Worksheetsვიქტორინა ქართულ ენაში
Total questions: 14
Worksheet time: 7mins
რა არის ,,ბუნაგი“?
გარეული ცხოველის, ნადირის სადგომი
მოძრავი ქონება (ავეჯი, ქვეშაგები და მისთ.), წასაღებად მომზადებული.
დაბმული საქონლისათვის საკვების ჩასაყრელი (წნული ან ფიცრული).
,,ღრიალი“. რომელია მოცემული სიტყვის განმარტება?
ნადირის, ზოგი შინაური ცხოველის გაბმული ხმამაღალი ხმიანობა.
მუსიკალური ნაწარმოების შესრულება.
ბევრი სიარული, ხშირი მისვლა-მოსვლა.
რომელი არ არის მსგავსი მნიშვნელობის სიტყვათა წყვილი?
ხასიათი-ზნე
ხაფანგი-მახე
იხლართებოდა-გარბოდა
,,სულაც არ მსურდა გამეღვიძებინეთ, ჩემდა უნებურად მომივიდა.“ როგორ გესმით, ,,ჩემდა უნებურად მომივიდა“?
მითხრეს, ასე მოხდებოდა
მსურდა ასე მომხდარიყო
შემთხვევით მოხდა
,,მახე“ იგივეა, რაც
სახრე
შეხება
ხაფანგი
,,მეიგავე“ ჰქვია
მოთხრობების ავტორს
იგავების ავტორს
გამოცანების ავტორს
რომელი წიგნის ავტორი არ არის იაკობ გოგებაშვილი?
"საგანძური“
"დედაენა“
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
რომელია სიტყვათა არასწორი წყვილი:
ჩიტი__ბუდე
ლექსი__ავტორი
ხე __ რქა
,,თუმცა იგი შენ გეკუთვნის, რაზეც გეკითხები, მაგრამ შენზე უფრო ხშირად ახსენებენ სხვები.“ გამოცანის პასუხია:
სახელი
ჰაერი
დაფა
დაასრულეთ ანდაზა: ,,ზარმაცისათვის ყოველი დღე ___ .“
დღეაო
უქმეაო
შრომააო
,,ხეს ატარებს თავით,
დადის, დარბის, ბღავის...
ხე არ ისხამს ნაყოფს.
ფოთოლსა და ყვავილს.“
გამოცანის პასუხია:
ვაშლი
ატამი
ირემი
,,თავი უგავს სავსე მთვარეს,
მარცვლები აქვს ერთობ ხშირი,
დგას ამაყად და მთელი დღე
მიუპყრია მზისკენ პირი.“
გამოცანის პასუხია:
მთვარე
მზესუმზირა
ბროწეული
რამდენი მარცვალია წინადადებაში?
,,დავითს ძალიან უყვარს ქათმის ხორცი."
15
11
18
დაასრულეთ ანდაზა: ,,კარგ მთქმელსა კარგი ___ .“
მთქმელიც უნდაო
გამგონიც უნდაო
ისიც უნდაო
