Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ღუღუნი გასტრო ბოლო ნაწ

Total questions: 20

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

ჰეპატოციტების დიფუზური შესიება, ანუ ბალონური დეგენერაცია, ცარიელი ციტოპლაზმა, ქოლესტაზი და ჰეპატოციტებში ყავისფერი პიგმენტების დაგროვება დამახასიათებელია:

a)
ქრონიკული ჰეპატიტისთვის
b)
ციროზისთვის
c)
ჰეპატოცელულური კიბოსთვის
d)
მწვავე ჰეპატიტისთვის
2.

ქრონიკული ჰეპატიტის ყველა ფორმის დროს აღინიშნება

a)
არამოსაზღვრე ჰეპატიტი და ხიდისებრი სიმსივნური კერები
b)
არამოსაზღვრე ჰეპატიტი და ხიდისებრი ანთებითი კერები
c)
მოსაზღვრე ჰეპატიტი და ხიდისებრი ნეკროზის კერები.
d)
არამოსაზღვრე ჰეპატიტი და ხიდისებრი ნეკროზის კერები
3.

სუბდიაფრაგმული აბსცესი იწვევს:

a)
ა) ემპიემას ან ფილტვის აბსცესს.
b)
დ) დიაფრაგმის თიაქარს
c)
გ) დიაფრაგმის სიმსივნეს
d)
ბ) ფლეგმონას
4.

სუბკაპსულური აბსცესის მთლიანობის დარღვევა იწვევს:

a)
პერიტონიტს
b)
ციროზს
c)
კოლიტს
d)
აპენდიციტს
5.

მეორადი ბილიაურული ციროზის  განაკვეთის ზედაპირზე დამახასიათებელია შემდეგი მორფოლოგიური ცვლილება:

a)
ღვიძლი ნორმალური კონსისტენციისაა და შინდისფერია.
b)
ღვიძლი გამკვრივებულია, გრანულური და შეიცავს ფიბროზულ ძგიდეებს, რომლებშიც ვლინდება სანაღვლე სადინრები.
c)
ღვიძლი მოდუნებულია, აგრანულურია და შეიცავს ფიბროზულ ძგიდეებს, რომლებშიც ვლინდება სანაღვლე სადინრები.
d)
ღვიძლი არ  შეიცავს ფიბროზულ ძგიდეებს და არ ვლინდება სანაღვლე სადინრები.
6.

რას აღნიშნავს Von Meyenburg–ის კომპლექსი?

a)

ა) შევიწროებული ნაღვლის სადინრების დიდ ჯგუფების არსებობას პორტულ ტრაქტებში.

b)

.ბ)დილატირებული ნაღვლის სადინრების დიდი ჯგუფების არსებობას პორტულ ტრაქტებში.

c)

გ)შევიწროებული ნაღვლის სადინრების მცირე ჯგუფების არსებობას პორტულ ტრაქტებში.

d)

.დ)დილატირებული ნაღვლის სადინრების მცირე ჯგუფების არსებობას პორტულ ტრაქტებში.

7.

ღვიძლის ვენისა და ქვემო ღრუ ვენის თრომბოზის დროს მიკროსკოპულად ვლინდება

a)
დისტალობულური ნეკროზი და სისხლსავსეობა.
b)
ცენტროლობულური ანთება და სისხლნაკლებობა.
c)
დისტალობულური ანთება და სისხლნაკლებობა.
d)
ცენტროლობულური ნეკროზი და სისხლსავსეობა.
8.

 რა ეწოდება ჰეპატოციტებისგან განვითარებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს?

a)
ჰეპატოცელულური კიბო
b)
ჰეპატოცელულური კარცინომა
c)
ჰეპატოცელულური მელანომა
d)
ჰეპატოცელულური ადენომა
9.

როგორი ტიპის მეტასტაზირება ახასიათებს ქოლანგიოკარცინომას?

a)
ლიმფოგენური მეტასტაზირება
b)
ქირურგიული იარაღებით მეტასტაზირება
c)
სხეულის ზედაპირზე პირდაპირი მეტასტაზირება
d)
ჰემატოგენური მეტასტაზირება.
10.

 როგორია ჭეშმარიტი ქოლესტეროლის კენჭები?

a)
ბ)ჭეშმარიტი ქოლესტეროლის კენჭები შავი ფერისაა, მრგვალი ან ოვალური ფორმის, ხორკლიანი ზედაპირით.
b)
დ)ჭეშმარიტი ქოლესტეროლის კენჭები ლურჯი ფერისაა, მრგვალი ან ოვალური ფორმის, გრანულური ზედაპირით.
c)
გ)ჭეშმარიტი ქოლესტეროლის კენჭები მწვანე ფერისაა, მრგვალი ან ოვალური ფორმის, გრანულური ზედაპირით.
d)
ა) ჭეშმარიტი ქოლესტეროლის კენჭები ღია ყვითელი ფერისაა, მრგვალი ან ოვალური ფორმის, გრანულური ზედაპირით.
11.

ნაღვლის ბუშტის ეგზოფიტური და ენდოფიტური ზრდა დამახასიათებელია:

a)
ნაღვლის ბუშტის ლოპიმისთვის.
b)
ნაღვლის ბუშტის მელანომისთვის.
c)
ნაღვლის ბუშტის კარცინომისთვის.
d)
ნაღვლის ბუშტის ადენომისთვის.
12.

Klatskin– ის სიმსივნე მდებარეობს;

a)
ნაღვლის სადინრისა და ღვიძლის სადინრების შეერთების უბანში.
b)
პანკრეასში
c)
ღვიძლში
d)
ნაღვლის ბუშტში
13.

პერიტონიტის დროს პირველი 2–4 სთ-ის შემდეგ ვლინდება შემდეგი მორფოლოგიური ცვლილებები

a)
პერიტონეუმის ზედაპირი ინარჩუნებს სიგლუვეს, მოგვიანებით მცირდება ჯერ სეროზული, შემდეგ კი ჩირქოვანი ექსუდატი. ვითარდება ღვიძლქვედა და სუბდიაფრაგმული სიმსივნური პროცესები.
b)
პერიტონეუმის ზედაპირი გლუვია, ადრეულ ეტაპზე ჩნდება ნეკროზული უბნები.
c)
პერიტონეუმის ზედაპირი ნეკროზდება და ჩნდება ფიბროზული უბნები.
d)
პერიტონეუმის ზედაპირი კარგავს სიგლუვეს, მოგვიანებით გროვდება ჯერ სეროზული, შემდეგ კი ჩირქოვანი ექსუდატი. ვითარდება ღვიძლქვედა და სუბდიაფრაგმული აბსცესები.
14.

ჰეპატოციტების შეშუპება და ნეკროზი, ეოზინოფილური Mallory-ის სხეულები, ნეიტროფილური ინფილტრაცია და ფიბროზი  დამახასიათებელია:

a)
ალკოჰოლური ჰეპატიტისთვის.
b)

ბ ჰეპატიტისთვის

c)

ც ჰეპატიტისთვის

d)

ა ჰეპატიტისთვის

15.

ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების ბოლო სტადიაა

a)
A) ალკოჰოლური ციროზი.
b)
დ) A ჰეპატიტი.
c)
გ) B  ჰეპატიტი.
d)
ბ)  C ჰეპატიტი.
16.

ჰემოსიდერინის დაგროვება ღვიძლში, პანკრეასში, მიოკარდიუმში, სახსრებში, კანსა და ენდოკრინულ ჯირკვლებში, ასევე ციროზი და პანკრეასის ფიბროზი ვლინდება:

a)
კეროვანი ჰეპატოზის დროს.
b)
C ჰეპატიტის დროს.
c)
მემკვიდრული ჰემოქრომატოზის დროს.
d)
ალკოჰოლური ციროზის დროს
17.

სოლიტარულია, მდებარეობს პანკრეასის პარენქიმაში ან ზედაპირზე, შეიცავს ცენტრალურ ნეკროზულ–ჰემორაგიულ მასას, რომელიც გარემოცულია გრანულაციური ქსოვილით. – აღნიშნული ცვლილებები ახასიათებს

a)
ფსევდოციტას
b)
ჰეპატიტს
c)
ციროზს
d)
ამებიაზს
18.

 რომელი პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი ანთებითი ინფილტრაცია, Mallory-ის ჰიალინი, ჰეპატოციტების ბალონური დეგენერაცია და აპოპტოზი, ასევე სინუსოიდების ფიბროზი.

a)
ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის
b)
სტეატოჰეპატიტისთვის.
c)
ციროზისთვის
d)
ჰეპატოცელულური კიბოსთვის
19.

ღვიძლი გამკვრივებულია, გრანულური და შეიცავს ფიბროზულ ძგიდეებს, რომლებშიც ვლინდება სანაღვლე სადინრები-აღნიშნული მორფოლოგიური ცვლილება ახასიათებს:

a)
მეორად ბილიარულ ციროზს.
b)
ჰეპატოცელურულ კიბოს.
c)
C ჰეპატიტს.
d)
კეროვან სტეატოზს.
20.

ნაღვლის საერთო სადინრის ობსტრუქცია, სანაღვლე გზების დილატაცია და სიყვითლე ვითარდება:

a)
პანკრეასის თავის სიმსივნის დროს.
b)
ჰეპატოცელულური კიბოს დროს.
c)
ციროზის დროს.
d)
A ჰეპატიტის დროს.