wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

გადამეორება 2

Total questions: 5

Worksheet time: 3mins

Name
Class
Date
1.

საზოგადოების სახელით განხორციელდა ვალდებულებები მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციამდე. ასეთ დროს

a)

საზოგადოების წარმოშობისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია, შესაბამისად ვალდებულებებისთვის პასუხს ვერ მოვითხოვთ არარეგისტრირებული კომპანიის შემთხვევაში

b)

ვალდებულებებისთვის პასუხს აგებს დირექტორი, რომელმაც დადო გარიგებები კომპანიის სახელით

c)

ვალდებულებებისთვის პასუხს აგებენ დამფუძნებლები

d)

პასუხს აგებენ როგორც დირექტორები ისე პარტნიორები

2.

რას ნიშნავს საზოგადოების "მტრული დაუფლება"?

a)

როდესაც კომპანიის პარტნიორი დირექტორის წინააღმდეგ აღძრავს სარჩელს სასამართლოში

b)

როდესაც ხდება კომპანიის შეძენა სამიზნე კომპანიის აქციონერებისთვის მიმართვის გზით

c)

როდესაც აქციონერი ბოროტად იყენებს მის დომინანტურ მდგომარეობას

d)

როდესაც საზოგადოების ხელმძღვანელი კონკურენტ კომპანიაში ახორციელებს იმავე საქმიანობას

3.

როდის ხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზება?

a)

როდესაც საწარმოს ხელმძღვანელი პირი პარტნიორებს წარუდგენს კონკურენტი საწარმოს სატენდერო შეთავაზებას

b)

თუ პირი შეიძენს ფასიან ქაღალდებს, რის შედეგადაც აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს

c)

თუ პირი შეიძენს ფასიან ქაღალდებს, რის შედეგადაც აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის 95%-ს

d)

როდესაც ხდება საზოგადოების ლიკვიდაცია

4.

მონიშნეთ არასწორი დებულება

a)

სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად

b)

აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი

c)

აქცია არის რეგისტრირებული, დემატერიალიზებული, სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას

d)

სააქციო საზოგადოება აქციონერთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.

5.

რა არის დერივაციული სარჩელი?

a)

კრედიტორის უფლება სასამართლოში პასუხოსმგებლობა მოთხოვოს საზოგადოებას და ასევე მის დირექტორს, ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო

b)

მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოსთვის მიმართვის უფლება პარტნიორის გარიცხვის თაობაზე

c)

დირექტორის უფლება შეიტანოს სარჩელი საზოგადოების პარტნირის წინააღმდეგ

d)

პარტნიორის უფლება შეიტანოს სარჩელი საზოგადოების თანამდებობის პირთა წინააღმდეგ