wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ხევისბერი გოჩა

Total questions: 25

Worksheet time: 13mins

Name
Class
Date
1.

როგორ ექცევიან ახალ პატარძალს ქრწილის შემდგომ, როგორც წესი?

a)

პატარძალს მარტო ტოვებენ სიძესთან რამოდენიმე დღეს

b)

ყველა თავს ევლება და ცდილობენ პატარძალმა დაისვენოს

c)

მიჰყვათ წყლის მოსატანად, უჭრიან ხაბიზგინას და უმღერიან

d)

ყველა თავს ევლება და ცდილობენ პატარძალს ხელი შეუწყონ ახალ ცხოვრებას შეეგუოს

2.

როგორი რძალი გამოდგა ძიძა?

a)

ჩინებული, მორჩილი ქალი, რომელიც არასოდეს არა ზარობდა და საქმესა და სახლს მუყაითად ექცეოდა.

b)

ჩუმი, წყნარი და მეოჯახე

c)

მკაცრი, უკარება და ცუდი ხასიათების

d)

კარგი მზარეული, ქმრის მოსიყვარულე და ოჯახის გამხარებელი

3.

როგორი ქმარი იყო გუგუა?

a)

იგი შესტრფოდა ცილს, ზრუნავდა მასზე, შინ ისე არ მივიდოდა ცოლისთვის ჩურჩხელა ან ვაშლი არ მიეტანა

b)

მოსიყვარულე მაგრამ უყურადღებო

c)

მკაცრი, ცივი, უკმეხი

4.

სად იყო ონისე ქორწილის მერე?

a)

სახლში მამასთან

b)

ფშავში დედიძმებთან

c)

თუშეთში მეგობრებთან

5.

რატომ იყო ონისე მთაში გახიზნული და როგორ უმკლავდებოდა იგი "დავალებას"?

a)

ძიძიას დასავიწყებლად, მაგრამ სულ ძიძა ელანდებოდა

b)

მამასთან შორს უნდოდა ყოფნა, მაგრამ დანაშაულის გრძნობა აწუხებდა

c)

გუგასგან შორს იყო, რადგან თვალებში ვერ უყურებდა

d)

ნაცნობები უნდა მოენახულებინა, რადგან ძიძია დაევიწყებინა, რასაც თავს მშვენივრად ართმევდა

6.

რისი იმედი ჰქონდა ონისეს, როდესაც იგი მთაში იყო?

a)

ონისეს იმედი ჰქონდა, რომ ძიძიას სიყვარული გაუმძაფრდებოდა და თავდაჯერებულება შეემატებოდა

b)

ონისეს იმედი ჰქონდა, რომ მამამისი დაივიწყებდა ეჭვებს და შვილის დაბრუნება გაახარებდა

c)

ონისეს იმედი ჰქონდა, რომ ძიძიას თავს მოანატრებდა და დაბრუნებისას ერთად იქნებოდნენ

d)

ონისეს იმედი ჰქონდა, რომ ძიძიასთან დაშორება გულის ცეცხლს გაუქარვებდა

7.

რას აკეთებდა ონისე გულისგადასყოლებლად ფშავში?

a)

ცხვარში იყო და დღე-ღამ მუშაობდა

b)

ეარშიყებოდა თუშის ტანად ქალებს; იმედი ჰქონდა, რომ მათი ალერსი დააკმაყოფილებდა

c)

ნადირობდა და ჯირითობდა

8.

ძნელი და მწარე იყო ონისეს ცხოვრება, მაგრამ მაინც ყოველთვის მისი ფიქრები ერთისა და იმავე გადაწყვეტილებით თავდებოდა და ეს გადაწყვეტილება იყო, რომ ძიძია არ უნდა ჰყვარებოდა და უნდა დაევიწყა.

a)

მცდარია

b)

მართალია

9.

ერთს დღეს, არხოტის ერთი მთის ძირას, სადაც თუშებს საზაფხულოდ ცხვარი ედგათ, ქედზედ გამოჩნდა ვიღაცა კაცი.. -ვინ იყო "ვიღაც კაცი"?

a)

მაცნე თუშეთიდან

b)

გუგუა

c)

ონისეს მეზობელი დათა

d)

დაჭრილი თუში

10.

ონისეს, როგორც მარტო ერთს საგანზედ დაფიქრებულს, სხვა ვერა წარმოედგინარა, რომ საქმე

a)

მამამისს, გოჩას ეხებოდა

b)

ძიძას ეხებოდა

11.

რა ამბავი მოიტანა ყაზბეგიდან მოსულმა დათამ?

a)

ხევის ბერი გოჩა სიკვდილის პირას იყო

b)

რუსეთი საზღვრებს მკვეთრად არბევდა

c)

ნუგზარ ერისთავს ყმად გახდომა უნდოდა და თუ არ დაემორჩილებოდნენ ომი დაიწყებოდა

12.

რა საშიშროება იყო ნუგზარ ერისთავის შეტევისას?

a)

მთელი მთიულეთი შეყარა ერისთავმა

b)

ოსები გადაიბირა

c)

ერთ ნათქვამს იგი სისხლის გფასადაც აასრულებდა

d)

ყველა პასუხი სწორია

13.

რატომ იკრიბებოდნენ ყველა სამების ტაძარში?

a)

ხევისბერი უნდა გადაეყენებიათ

b)

ქვეყნისთვის უნდა ელოცათ

c)

თემის ყრილობა უნდა მომხდარიყო

14.

რა რიტუალი ჩაატარეს ყრილობამდე თემის წარმომადგენლებმა?

a)

ნუგზარ ერისთავს ესაუბრნენ

b)

ორი კვირა მარხულობდნენ და ლოცულობდნენ, "საწმენდად გასულები" იყვნენ.

c)

დროშები მიასვენეს ტაძარში და ლოცულობდნენ

15.

რა ღირებულება ჰქონდა „დროშის თავი“-ს ?

a)

ორივე პასუხი სწორია

b)

მის წინაშე ნათქვამი სიტყვა ვეღარ გადაბრუნდებოდა, ყოველი მოხევე სიკვდილს ირჩევდა, მოშორდებოდა დედას, ძმას...

c)

ამ სათემო კავშირის ნიშნის წინ მიცემულს სიტყვას კი ვეღარ უღალატებდა.

16.

მოხევეებს ესმოდათ, რომ საქმე სახუმრო არ იყო და

a)

სისხლისღვრა ვერ ასცდებობდათ

b)

საომრად მზადება დაიწყეს

c)

ლოცვა და მარხვა გააძლიერეს, წმინდა ხატებს გულმხურვალე ლოცვა შესწირეს

d)

ღირსეულს ღირსეულად დახვედრას უპირებდნენ

17.

როგორია ტრადიცია საყდრიდან გამოსული ხევისბერის?

a)

არხევს დროშას- აწკრიალებს ზარს-პირჯვარს იწერს- ხალხს ლოცავს- ამწყალობლებს მათ

b)

არხევს დროშას-ხალხს ლოცავს-ტაძარში ბრუნდება და ლოცულობს

c)

აწკრიალებს ზარებს- მღერის ფერხულს- ხალხს ლოცავს

18.

რისი/ ვისი იმედი აქვს ხევისბერს უპირველეს ყოვლისა?

a)

საკუთარი თავის

b)

თემის

c)

ღმერთის

d)

ონისეს

19.

რა მიზანი აქვს ნუგზარ ერისთავს?

a)

მთელ მთიულეთძე გაბატონება

b)

ხევისა და მთიულეთის ერთმანეთზე წაკიდება

c)

გოჩასთვის სისხლისღვრით ჭკუის სწავლება

20.

რომელი ორი აზრი ჩამოყალიბდა ხალხში?

a)

ერთ მხარეს ოსების მოსყიდვა უნდოდა, მეორე მხარეს ბრძოლა

b)

ერთი ითხოვდა პირდაპირ შებმას განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე, მეორეს კი მოძმედ შეცდომისთვის მორიგების უცდელად შებმა არ უნდოდა.

c)

ერთი ითხოვდა პირდაპირ ნუგზარ ერისთავთან მოლაპარაკებას, მეორეს კი პირისპირ ბრძოლა ერჩივნა

21.

ხევის ბერის გოჩას თაოსნობით, ხევის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო.

a)

მცდარია, ხევის საკითხს ხალხი ერთხმად წყვეტდა

b)

მცდარია, ხევის საკითხს მოხევე მოსამართლეები წყვეტდნენ

c)

მართალია

22.

რა გადაწყვეტილება მიიღო თემმა

a)

ან ბრძოლა ან მოლაპარაკება

b)

ან დანდობა ან დანებება

c)

ან დათმობა ან უკანასკმნელ წვეთამდე ბრძოლა

d)

ან სიკვდილი, ან თავისუფლება

23.

რისთვის მისცა გოჩამ 3 დღის ვადა შუაკაცებს

a)

მომზადებულიყვნენ, მოწყობილიყვნენ და ქუდზედ კაცი სიონის მინდორზედ გამოსულიყო, რადგანაც მტერს ამ ადგილებში უპირებდნენ გზის შეკვრას.

b)

ოჯახები დაემშვიდებინათ სახლები კარგად ჩაერაზათ და მტერს დამორჩილებოდნენ

c)

მომზადებულიყვნენ მაგრამ უკანდასახევი გზაც არ მოეჭრათ

24.

ხალხის ყრილობის შემდეგ ხალხი დაიშალა და წავიდ-წამოვიდა, გოჩასა და სოფლის მედროშეთა გარდა. რატომ ?

a)

მათ რიტუალის წესების მიხედვით ცხვარი უნდა დაეკლათ

b)

მათ ომის სტრატეგია კარგად უნდა გაეანალიზებინათ

c)

მათ უკანასკმნელად უნდა ელოცათ და ხევის კეთილდღეობა შეევედრებინათ ღვთისთვის

25.

ხალხი რომ დაიშალა, ონისეც გამალებით მიდოდა თავის სოფლისკენ რადგან

a)

დიდიხნის უნახავს ძიძიასთან შეხვედრის ნეტარება მოელოდა.

b)

დიდხნის უნახავი სასხლი განსაკუთრებულად ენატრებოდა