Worksheetsტრიუმვირატი
Total questions: 18
Worksheet time: 9mins
რომელი თანამდებობის პირები მართავდნენ რომის რესპუბლიკას?
კონსულები
სარდლები
მეფეები
რატომ იყო რომის ტერიტორიების მართვა რთული კონსულებისა და სენატისათვის?
რადგან მუდმივად შეუთანხმებლობა იყო კონსულებს შორის
რადგან რომის ტერიტორია ძალიან გაიზარდა და რთული იყო გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება
რადგან სენატორები არ დადიონდნენ სენატის სხდომებზე
რის შედეგად გაიზარდა რომში ჯარის სარდლების გავლენა?
სარდლები ომების მოგების შემდგომ საზოგადოებაში პოპულარულები გახდნენ, თავად შეეძლოთ მეომრების დაქირავება და ჯარისკაცებიც მხოლოდ თავის სარდალს ემორჩილებოდნენ.
სარდლები ხშირად დადიოდნენ სენატის შეკრებებზე, იცავდნენ პლებეების უფლებებს, იყვნენ მათი წარმომადგენლები, რამაც საზოგადოებაში მათი პოპულარობა გაზარდა.
ჩამოთვლილთაგან, ვინ იყვნენ რომში ცნობილი სარდლები?
იულიუს პომპეუსი, ტიტუს ლივიუსი, ქსენოფონტე
სულა, სტრაბონი, ნერონი
გნეუს პომპეუსი, იულიუს კეისარი, მარკუს კრასუსი
რომელ პიროვნებას უკავშირდება რომაელი მონის - სპარტაკის აჯანყების ჩახშობა ძვ.წ. 74-71 წლებში?
გნეუს პომპეუსი
მარკუს კრასუსი
იულიუს კეისარი
რას ნიშნავს იმპერიუმი?
ახალი სახელმწიფოების დაპყრობასა და მათ დამორჩილებას
საგანგებო სიტუაციაში 6 თვის ვადით კონსულისათვის მთელი ძალაუფლების გადაცემა
ადგილი, რომში, სადაც იკრიბებოდნენ სენატის წევრები და კონსულები
ჩამოთვლილი სარდლებიდან, რომელი გამოირჩეოდა თავისი სიმდიდრით?
მარკუს კრასუსი
გნეუს პომპეუსი
იულიუს კეისარი
რომელ რომაელ სარდალს უკავშირდება ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეების ძარცვის აღკვეთა და პონტოს სამეფოს დამარცხება?
კალიგულა
იულიუს კეისარი (ცეზარი)
გნეუს პომპეუსი
რომელ რომაელ სარდალს უკავშირდება თანამედროე ბრიტანეთის ტერიტორიაზე ლაშქრობა, გალების დაპყრობა და მათ შესახებ ისტორიული ჩანაწერების შექმნა?
ვესპასიანე
გნეუს პომპეუსი
იულიუს კეისარი
რომელი რომაელი სარდლის სახელს უკავშირდება კალენდრის რეფორმა? მინიშნება - მისი სახელი ერთ-ერთი თვის სახელწოდებაში გვხვდება
მარკუს კრასუსი
სულა
იულიუს კეისარი
რას წარმოადგენდა დიქტატორი ძველ რომში?
ადამიანს, რომელსაც 6 თვის განმავლობაში სრული ძალაუფლება ჰქონდა და განაგებდა რომის საშინაო და საგარეო საქმეებს.
ადამიანს, რომელიც სიკვდილით სჯიდა რომის მოღალატე მეომრებს, რომლებმაც ბრძოლიდან გაქცევა სცადეს.
ადამიანს, რომელიც იყო რელიგიური ლიდერი და სხვებსაც აიძულებდა იმავე სარწმუნოება მიეღოთ.
რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ გნეუს პომპეუსი, იულიუს კეისარი და მარკუს კრასუსი და რა ეწოდება ამ სამი ადამიანის მმართველობას?
ძვ. წ. II საუკუნე, დიქტატორატი
ძვ.წ. I საუკუნე, ტრიუმვირატი
ძვ.წ. III საუკუნე, სენატი
მართალია, თუ არა, რომ რომში ძვ.წ. I საუკუნეში სამი ადამიანის მმართველობა ანუ ტრიუმვირატი წარუმატებელი აღმოჩნდა და დაიწყო ამ სამ ადამიანს შორის დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად?
არა
არ ვიცი
დიახ
მართალია, თუ არა, რომ ტრიუმვირატი ნიშნავს სამი ადამიანის მმართველობას და ძვ.წ I საუკუნეში რომს მართავდნენ გნეუს პომპეუსი, იულიუს კეისარი და მარკუს კრასუსი
დიახ
არა
არ ვიცი
მართალია თუ არა, რომ იულიუს კეისარსა და გნეუს პომპეუსს შორის პირველობისთვის ბრძოლა დაიწყო, რაც იულიუსის გამარჯვებით დასრულდა ძვ.წ. 48 წელს, პომპეუსი კი ეგვიპტესი გაიქვა, სადაც მოკლეს.
არ ვიცი
დიახ
არა
რატომ მოკლეს სენატორებმა იულიუს კეისარი?
რადგან არ სურდათ ძალაუფლება ისევ ერთი ადამიანის ხელში ყოფილიყო და მას ემართა სახელმწიფო
რადგან იულიუსი პლებეებს უჭერდა მხარს და სენატორების მოკვლას აპირებდა
რადგან იულიუსი გამოუცდელი მმართველი იყო
როგორ და როდის გარდაიცვალა იულიუს კეისარი?
ძვ. 48 წელი, ეგვიპტეში მოკლეს
ძვ.წ 44 წელი, სენატორებმა რომში მოკლეს
ძვ.წ. 65 გალიაში ბრძოლისას დაიჭრა
ვინ გახდა რომში პირველი იმპერატორი?
იულიუს კეისარი
ოქტავიანე ავგუსტუსი
მარკუს ავრელიუსი
