Worksheetsგანვლილი მასალის გამეორება- V-VIII სს.
Total questions: 10
Worksheet time: 34mins
რომელ წელს დაეცა დასავლეთ რომის იმპერია?
395 წელს
476 წელს
502 წელს
რომელი სახელმწიფო არ ჩამოყალიბებულა დასავლეთ რომის იმპერიის ადგილას?
ოსტგოთების სამეფო
ბრიტების სამეფო
ვანდალების სამეფო
დაასახელე მიზეზები, რომელთა გამოც ხლოდვიგმა ქრისტიანობის მიღება გადაწყვიტა.
ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური (ადგილობრივი), ზოგს კი გლობალური (რეგიონული, მსოფლიო) მნიშვნელობა ჰქონდა. შენი აზრით, რომელს ეკუთვნის დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა? ფრანკთა სამეფოს დაარსება? პასუხი დაასაბუთე.
როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნებოდა ბიზანტიის იმპერატორს ფრანკთა მეფის კარლოს დიდისთვის რომის იმპერატორის ტიტულის მინიჭების გამო?
რას ნიშნავდა არიანელობა?
რას ნიშნავდა ნესტორიანელობა?
ქრონოლოგიურად დაალაგე მმართველები მათი მოღვაწეობის დასაწყისის მიხედვით:
1) ხლოდვიგი
2) პიპინ მოკლე
3) კარლოს დიდი
1. რუკის მიხედვით აღწერე იუსტინიანეს ლაშქრობების მარშრუტი.
2. რომელ ბარბაროსულ სამეფოებში ილაშქრა იუსტინიანემ?
3. რომელ გერმანულ სამეფოს არ შეეხო იუსტინიანეს დაპყრობითი ომები?
4. ყოფილი რომის იმპერიის რომელი მხარეები არ შევიდა იუსტინიანეს იმპერიაში?
1. წყაროს ანალიზი. კარლოს დიდის კაპიტულარი „საქსონიის ოლქების შესახებ“, IX ს.
„ვინც ეკლესიაში ძალით შეიჭრება, ეკლესიიდან ძალით ან მალულად რაიმეს წამოიღებს ან ეკლესიას დაწვავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. სიკვდილით დასჯა ემუქრება იმასაც, ვინც ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირს მოკლავს. ვინც წარმართული წეს-ჩვეულებით მიცვალებულს კოცონზე დაწვავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ვინც საქსთა ტომებიდან ნათლობაზე უარს იტყვის და დაიმალება, სიკვდილით დაისაჯოს (ძალდატანებით ნათლობას საეკლესიო მოძღვრება არ ცნობს). სიკვდილით დასჯა ემუქრება ყველას, ვინც მეფისადმი ერთგულებას დაარღვევს. ასევე სიკვდილით დაისჯება ის, ვინც საკუთარ ბატონს ან ქალბატონს მოკლავს“.
რა ინფორმაციას გვაწვდის ეს კაპიტულარი:
ა) საქსებში გავრცელებული დაკრძალვის წესის შესახებ?
ბ) საქსების დამოკიდებულებაზე ქრისტიანების მიმართ?
გ) როგორ ფიქრობ, კარლოსის კაპიტულარი სახელმწიფო ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა თუ ქრისტიანობის გავრცელებას? პასუხი დაასაბუთე.
