wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

მე-7 კლასი (ქართული) შემაჯამებელი ტესტი

Total questions: 19

Worksheet time: 17mins

Name
Class
Date
1.

რა არის ბალადა?

4 lines
2.

მოვლენათა თანმიმდევრულ გადმოცემას ნაწარმოებში სიუჟეტი ეწოდება. ქვემოთ ჩამოთვლილი პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი,რომელიც სწორად გადმოცემს მოვლენათა თანმიმდევრობას

a)

მოქმედების განვითარება > პრობლემა > კულმინაცია > დასასრული

b)

პრობლემა > მოქმედების განვითარება > კულმინაცია > დასასრული

c)

პრობლემა > კულმინაცია > მოქმედების განვითარება > დასასრული

3.

რას თემაზეა დაწერილი ხალხური ბალადა ,,თავფარავნელი ჭაბუკი'' ?

a)

ახალგაზრდა ჭაბუკის თავგადასავალს გვიყვება

b)

სამშობლოსადმი თავგანწირვაზე

c)

სიყვარულისათვის თავგანწირვაზე

d)

მოცურავე ბიჭზე,რომელიც ზღვაში დაიხრჩო

4.

ლოგიკური განსაზღვრება და მხატვრული ხერხი (ეპითეტი) განსხვავდება ერთმანეთისაგან :

  1. ლოგიკური განსაზღვრება საგნის ან მოვლენის რაიმე ნიშან-თვისებას წარმოგვიჩენს

  2. ეპითეტი - წარმოგვიჩენს საგნის ან მოვლენის რაიმე ნიშან-თვისებას იმ განსხვავებით,რომ ეპითეტში ჩანს მთქმელის დამოკიდებულება საგნის ან მოვლენის მიმართ

    კითხვა : მოცემული მაგალითებიდან რომელშია გამოყენებული ეპითეტი

a)
  1. ერთ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი დედაბერი

b)
  1. ერთ სოფელში ცხოვრობდა საბრალო მოხუცი დედაბერი

5.

,,ერთი ავსული ბებერი ვაჟისთვის ავსა ლამობდა ''- თავფარავნელი ჭაბუკი

სიტყვა ,,ავსული '' - ეპითეტია თუ ლოგიკური განსაზღვრება ?

(a)  

6.

როგორი ტიპის ნაწარმოებია მოთხრობა ?

(a)  

7.

მწერლის მიერ მოგონილ სიტყვას,რომელიც მანამდე ლექსიკონში არ არსებობდა ნეოლოგიზმი ეწოდება. რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში ,,ლამაზი ცრემლები'' მოძებნეთ და ამოწერეთ ერთი ნეოლოგიზმი

(a)  

8.

რევაზ ინანიშვილის ერთ-ერთ მოთხრობას ჰქვია ,,ლამაზი ცრემლები'' .

ამ შემთხვევაში ლამაზი ლოგიკური განსაზღვრებაა თუ ეპითეტი ?

a)

ლოგიკური განსაზღვრება

b)

ეპითეტი

9.

გაიხსენეთ რევაზ ინანიშვილის ,,ლამაზი ცრემლები'':

რა არის მიზეზი იმისა, რომ შვილიშვილი დარჩენილი სამუშაოს შესასრულებლად მოვიდა?

a)

მას ოჯახის წევრებმა კატეგორიულად მოსთხოვეს დარჩენილი სამუშაოს შესრულება.

b)

იგი იძულებულია, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ აასრულოს პაპის ანდერძი.

c)

მას ფული სჭირდება და ამიტომ გადაწყვიტა დარჩენილი შეშის დახერხვა.

d)

იგი კეთილსინდისიერი და პაპის ხსოვნის პატივისმცემელი ყმაწვილია.

10.

გაიხსენეთ რევაზ ინანიშვილის ,,ლამაზი ცრემლები '' და დაახასიათეთ მოხუცი მხერხავი

(a)  

11.

გაიხსნეთ ნაწყვეტი ,,მე ,ბებია ,ილიკო და ილარიონიდან'' რამ გამოიწვია სასაცილო ვითარება ამ ნაწყვეტში? ვინ იყო მიზეზი ამ სასაცილო ვითარების რა მოხდა ?

(a)  

12.

გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან'' ის ეპიზოდი,როდესაც ნესტანის გამოსახსნელად ავთანდილმა,ტარიელმა და ფრიდონმა თათბირი მოაწყვეს. რას ამბობს ფრიდონი რატომ არის შეუძლებელი პირისპირ ომი ქაჯებთან ?

a)

ჩვენ ცოტანი ვართ და ისინი ბევრი არიანო

b)

ქაჯების ციხე შეუვალია და ვერ შევძლებთ შიგნით შესვლასო

c)

ორივე პასუხი სწორია

13.

ფრიდონი თათბრისას ამბობს :,,ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან''

მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან,მწვრთიდიან; ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,

ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.''

რას ნიშნავს სიტყვა - სამუშაითოდ

a)

მუშას - მუშად მზრდიდნენო

b)

ჯამბზას, თოკზე მოსიარულეს - თოკზე მოსიარულედ მწვრთნიდნენო

c)

მაწანწალას - მაწანწალად მზრდიდნენო

14.

გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან'' ავთანდილის თათბირი - რატომ არ მოსწონს ავთანდილს ფრიდონის შეპარვის გეგმა ?

a)

არ სჯერა,რომ ფრიდონს მართლა შეუძლია თოკზე გადასვლა და გეგმაც ამიტომ არ გაამართლებს

b)

სჯერა ფრიდონის სიძლიერის,მაგრამ გუშაგები ადვილად შეამჩნევენ ფრიდონის აბჯრის ჩხარუნს და ამიტომაც ეს გეგმა არ გაამართლებს.

15.

ფრიდონის გეგმის სანაცვლოდ რა გეგმას სთავაზობს ავთანდილი ?

(a)  

16.

რატომ არ მოსწონს ტარიელს ავთანდილისა და ფრიდონის გეგმა?

a)

ტარიელი ფიქრობს ,რომ ავთანდილისა და ფრიდონის გეგმა სუსტია და შედეგს ვერ გამოიღებს.

b)

ტარიელი დარდობს იმის გამო,რომ როდესაც თავის შეყვარებული თინათინი გადმოიხედავს და ტარიელს ვერ დაინახავს მებრძოლს , შერცხვება ტარიელს

17.

რა გეგმაა აქვს ტარიელს ?

(a)  

18.

ვინ და როდის დაარსა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა?

(a)  

19.

ილიას აზრით, რა არის ის, რაც „თვითონ ღონესაც სჯობს, რაც ძლიერ მკლავს ხერხიანად ამოქმედებს და რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს“?

(a)