wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

"იავნანამ რა ჰქმნა?!"

Total questions: 8

Worksheet time: 14mins

Name
Class
Date
1.

რა უწოდა მწერალმა კახეთის ველს?

a)

"ლაპლაპა ზოლი"

b)

"მწვანე ზღვა"

2.

აღწერე ზურაბ ქართველაძის სახლ-კარი.

4 lines
3.

ქეთო საყვარელი ბავშვი იყო: ლამაზი, ბამბის ქულასავით თეთრი, ცქრიალა, მხიარული და დაუღალავი მოტიკტიკე.

ამოიწერე რომელია ეპითეტისა და შედარების ნიმუშები?

4 lines
4.

ამოიწერე ჩვენებითი ნაცვსახელები: აღმოსავლეთის ეს დიდი მაღალი მთები გამოყოფენ კახეთს დაღესტნისგან, რომელიც ამ მთებს იქით იწყება.

4 lines
5.

ამოკრიბე შინაარსით ახლოს მდგომი სიტყვების ოთხი წყვილი:

საზღვარი, საბუთი, საკვები, ვენახი, მიჯნა, ზვარი, ნიშანი, სანოვაგე

4 lines
6.

შეურჩიე არსებით სახელს შესაბამისი ეპითეტი:

ა) ხშირი, მოზრდილი, ცქრიალა, პურადი, ანკარა, უტყუარი, ვიწრო

ბ) სოფელი, ტყე, ბილიკი, წყარო, მასპინძელი, ბავშვი, ნიშანი

4 lines
7.

რატომ იცოდნენ ლეკებმა ზურაბზე უკეთ ეს ბილიკები?

a)

ეს მთები და ტყეები დაღესტანს ეკუთვნოდა და შესაბამისად, ლეკებს თვალდახუჭულებსაც შეეძლოთ ამ ბილიკებზე გავლა, ზურაბი კი იქ ვერასოდეს მოხდებოდა.

b)

ეს ბილიკები საქართველოს დაღესტნის სოფლებთან აკავშირებდა, ლეკები კი ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენში იარაღის ან ნაბდეულის გასაყიდად, ზურაბი კი ასე ხშირად არ დადიოდა დაღესტანში.

8.

რომელია წინადადებაში სწორად განაწილებული გამოტოვებული სიტყვები: განთქმული, ჩინებული, შემკული, ასხმული.

ლამაზი მოაჯირებით.... სახლიდან გამოვიდა თავისი სიმდიდრით.... ზურაბ ქართველაძე, რომელსაც.... თოფ-იარაღი ჰქონდა...

a)

შემკული, განთქმული, ჩინებული, ასხმული

b)

ასხმული, ჩინებული, განთქმული, შემკული

c)

შემკული, ასხმული, ჩინებული, განთქმული