს შორის მხოლოდ ნარინჯისფერი სახლია.
მწვანე ფერის სახლი რიგით მერამდენეა მწკრივში?
პირველი
მესამე
მეოთხე
მეხუთე
მეექვსე.
მარიამმა 6 წიგნი იყიდა - “ ოლივერ ტვისტი”, “ტომ სოიერი”, “განძთა კულძული”, “დევიდ კოპერფილდი”, “ უკანსასკნელი მოჰიკანი” და “აივენჰო”.
ამ წიგნებიდან ერთ-ერთი აიღო წასაკითად დანარჩენები კი დაალაგა 3 თაროზე. ცნობილია რომ:
● “ოლივერ ტვისტი” და “დევიდ კოპერფილდი” არ დაუდია ერთსა და იმავე თაროზე.
● “ოლივერ ტვისტი” და “უკანასკნელი მოჰიკანი” არ დაუდია ერთსა და იმავე თაროზე.
● “ტომ სოიერი” და “უკანასკნელი მოჰიკანი” არ დაუდია ერთსა და იმავე თაროზე.
● თუ რომელიმე თაროზე დადო “ აივენჰო” იმავე თაროზე დადო “უკანასკნელი მოჰიკანიც”
● თუ რომელიმე თაროზე დადო “განძთა კუნძული” იმავე თაროზე დადო ზუსტად 3 წიგნი.
თუ მარიამმა ერთ-ერთ თაროზე მხოლოდ “ტომ სოიერი” დადო მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად მცდარი?
არც ერთ თაროზე არ დევს “ოლივერ ტვისტი”
არც ერთ თაროზე არ დევს “განძთა კუნძული”
რომლიმე ერთ თაროზე დევს “განძთა კუნძულიც” და “უკანასკნელი მოჰიკანიც”
რომელიმე ერთ თაროზე დევს “დევიდ კოპერფილდი” და “უკანასკნელი მოჰიკანი”
მხოლოდ ერთი თაროა ისეთი, რომელზეც მხოლოდ ერთი წიგნი დევს
დაადგინეთ დავალებაში მოცემულ სიტყვათა წყვილს შორის არსებული კავშირი , შემდეგ ცალკე მოცემულ სიტყვას, ოთხი სავარაუდო პასუხიდან შეურჩიეთ მსგავსი კავშირის მქონე ვარიანტი.
შესავალი : დასკვნა
ჭერი :
სახურავი
იატაკი
კედელი
სახლი
დაადგინეთ დავალებაში მოცემულ სიტყვათა წყვილს შორის არსებული კავშირი , შემდეგ ცალკე მოცემულ სიტყვას, ოთხი სავარაუდო პასუხიდან შეურჩიეთ მსგავსი კავშირის მქონე ვარიანტი.
ხანძარი : ცეცხლის ჩაქრობა
გაჩეხილი ტყე :
ეკოლოგიური პრობლემა
ხეების დარგვა
ხეების მოხმარების შემცირება
ხეების გაჩეხვის კონტროლი
დაადგინეთ ჩამოთვლილთაგან რომელია ზედმეტი:
ლაყუჩი
ხორთუმი
კანი
გული
დაადგინეთ ჩამოთვლილთაგან რომელია ზედმეტი:
ცუნამი
ღვარცოფი
გვალვა
წყალდიდობა
ინსტრუქცია: თითოული არგუმენტისთვის მოცემული სავარაუდო პასუხებიდან შეარჩიეთ ყველაზე მეტად სარწმუნო წყარო.
მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზის მოსაშენებელი ადგილი აღმოაჩინეს
ანტარქტიკაზე, უედელის ზღვაში, სადაც დაახლოებით 240 კვადრატულ კილომეტრ ფართობის ტერიტორიაზე 60 მილიონი გაყნული თევზი იპოვეს.
მოცემული ფაქტი დადგენილია ნასას მიერ
მოცემული ფაქტი დადგენილია,სქართველოს საზღვაო აკადემიის მიერ
მოცემული ფაქტი აღმოჩენილია, გერმანიის ალფრედ ვეგენერის პოლარული და საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარების მიერ
მოცემული ფაქტი აღმოჩენილია, ამერიკის საზღვაო ძალების მიერ
მოცემული ფაქტი აღმოჩენილია,ნიგერიის საზღაო ინსტიტუტის მიერ
საქართელოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონოიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რაც დადგენილია:
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით
თავისუფლების დიდი ქარტიის მიხედვით
საქართველოს დეკლარაციის მიხედვით
საქართველოს კონსტიტიციის მიხედვით
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით
ულივერის მოგზაურობა, ირლანდიელი მწერლისა და პუბლიცისტის ჯონათან სვიფტის სათავგადასავლო ნაწარმოები, მთელს მსოფლიოში პოპულარული წიგნია.
რომლის მთავარი გმირი, ქირურგი ლემუელ გულივერი მოგზაურობს ფანტასტიკურ, არარსებულ ქვეყნებში, როგორიცაა გოლიათების, ჯუჯებისა და მოლაპარაკე ცხენების სახელმწიფოები. გულივერს გარკვეული პერიოდი უწევს თითოეულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მას სანიტერესო თავგადასავლები გადახდება.
სავარაუდოა, რომ წიგნი”გულივერის მოგზაურობა” იმიტომ არის პოპულარული, რომ მასში უჩვეულო და საინტერესო ამბები ხდება.
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი აძლიერებს მსჯელობაში მოყვანილ ვარაუდს?
წიგნში მოთხრობილია უცნაური ამბები. განსაკუთრებით, ბოლო ნაწილში სადაც გულივერი მოგზაურობს მოლაპარაკე ცხენების ქვეყანაში და ეცნობა მათ კულტურასა და წეს-წყობილებას უნიკალურია, რაც მკითხველს განსაკუთრებით მოსწონს
გულივერის პოპულარობის მთავარი მიზეზი წერის სტილია, რადგან ნაწარმოებში ოსტატურად არის შერწყმული სათავგადასავლო ჟანრი და სატირა
ავტორმა ნაწარმოები იმიტომ გამოიგონა, რომ თავისი დროის ინგლისის კოლონიური რეჟიმი აეღწერა
წიგნს ახასიათებს ლაღი თხრობა და შეფარული ირონია რაც მას განსაკუთრებულს ხდის
წიგნი ყველა თაობის მკითხველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს
ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. ხეოფსის პირამიდა ზომით ყველაზე დიდი პირამიდაა. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ კი 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ეს პირამიდა განსაკუთრებულია იმითაც რომ, მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში.
სავარაუდოა რომ ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექურული ცოდნა გამოიყენეს,
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი ასუსტებს მსჯელობაში მოყვანილ ვარაუდს?
ეგვიპტის პირამიდების უმარვლესობა მსგავსი სტილითაა აგებული
დადგენილია, რომ ტუტანჰამონის პირამიდის მშენებლობისას იგივე ტექნიკა გამოიყენეს, რაც ხეოფსის პირამიდის მშენებლობისას
ეგვიპტის პირამიდები უნიკალური ნაგებობებია
პირამიდების უმრავლესობას სხვადსხვა არქიტექტორი ჰყავდა
გიზის პირამიდები ყველაზე განსაკუთრებულია ეგვიპტის პირამიდებს შორის
რომელი ფიგურა უნდა იყოს კითხვის ნიშნის ადგილას?
რომელი ფიგურის აწყობაა შესაძლებელი მოცემული შლილიდან?
