Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ცილები

Total questions: 15

Worksheet time: 8mins

Name
Class
Date
1.

   რისგანაა აგებული ცილის მოლეკულები?

a)

ცილის მოლეკულა აგებულია შედარებით მარტივი ნივთიერებებისაგან ამინომჟავებისაგან.

b)

ცილის მოლეკულა აგებულია შედარებით მარტივი ნივთიერებებისაგან ნიტრომჟავებისაგან.

c)

ცილის მოლეკულა აგებულია შედარებით მარტივი ნივთიერებებისაგან კარბონმჟავებისაგან.

d)

ცილის მოლეკულა აგებულია შედარებით მარტივი ნივთიერებებისაგან ფენოლებისაგან.

2.

   როგორი აღნაგობის პოლიმერებია ცილები?

a)

ცილები მარტივი აღნაგობის ბიოპოლიმერებია, რომელთა შემადგენლობაში, მხოლოდ ორგანულ ნაერთთა ნაშთებია.

b)

ცილები რთული აღნაგობის ბიოპოლიმერებია, რომელთა შემადგენლობაში მხოლოდ პოლიპეპტიდური ჯაჭვებია.

c)

ცილები რთული აღნაგობის ბიოპოლიმერებია, რომელთა შემადგენლობაში, გარდა პოლიპეპტიდური ჯაჭვებისა, შეიძლება შეგვხვდეს სხვა ორგანულ ნაერთთა ნაშთები ან მოლეკულები.

d)

ყველა პასუხი სწორია

3.

   რამდენ ჯგუფებად ყოფენ ცილებს?

a)

ცილებს ყოფენ ორ დიდ ჯგუფად: პროტეინებად და პროტეიდებად.

b)

ცილებს ყოფენ ორ დიდ ჯგუფად: მარტივ ცილებად და რთულ ცილებად.

c)

ყველა პასუხი სწორია

4.

   დაასახელეთ ცილების ბიოლოგიური ფუნქციები:

a)

სატრანსპორტო, საკვები და სამარაგო ცილები

b)

სტრუქტურული, მოძრაობის და დამცავი ცილები

c)

ფერმენტები, რეგულატორული და სხვა ცილები

d)

ყველა პასუხი სწორია

5.

რეგულატორულ ცილების მიეკუთვნება...

a)

ამინომჟავები

b)

ფერმენტები

c)

ჰორმონები

d)

მინერალური მარილები

6.

დამცავ ცილას მიეკუთვნება...

a)

იმუნმაქსი

b)

იმუნოგლობულინი

c)

მიელოგლობულინი

d)

გლობულინი

7.

დაასახელეთ ცილები, რომლებიც ხასიათდებიან მაკატალიზებელი აქტივობით

a)

ფერმენტები

b)

ჰორმონები

c)

ვიტამინები

d)

ამინომჟავები

8.

   რამდენ ჯგუფად იყოფა ცილები ფორმის მიხედვით და რა ფუნქციას ასრულებენ?

a)

ორ ჯგუფად: ფიბრილურ და გლობულურ ცილებად.

b)

სამ ჯგუფად: ფიბრილურ, ფიბრინოგენურ და გლობულურ ცილებად.

c)

ოთხ ჯგუფად: ფიბრილურ, ფიბრინოგენური, პროტეინურ და გლობულურ ცილებად.

d)

ყველა პასუხი სწორია

9.

   რა ეწოდება ცილის არაამინომჟავურ ნაწილს?

a)

პროგესტული ჯგუფი

b)

პროსტეტული ჯგუფი

c)

გლობულური ჯგუფი

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

10.

  რომელი ნაერთები მიეკუთვნება ცილებში პროტეინებს?

a)

ალბუმინები და გლობულინები

b)

გლუტელინები

c)

ყველა პასუხი სწორია

d)

სკლეროპროტეინები

11.

რას წარმოადგენენ პროტეინები და რამდენი სახის არიან ისინი?

a)

პროტეინები წარმოადგენს შერეულ ბიოპოლიმერებს. არჩევენ: გლიკოპროტეიდებს და ლიპოპროტეიდებს.

b)

პროტეინები წარმოადგენს შერეულ ბიოპოლიმერებს. არჩევენ: ნუკლეოპროტეიდებს და ფოსფოპროტეინებს.

c)

პროტეინები წარმოადგენს შერეულ ბიოპოლიმერებს და მიეკუთვნება მეტალოპროტეინები.

d)

ყველა პასუხი სწორია

12.

რის საფუძველს წარმოადგენს პირველადი სტრუქტურის ცილა?

a)

კარბონმჟავათა თანმიმდევრობის მონაცვლეობა.

b)

ამინმჟავათა თანმიმდევრობის მონაცვლეობა.

c)

ფენოლმჟავათა თანმიმდევრობის მონაცვლეობა.

d)

ყველა პასუხი სწორია

13.

რა იგულისხმება ცილების მეორადი სტრუქტურის ქვეშ?

a)

პოლიპეპტიდური ჯაჭვის იზომერიზაცია

b)

პოლიპეპტიდური ჯაჭვის კონფორმაცია

c)

წყალბადური ბმების ასოციაცია

d)

ყველა პასუხი სწორია

14.

   როგორ ეწყობა ცილის მესამეული სტრუქტურა?

a)

პოლიპეპტიდური ჯაჭვი, რომელიც გარკვეული რაოდენობით შეიცავს მეორადი სტრუქტურის უბნებს, სივრცეში ეწყობა შედარებით კომპლექსური სისტემის სახით _ ღებულობს მესამეულ სტრუქტურას

b)

პოლიპეპტიდური ჯაჭვი, რომელიც გარკვეული რაოდენობით შეიცავს პირველადი სტრუქტურის უბნებს, სივრცეში ეწყობა შედარებით კომპლექსური სისტემის სახით _ ღებულობს მესამეულ სტრუქტურას

c)

ამინომჟავური ჯაჭვი, რომელიც გარკვეული რაოდენობით შეიცავს პირველადი სტრუქტურის უბნებს, სიბრტყეში ეწყობა შედარებით კომპლექსური სისტემის სახით _ ღებულობს მესამეულ სტრუქტურას.

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

15.

    რა იგულისხმება ცილების მეოთხეული სტრუქტურის ქვეშ?

a)

ერთნაირი ან სხვადასხვა პირველადი, მეორადი და მესამეული სტრუქტურის მქონე პოლიპეპტიდური ჯაჭვების ჩაწყობის ხერხს, სივრცეში და ფუნქციური და სტრუქტურული თვალსაზრისით ერთიანი მაკრომოლეკულური წარმონაქმნის ფორმირებას.

b)

ერთნაირი ან სხვადასხვა პირველადი და მეორადი სტრუქტურის მქონე პოლიპეპტიდური ჯაჭვების ჩაწყობის ხერხს, რომელიც ქმნის ერთიან მაკრომოლეკულურ ფორმირებას.

c)

ერთნაირი ან სხვადასხვა მეორადი და მესამეული სტრუქტურის მქონე პოლიპეპტიდური ჯაჭვების ჩაწყობის ხერხს, სივრცეში და ფუნქციური და სტრუქტურული თვალსაზრისით ერთიანი მაკრომოლეკულური წარმონაქმნის ფორმირებას.

d)

ერთნაირი ან სხვადასხვა პირველადი მესამეული სტრუქტურის მქონე პოლიპეპტიდური ჯაჭვების ჩაწყობის ხერხს, სივრცეში და ფუნქციური და სტრუქტურული თვალსაზრისით ერთიანი მაკრომოლეკულური წარმონაქმნის ფორმირებას.