Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

საერთო ჯამში

Total questions: 23

Worksheet time: 12mins

Name
Class
Date
1.

რომელ ტყუპ ძმებს უკავშირდებათ რომის შექმნა?

a)

ანტონიუსი და მარკუსი

b)

ტიტე და დომიციანე

c)

რომულუსი და რემუსი

2.

რომელ წელს დაარსდა რომი?

a)

ძვ. წ. 753 წ.

b)

ძვ.წ 537 წ.

c)

ძვ.წ. 357 წ.

3.

მართალია თუ არა, რომ რომში ჯერ იყო მონარქია ანუ მეფობა, შემდგომ რესპუბლიკური მმართველობა და ბოლოს იმპერია?

a)

დიახ

b)

არა

4.

რას ნიშნავს პატრიცია?

a)

საშუალო ფენის წარმომადგენელი რომში, რომელსაც აქვს საკუთარი მიწა, შეუძლია მიწათმოქმედება, ვაჭრობა, ხელოსნობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ იღებს ქვეყნის მართვაში

b)

მდიდარი, წარჩინებულთა ფენა, რომელსაც აქვს ქვეყნის მართვის უფლება, ამ ფენიდან ირჩევენ სენატორებს. ამ ფენის წარმომადგენლებს აქვთ რომში დიდი მიწები და მონაწილეობა შეუძლიათ ლაშქრობებში

5.

რას წარმოადგენდა პლებეების ფენა რომში?

a)

საშუალო ფენის წარმომადგენელი რომში, რომელსაც აქვს საკუთარი მიწა, შეუძლია მიწათმოქმედება, ვაჭრობა, ხელოსნობა, მაგრამ მონაწილეობას ვერ იღებს ქვეყნის მართვაში

b)

უუფლებონი, მუშაობდნენ პატრიციების სახლებში, ქვის სამტეხლოებზე. არ გააჩნდათ არანაირი საკუთრება

6.

რომის დაპყრობილ ტერიტორიებზე რომელი თანამედროვე სახელმწიფოები მდებარეობს?

a)

საბერძნეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ეგვიპტე.

b)

რუსეთი, თურქმენეთი, ეგვიპტე, საფრანგეთი.

7.

რა პროცესია გამოსახული რუკაზე?

a)


ბერძნულ-სპარსული ომები

b)

რომის დაპყრობითი ომები

c)

აქემენიანთა ირანი სატრაპიებად დაყოფა

8.

რა ეწოდება კართაგენელებსა და რომაელებს შორის ბრძოლებს?

a)

აღმოსავლური ომები

b)

პუნიკური ომები

c)

მაკედონური ომები

9.

ჩამოთვლილთაგან, რომელი თანამედროვე სახელმწიფო მდებარეობს ტუნისის ადგილას?

a)

მაკედონია

b)

აქემენიანთა ირანი

c)

კართაგენი

10.

რომელი თანამედროვე სახელმწიფო მდებარეობს კართაგენის ადგილას?

a)


მაროკო

b)


ტუნისი

c)


სომალი

11.

რომელ საუკუნეებში მიმდინარეობდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის "პუნიკური ომები"?

a)

ძვ.წ. I - ახ. წ. I სს.

b)

ძვ.წ. IV-III სს.

c)

ძვ.წ. III-II სს.

12.

მართალია, თუ არა, რომ რომი იბრძოდა კართაგენელების წინააღმდეგ, ამ ბრძოლად პუნიკური ომები ეწოდა და საბოლოოდ რომის გამარჯვებით დასრულდა.

a)

დიახ

b)

არა

13.

რას ნიშნავს ტრიუმფი?

a)

რომაელი სარდლებისა და ჯარისკაცებისათვის გამარჯვების შემდგომ ქალაქში დაბრუნებისას, საზეიმო შეხვედრის მოწყობა, ე.წ გამარჯვების აღნიშნვა.

b)

ძველი რომაელების მარმარილოსგან დამზადებული ქანდაკებები, რომელიც ქალაქის ქუჩებში იდგა.

c)

მთა, რომელზეც რომაელთა წარმოდგენით მათი ღმერთები ცხოვრობდნენ და განაგებდნენ სამყაროს ბედ-იღბალს.

14.

რომელია რომაული საბრძოლო იარაღები?

a)

ბალისტა, ყორანი, საალყო კოშკი

b)

ტრიუმფი, დიქტატორი, კატაპულტა

15.

რას წარმოადგენს რომაული ლეგიონი?

a)

რომაული არმის დანაყოფი

b)

ომის ღმერთი

c)

თანამდებობა რომის რესპუბლიკაში

16.

რომელ ნახევარკუნძულზე მდებარეობს რომი?

a)

სკანდინავიის

b)

აპენინის

c)

ინდოჩინეთის

17.

რომაელი ჯარისკაცების განლაგებას ეწოდება ------ მწყობრი

(a)  

18.

ვინ მართავდა რომის რესპუბლიკას?

a)

კონსულები, სენატორები, სახალხო ტრიბუნები

b)

მეფეები, უხუცესთა საბჭო, სენატორები

c)

იმპერატორი, სარდლები, სახალხო ტრიბუნები

19.

რის შედეგად გაიზარდა რომში ჯარის სარდლების გავლენა?

a)

სარდლები ომების მოგების შემდგომ საზოგადოებაში პოპულარულები გახდნენ, თავად შეეძლოთ მეომრების დაქირავება და ჯარისკაცებიც მხოლოდ თავის სარდალს ემორჩილებოდნენ.

b)

სარდლები ხშირად დადიოდნენ სენატის შეკრებებზე, იცავდნენ პლებეების უფლებებს, იყვნენ მათი წარმომადგენლები, რამაც საზოგადოებაში მათი პოპულარობა გაზარდა.

20.

ჩამოთვლილთაგან, ვინ იყვნენ რომში ცნობილი სარდლები?

a)

გნეუს პომპეუსი, იულიუს კეისარი, მარკუს კრასუსი

b)

იულიუს პომპეუსი, ტიტუს ლივიუსი, ქსენოფონტე

c)

სულა, სტრაბონი, ნერონი

21.

რომელ რომაელ სარდალს უკავშირდება ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეების ძარცვის აღკვეთა და პონტოს სამეფოს დამარცხება?

a)

მარკუს კრასუსი

b)


გნეუს პომპეუსი

c)

იულიუს კეისარი

22.

რომელ რომაელ სარდალს უკავშირდება თანამედროე ბრიტანეთის ტერიტორიაზე ლაშქრობა, გალების დაპყრობა და მათ შესახებ ისტორიული ჩანაწერების შექმნა?

a)

სულა

b)

იულიუს კეისარი, იგივე ცეზარი

c)

გნეუს პომპეუსი

23.

მართალია, თუ არა, რომ რომში ძვ.წ. I საუკუნეში სამი ადამიანის მმართველობა ანუ ტრიუმვირატი წარუმატებელი აღმოჩნდა და დაიწყო ამ სამ ადამიანს შორის დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად?

a)

არა

b)

დიახ