Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

სამეგრელო

Total questions: 15

Worksheet time: 8mins

Name
Class
Date
1.

საქართველოს რა ნაწილში მდებარეობს სამეგრელო?

a)

სამხრეთი

b)

აღმოსავლეთი

c)

დასავლეთი

2.

საქართველოს რომელი ისტორიული მხარე ესაზღვრება სამეგრელოს?

a)

კახეთი და ქართლი

b)

გურია და აფხაზეთი

c)

სამცხე-ჯავახეთი და აჭარა

3.

რომელი დაცული ტერიტორია მდებარეობს სამეგრელოს ტერიტორიაზე?

a)

პრომეთეს მღვიმე

b)

ლაგოდეხის ნაკრძალი

c)

კოლხეთის ეროვნული პარკი

4.

რომელი სამეფო მდებარეობდა ადრე სამეგრელოს ტერიტორიაზე?

a)

კოლხეთის სამეფო

b)

ასურეთი

c)

ურარტუ

5.

საიდან იყვნენ არგონავტები და რა იყო მათი კოლხეთში მოგზაურობის მიზანი?

a)

საბერძნეთიდა და მიზანი იყო ოქროს საწმისის წაღება

b)

რომიდან და მიზანი იყო აიეტის მოკვლა

c)

საბერძნეთიდან და მიზანი იყო მედეას მოტაცება

6.

რას ნიშნავს კოლონია?

a)

ბერძნების მიერ თავიანთ ქვეყნის გარეთ შექმნილი დასახლებები, რომლებთანაც ვაჭრობდნენ

b)

ცნობილი ბერძენი მეფის სახელი

7.

რას ყიდნენ ბერძნები კოლხეთის ტერიტორიაზე?

a)

ყვავილები, ქსოვილები, ნანადირევი ხორცი

b)

კერამიკა, ძვირფასი ნაკეთობები, ღვინო

c)

ხე, ბამბა, თევზეული

8.

რატომ შენდება სამეგრელოში ოდა სახლები?

a)

რადგან ხშირად წვიმს და ნოტიო გარემოა

b)

ქარიანი ამინდებია და სახლი ასე უკეთაა დაცული

c)

საცხოვრებელი ადგილი, რომ მარტივად შეიცვალონ და სახლის გადაადგილება შეძლონ

9.

რომელია მეგრული ოდა სახლის აღწერილობა?

a)

სახლი ნაგებია ქვითკირისგან, სახურავში არის ხვრელი საიდანაც სინათლე შედის.

b)

სახლი ნაგებია ხისგან, დგას ქვის ან ხის "ფეხებზე" (ხიმინჯებზე)

c)

სახლი ნაგებია ქვითკირით, სახურავი არის ბრტყელი

10.

რომელი მცენარეები მოჰყავთ სამეგრელოს ტერიტორიაზე?

a)

ხორბალი, ქერი, სოიო

b)

ფეტვი, ატამი, ბანანი

c)

სიმინდი, მანდარინი, თხილი

11.

რა ტიპის სახლია ფოტოზე?

a)

ჯარგვალი

b)

ფაცხა

c)

ოდა

12.

რა ტიპის სახლია გამოსახული ფოტოზე?

a)

ჯარგვალი

b)

ერდო-გვირგვინიანი სახლი

c)

ბანიანი სახლი

13.

რომელ ქალაქში მდებარეობს დადიანების სასახლე, რომელიც ახლა მუზეუმია?

a)

ფოთი

b)

სენაკი

c)

ზუგდიდი

14.

რომელი ქალაქები მდებარეობს სამეგრელოში?

a)

ლაგოდეხი, თელავი, აბაშა

b)

ზუგდიდი, გურჯაანი, ახალქალაქი

c)

სენაკი, ფოთი, ზუგდიდი

15.

რა ესაზღვრება დასავლეთით სამეგრელოს?

a)

გურია

b)

შავი ზღვა

c)

იმერეთი