wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

Economic History - 3

Total questions: 10

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

თეორიას რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის მატებასთან ერთად, მსოფლიო ვერ შეძლებს მოსავლის წარმოების შენარჩუნებას მუდმივად მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად, ეწოდება:

a)

ბოსერუპის თეორია

b)

მალთუსის ხაფანგი

c)

ნორტის თეორია

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

2.

უძველესი დროის სოფლის მეურნეობის აღმავლობის მიზეზებია:

a)

ტექნოლოგიური აღმოჩენები

b)

მოსახლეობის ზრდა

c)

კლიმატური ცვლილებები

d)

ყველა პასუხი სწორია

3.

რა ეწოდება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ წყობილებას, რომელიც ემყარება ბატონყმურ სამართალს?

a)

ფეოდალიზმი

b)

მანორიალიზმი

c)

მერკანტილიზმი

d)

კომუნიზმი

4.

რომელ წელს დასრულდა ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის პირველი ეპიზოდი, რომელიც მოსახლეობის მზარდ რაოდენობას და მოსახლეობის ერთ სულზე მზარდ შემოსავალს გულისხმობდა?

a)

1251 წელს

b)

1350 წელს

c)

1930 წელს

d)

1989 წელს

5.

ჩამოთვლილთაგან კომენდა ეწოდებოდა:

a)

ასაკოვან ვაჭარს, რომელიც მოგზაურობისთვის კაპიტალს აძლევდა მეორე ვაჭარს. მოგების სამ მეოთხედს იღებდა კაპიტალის მფლობელი ვაჭარი, მეორე კი ერთ მეოთხედს.

b)

ასაკოვან ვაჭარს, რომელიც მოგზაურობისთვის კაპიტალს აძლევდა მეორე ვაჭარს. მოგების ერთ მეოთხედს იღებდა კაპიტალის მფლობელი ვაჭარი, მეორე კი სამ მეოთხედს.

c)

ასაკოვან ვაჭარს, რომელიც მოგზაურობისთვის კაპიტალს აძლევდა კომპანიას. მოგების ერთ მეოთხედს იღებდა კაპიტალის მფლობელი ვაჭარი, კომპანია კი სამ მეოთხედს.

d)

ასაკოვან ვაჭარს, რომელიც მოგზაურობისთვის კაპიტალს აძლევდა კომპანიას. მოგების სამ მეოთხედს იღებდა კაპიტალის მფლობელი ვაჭარი, კომპანია კი ერთ მეოთხედს.

6.

vera societa (ნამდვილი კომპანია) დაკავებული იყო:

a)

მხოლოდ ვაჭრობით

b)

მხოლოდ საბანკო საქმიანობით

c)

ვაჭრობით და საბანკო საქმიანობით

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

7.

რა ეწოდებოდა ვაჭრებისა და არისტოკრატების გაერთიანებას?

a)

მანორი

b)

კომუნა

c)

ფეოდალიზმი

d)

კომენდა

8.

შუა საუკუნეებში დეველოპერებს, რომლებიც დიდგვაროვან მემამულეებთან ან ადგილობრივ მმართველებთან სოფლის ან სოფლების ან პატარა ქალაქების დასაარსებლად ხელშეკრულებებს დებდნენ, ეწოდებოდათ:

a)

კოლონისტები

b)

ფეოდალები

c)

ლოკატორები

d)

ჰოპლიტები

9.

როგორ მოხდა შუა საუკუნეების ევროპაში, გაზრდილი მოსახლეობის გადანაწილება:

a)

არსებული დასახლებების საშუალო სიმჭიდროვე გაიზარდა

b)

დაუსახლებელი მიწების დამუშვება დაიწყო

c)

ევროპული ცივილიზაცია გეოგრაფიულად გაფართოვდა

d)

ყველა პასუხი სწორია

10.

სად და რომელ წელს გამოუშვეს ოქროს ფლორინის მონეტა?

a)

1252 წელს ფლორენციაში

b)

1284 წელს ფლორენციაში

c)

1252 წელს გენუაში

d)

1284 წელს გენუაში