wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

,,კაცია-ადამიანი?!'' - 7 კლ

Total questions: 17

Worksheet time: 9mins

Name
Class
Date
1.

რას ეძახდა ლუარსაბი მის მიერ მოსამსახურეების ზედამხედველობას?

a)

რევიზიას

b)

დაწიოკებას

c)

გამოფხიზლებას

d)

დატუქსვას

2.

ვის მიემართება ფრაზა "ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ.. გულგადაღერილი , ფაშვიანი"?

a)

მოურავის

b)

დავითის

c)

ლუარსაბის

d)

მოსე გრძელაძის

3.

როგორ რეაგირებდა მოურავი დათო, ბატონის შექებაძე?

a)

ცალყბად გაიღიმებდა ხოლმე

b)

თავს მოიფხანდა და უხეიროდ გაიღიმებდა ხოლმე

c)

ცხენივით აჭიხვინდებოდა ხოლმე

d)

სიხარულის ცრემლები მოსდიოდა ხოლმე.

4.

მოურავის რა თვისება ჩანს ფრაზაში "ამოდენა კაცი შენს ხელში ვარ და როგორ არ მეცოდინება შენი ჭირიმე"?

a)

მლიქვნელობა

b)

თავმდაბლობა

c)

სულგრძელობა

d)

კეთილშობილება

5.

რა იყო მიზეზი მოსამსახურეებისადმი ლუარსაბის უმიზეზო წყრომის?

a)

ლუარსაბის მძიმე ხასიათი

b)

ცოლთან თავის მოწონების სურვილი

c)

ძმასა და რძალთან თავის მოწონების სურვილი

d)

შიში იმისა, რომ მოსამსახურეებითავზე არდასხდომოდნენ

6.

ლუარსაბის აზრით როგორ უნდა მოეპყრას ბატონი გლეხკაცს?

a)

ისე რომ ბატონის გამუდმებით ეშინოდეს

b)

ისე, რომ ბატონის დანახვაზე სიხარულით თრთოდეს

c)

მამაშვილურად

d)

თბილად და მეგობრულად

7.

ლუარსაბის აზრით როდინდელია თათქარიძეთა გვარი?

a)

ათასი საუკუნის წინანდელი

b)

ძველი ჭელთაღრიცხვის დროინდელი

c)

ადამ და ევას დროინდელი

d)

ფარნავაზ მეფის დროინდელი

8.

დარეჯანის სიტყვით სად არის "ხე ბოროტისა და ხე კეთილისა"?

a)

ადამის და ევას სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ გამხმარა

b)

ევას დაუწყევლია და გამხმრა

c)

ადამს მოუჭრია

d)

რუსეთის ხელმწიფის ბაღში ერთი ოქრიოს ოთახია და იქ

9.

ვის შესახებ ამბობს ლუარსაბი: "ცოდო არ არის, ის ეხლა მიწაში ლპებოდეს და შენი მაზლი დავითი კი ცოცხალი იყოსო?

a)

ბიბლიურ იაკობზე

b)

სოლომონ ბრძენზე

c)

მეფე ერეკლეზე

d)

ვახტანგ გორგასალზე

10.

რას ნიშნავს წალამი?

a)

სამწვადეს

b)

საკუჭნაოს

c)

სასიმინდეს

d)

ვაზის წაჭრილ ტოტებს

11.

რომელი ანდაზით გადმოსცემს ილია თავის სათქმელს შესავალში?

a)

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

b)

მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო

c)

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს

d)

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.

12.

საქართველოს რომელ რეგიონში ხდება მოქმედება?

a)

კახეთი

b)

ქართლი

c)

იმერეთი

d)

გურია

13.

რას ნიშნავს: ის „მონაბერი სული“ არსად არა სჩანდა, თითქო ჩამკვდარაო, ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია".

a)

სიმსუქნისაგან სუნთქვა უჭირდა.

b)

ხორცზე ზრუნვას მასში ღვთიური სული ჩაეკლა.

c)

ნიავის მობერვას ამაოდ ელოდა.

d)

სულის საკვებს ხორცის საკვები ერჩია.

14.

ლუარსაბის აზრით, რა იყო ადამიანი?

a)

დაჭლექებული სული

b)

ძირგავარდნილი ქვევრი

c)

ბრწყინვალე გონი

d)

მარჯვე მკლავის მქონე

15.

როგორ უხდიდა ლუარსაბი მადლობას ღმერთს?

a)

"დავითნის" კითხვით

b)

პირჯვრის ხშირი წერით

c)

"გმადლობ, შენ, უფალო, რათა განმაძღე მე"

d)

საღვთო ისტორიის დეტალებს ეკითხებოდა დარეჯანს.

16.

რას ნიშნავს "ბოლთას სცემდა"?

a)

ჩიბუხს ფერთხავდა

b)

წამოწვებოდა

c)

წინ და უკან დადიოდა

d)

ჩიბუხს ეწეოდა

17.

ტექსტი იწყება ფრაზით : ,,კარგი რამ იყო ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარი''. რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული?

a)

შედარება

b)

ირონია

c)

გაპიროვნება

d)

მეტაფორა