wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ვაშლი და შაქარა

Total questions: 10

Worksheet time: 9mins

Name
Class
Date
1.

მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,
მას აქეთ-იქით აქანებს
სიო საამო და ნელი.

დიდი ხანია შესცქერის
მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა,
ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო,
ამბობს თვის გულში პატარა.

თითქოს უსმინა ქარმაო,
ხე შეარხია გრიალით,
ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
აღვსილმა სიხარულითა.

აკაკი წერეთელი

რამდენი სტროფია ლექსში?

4 lines
2.

რა ჰქვია ლექსის ერთ ხაზს?

a)

სტროფი

b)

სტრიქონი

c)

აბზაცი

d)

წინადადება

3.

რას ნატრობდა შაქარა?

a)

ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო

b)

ოჰ, ნეტავ ყველა გაწითლდესო

c)

ოჰ, ნეტავ ყველა მოსწყდესო

4.

ლექსის მიხედვით რას ნიშნავს სიტყვა "თვის"?

a)

ყველა პასუხი სწორია

b)

მის

c)

სხვის

d)

თავის

5.

როგორია შაქარა?

a)

ცელქი

b)

მშიერი

c)

ღონიერი

d)

ძლიერი

6.

რა ჰქვია ამ ლექსის გმირს?

a)

ვაშლი სისხლივით წითელი

b)

ხასხასა ვაშლი

c)

შაქარა

d)

ვაშლის ხე

7.

დაწერე ხაზგასმული სიტყვის საპირისპირო სიტყვა

მწიფე

(a)  

8.

როგორ აუსრულდა ნატვრა ბიჭს?

(a)  

9.

რომელი სწორი ფორმა?

a)

წითლად ელვარებს

b)

წითლად ხასხასებს

10.

რომელია სუსტი: სიო, ქარი, ქარბორბალა

a)

სიო

b)

ქარი

c)

ქარბორბალა