Font size
Worksheetsლექსი ვეფხისა და მოყმისა VIII
Total questions: 24
Worksheet time: 27mins
ლექსში ვკითხულობთ:
"მოყმემა, პირშიშველამა
შიბნ გაიარნა კლდისანი,
მოინადირნა, დალახნა
ბილიკი ჭიუხისანი."
რას შევიტყობთ ტექსტით?
მთაში მგზავრობის ამბავს
მთაში გზის აბნევის ამბავს
მთიდან დაბრუნების ამბავს
ნადირობის ამბავს
გაიხსენეთ, სანამდე მიაღწია მოყმის მიერ ტყვიანაკრავი ჯიხვის რქის ხმამ?
მთის მწვერვალამდე
ჭალამდე
მეორე მთამდე
სოფლამდე
მოყმე (ახალგაზრდა კაცი) ვეფხვს შეეყარა:
"შუა გზას შემოაღმდა,
დრონ იყვნენ შუაღამისანი,
გზად ვეფხვი შემოეყარა:
თვალნი არისხნა ღვთისანი."
ვეფხვისა და მოყმის ურთიერთობის რომელ მომენტს აღწერს ლექსი?
ბრძოლოს დასაწყისს
ბრძოლის გამძაფრებას
ბრძოლის წინა
ბრძოლის შეწყვეტას
ვანმარტეთ სიტყვა ღვთისანის (ხთისანის) მნიშვნელობა:
ღვთიანი, ღვთაებრივი. აღნიშნავს ვეფხვის ზებუნებრივ წარმოშობას
ხვდომა, მიხვედრა. აზრიანის სინონიმია
ღვთიანი, ღვთაებრივი. გამოიყენება ვეფხვის თვალების განსაკუთრებული სილამაზის აღსანიშნავად
ხდომა, მოხდომა. გამოიყენება შესაფერისი მნიშვნელობით: ვეფხვის თვალები მისი სხეულის სილამაზეს შეეფერებოდა, მსგავსად მშვენიერი იყო.
ბალადაში ვკითხულობთ:
"შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწაი,
კლდეები ჩამოინგრია,
შტონ დაილეწნეს ტყისანი."
ტროპული აზროვნების რომელი სახეობის გამოყენებით გამოიხატება ვეფხვისა და მოყმის შებრძოლების უკიდურესი სიმძაფრე?
მეტაფორის
შედარების
გაპიროვნების
ჰიპერბოლის
განმარტეთ "დრონ აღარ დარჩეს მოყმესა" - ფრაზა, რომელიც ვეფხვთან მებრძოლი მოყმის მიმართ ითქმება:
ვეფხვის სისწრაფემ მოყმე გააოცა
მოყმეს ვეფხვის "ვაჟკაცობის" გამოცდის, მასთან ხანგრძლივი ბრძოლის "საშუალება" არ გააჩნდა. მას ყველაფერი მალე უნდა დაემთავრებინა
მოყმეს შეცდომის უფლება და საშუალება არ გააჩნდა
მოყმე ვედხვთან ხანგრძლივ ბრძოლას არ აპირებდა (ამას ვედხვიც არ აცლიდა)
ბალადაში მოყმეზე ვკითხულობთ:
"ფარს უფარებს და ვერ ასწრობს,
ვეფხვნი ჩქარნია კლდისანი.
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა, ჯავშანისანი."
რას მიაწერს ავტორი უპირატესობას, რომელსაც ვეფხვი ბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვებს (მოყმეს კლანჭებით ჯაჭვს დაუხევს)?
მოყმის მოუხერხებლობას
მოყმის ფარის სიმცირეს (ზომას)
ვეფხვის გააზრებულ მოქმედებას
ვეფხვის, საერთოდ, კლდის ვეფხვების, სისწრაფეს
როგორია ვეფხვის რეაქცია მოყმის უპირატესობაზე?
მეყსეული, რაც ბრძოლის თანაბარ შედეგს (ორივეს დაღუპვას) მოასწავებს
დაგვიანებული, რაც ბრძოლის ცალმხრივ შედეგს (მოყმის დამარცხებას) მოასწავებს
მეყსეულო, რაც საუკეთესო შემთხვევაში ბრძოლის თანაბარი შედეგის (ორივეს გადარჩენის) პირობა იქნებოდა
გაწონასწორებული, რაც ბრძპლის საუკეთესო შედეგს (მოყმისთვის) მოასწავებს
ბალადაში ვკითხულობთ:
"ვინ ეტყვის მაგის დედასა, -
კარს უსხენ ქადაგ-მისანნი."
რით გამოხატავს ავტორი ვითარების სიმძიმეს?
რიტორიკული შეკითხვით (მიუთითებს დედისთვის ამბის შეტყობინების შეუძლებლობაზე)
ხატავს თანამგრძნობთა სახეებს
რიტორიკული შეკითხვით (მიუთითებს დედისთვის ამბის შეტყობინების სიძნელეზე)
ხატავს თანამგრძნობთა სიმრავლეს
რით ჰგავს ერთმანეთს მომაკვდავი ვეფხვისა და მოყმის მდგომარეოა?
ორივე წუხს
სურათით: ორივე კლდის თავზე წევს და ქვიშას სისხლით აწითლებს
ორივე უკანასკნელ ძალას იკრებს
მთხრობლის (მთქმელის) კომენტარით: ის ორივეს სულამომდინარს უწოდებს
მოყმის დედა ამბობს:
„არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილი მახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩეს სირცხვილიანი“.
რა წარმოადგენს, დედის აზრით ტრაგიკული შედეგის მიზეზს?
ობიექტური აუცილებლობა. ორივეს სიცოცხლე წარმოუდგენელი, - ერთ-ერთის - სიცოცხლე
კი ალოგიკური იქნებოდა;
ორივეს უკანდაუხევლობა, პრინციპული ხასიათი
მოყმის წინდაუხედაობა. მოულოდნელი შეყრა რომ არა, ორივე იცოცხლებდა
სირცხვილის შიში. ერთ-ერთის მხრივ მშვიდობიანი გაცლა მისი სირცხვილი იქნებოდა
რას გულისხმობს დედა, როცა ამბობს, რომ "მზიანი დღე" მის შვილს ხმლით, ხოლო ვეფხვს მისივე ტოტით დაუღამდა (ფაქტობრივად ხომ პრიქით მოხდა)?
ორივე თანაბრად იბრძოდა
ორივე ერთმანეთის სიმამაცეს ემსხვერპლა
ორივე საკუთარ ძალას ემსხვერპლა
ორივემ თავისი სიმამაცით ბნელი ღამე გაანათა
ბალადაში ვკითხულობთ:
" ტირილით წყლულებს უხვევდა
ვეფხის კლანჭებით დაჭრილსა:
-შვილო, არ მაჰკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა"
როგორ ჩნდება ტექსტში ძილის მოტივი?
შვილმკვდარი დედის წამიერი განცდის (ილუზიის) შედეგად
დედა დარწმუნებულია, რპმ შვილი მკვდრეთით აღდგება
დედას სულიერი ცხონების განცდა ეუფლება
დედას სურს, დარწმუნდეს, რომ შვილი მკვდრეთით აღდგება
როგორ აღიქვამს დედა ვეფხისა და მოყმის ბრძოლას?
როგორც გარდაუვალ აუცილებლობას
როგორც უთანასწორო შერკინებას
როგორც შემთხვევას
როგორც თანასწორთა შერკინებას
დედა მკვდარ შვილს მიმართავს:
"მაგის მეტს აღაე გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია...
ერთ შვილ ხომ მაინც გაგზარდე
ვეფხვებთან მეომარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია"...
რატომ აღარ (ვეღარ) უნდა იტიროს დედამ მოყმე?
ტირილს აზრი აღარ გააჩნია (სამარის კარი ხომ აქვეა)
მოყმე გმირია, ვეფხვებთან მეომარია
დედას შვილის სულიერი ცხონების იმედი აქვს
დედას ცრემლი გაუშრა
დაასრულე სტროფი:
" შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი
დაასრულე სტროფი:
" იარებოდა დედაი...
დაასრულე სტროფი:
" ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი...
რა არის ბალადა? რომელი ენიდან მომდინარეობს ეს ტერმინი?
განმარტე სიტყვა " ჭიუხი"
გაღვიძებული, მტირალი დედა ზოგჯერ ფიქრობს:
" იქნება ვეფხვის დედაი,
ჩემებრ დღედაღამ ტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ ვუთხრა ჭირისა"
რას ეფუძნება დედის თანაგრძნობა?
დედის მდგომარეობის გააზრებას (საერთო გულისთქმის გათვალისწინებას)
ქვეყნად მტრობის აღმოფხვრის სურვილს
თვითდამშვიდების სურვილს
ღირსეულთა ღირსეულად დაფასების სურვილს
რა ესიზმრება ჩაძინებულ დედას?
ვეფხვისა და მოყმის ბრძოლა, რომელიც ვეფხვის უპირატესობით მიმდინარეობს
ვეფხვისა და მოყმის ბრძოლა, რომელიც ორივეს გამარჯვებით მთავრდება
ვეფხვისა და მოყმის ბრძოლა, რომელიც მოყმის უპირატესობით მიმდინარეობს
ვეფხვისა და მოყმის ბრძოლა, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს
განმარტე სიტყვა "ჯავშანი"
ვის იპოვის მოყმის დედა ვეფხვის დედის სახით?
მტერს,რომელსაც უთანაგრძნობს, თუმცა წინასწარ იცის, რომ ვერ შეირიგებს:
მტერს,რომელსაც მტრობის ძალა აღარ ექნება:
თანამოაზრეს:
თავისსავე მსგავს:ღირსეული შვილის ღირსეულ დედას.
