NEW
Font size
Worksheetsვარიანტი 1-3-5
Total questions: 60
Worksheet time: 5hrs 0mins
რა განსხვავებაა წარმოების რაოდენობრივ ანალიზსა და წარმოებული საქონლისა და მომსახურების გამოყენების ანალიზს შორის:
პირველი ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებენ ცალკეული სახეობის
საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ფორმირებაზე, ხოლო მეორე იმ ფაქტორებს, რომლებიც
განსაზღვრავენ ეკონომიკაში წარმოების მოცულობას
პირველი ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ეკონომიკაში
წარმოების მოცულობას, ხოლო მეორე იმ ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებენ ცალკეული სახეობის საქონელსა
და მომსახურებაზე მოთხოვნის ფორმირებაზე
პირველის კვლევის სფეროს წარმოადგენს ერთობლივი მოთხოვნა, ხოლო მეორის - ერთობლივი მიწოდება
პირველი სწავლობს დანაზოგების გავლენას, ხოლო მეორე ინვესტიციების გავლენას ეკონომიკაზე
საქონელსა და მომსახურებაზე ერთობლივი მოთხოვნის შესწავლა – ეს იგივეა, რაც იმ ფაქტორების შესწავლა,
რომლებიც განსაზღვრავენ:
დანაზოგებისა და წარმოების სიდიდეს
ინვესტიციებისა და სახელმწიფო დანახარჯების სიდიდეს
ინვესტიციებისა და წმინდა ექსპორტის სიდიდეს
დანაზოგებისა და კაპიტალის სიდიდეს
მრავალი სხვადასხვა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი
აწმყოსა და მომავალს შორის: რამდენი მოიხმაროს და რამდენი დააგროვოს. ამ ამოცანის გადაწყვეტისას
შინამეურნეობები შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობენ:
მიმდინარე მოხმარებიდან მიღებულ სარგებელს უდარებენ იმ სარგებელს, რომელსაც ისინი მიიღებენ იმ
შემთხვევაში, თუ სახსრების სხვა სფეროში ინვესტირებას მოახდენდნენ
მიმდინარე მოხმარებიდან მიღებულ სარგებელს უდარებენ იმ დანაზოგებიდან მიღებულ სარგებელს, რომელსაც
ისინი ამ სახრების გამოყენებით მიიღებენ მომავალში
გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ სახელმწიფო ხარჯები მაღალია,
ინდივიდებს აქვთ მეტი მოხმარების სტიმული
სწორია 1 და 3 პასუხი
საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის განხილვისას დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმარების დონის
შესწავლას, რადგან:
მოხმარების დონე შეადგენს საერთო ხარჯების დიდ ნაწილს და დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლები რა
სახის პროდუქციის შესყიდვაში ხარჯავენ ფულს, რადგან ეს შეიძლება გახდეს ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორის
განვითარების საფუძველი
მომხმარებლის ქცევა დანახარჯების სიდიდისა და მიზნობრივი გამოყენების მიმართულებით საბოლოოდ
აისახება ეკონომიკის მდგომარეობასა და ეკონომიკური აგენტების ქცევაზე
მოხმარების დონე განსაზღვრავს ინდივიდის ან შინამეურნეობის გადაწყვეტილებას იმ სახსრების სიდიდესთან
დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მოხმარებაზე და მჭიდროდ უკავშირდება სხვა მნიშვნელოვან
ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, კერძოდ, დანაზოგებზე მიმართული სახსრების სიდიდეს
სწორია 1 და 3 პასუხები
მოხმარების სასურველი ეროვნული დონე Cdგანისაზღვრება:
საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რომელიც უნდა მოიხმაროს შინამეურნეობებმა რათა ქვეყნის
ეკონომიკამ განვითარება შეძლოს
საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს შინამეურნეობების შესაძლებლობებს
რამდენი მიმართონ მიმდინარე ხარჯებზე და რამდენი დაზოგონ
საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რომელიც უნდა მოიხმაროს შინამეურნეობებმა შემოსავლებისა და
სხვა ფაქტორების მოცემული დონის პირობებში, რომლებიც განსაზღვრავენ მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს
ყველა პასუხი სწორია
რას ნიშნავს მოხმარების დონის გათანაბრების მოტივაცია:
მოხმარების შედარებით სტაბილური მოდელის არსებობის სურვილს. რეალურ პრაქტიკაში ადამიანების
უმრავლესობა ირჩევს არა უკიდურეს ვარიანტებს, არამედ ცდილობენ თავი აარიდონ სწრაფ ცვლილებებს
მოხმარების დონეში
მოხმარების უკიდურეს მოდელს, რომლის დროსაც მომხარებლები სწრაფად ცვლიან მოხმარების დონეს რაც
ძირითადად განპირობებულია მათი არასტაბილური შემოსავლებით
მოხმარების შუალედური მოდელის არსებობის სურვილს. რეალურ პრაქტიკაში, არსებული არასტაბილური
გარემოს პირობებში, ადამიანების უმრავლესობა ირჩევს მოხმარებასა და დაზოგვას შორის გააკეთოს
შუალედური არჩევანი, რაც გულისხმობს შემოსავლების ნახევარის დაზოგვას, დარჩენილი ნახევრის კი
მიმდინარე მოხმარებისთვის დახარჯვას
ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რამ შეიძლება განსაზღვროს ინდივიდის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა:
მისმა სწრაფვამ დაგროვებისაკენ
მიმდინარე და მომავალი მოთხოვნილებების შეფასებამ
არც ერთ პასუხი არ არის სწორი
სწორია ა) და ბ) პასუხები
დამატებით მიღებული მიმდინარე შემოსავლის ნაწილს, რომელსაც ინდივიდი მოიხმარს მიმდინარე პერიოდში
ეწოდება
მომხმარებლისადმი ზღვრული მიდრეკილება
დანაზობისადმი ზღვრული მიდრეკილება
ინვესტირებისადმი ზღვრული მიდრეკილება
კლებადი ზღვრული სარგებელი
რომელია სწორი დებულება?
MPCარაა აუცილებელი 0-დან 1-მდე შუალედში იყოს
MPCყოველთვის 1-ზე მეტია
MPCმოთავსებულია 0-დან 1-მდე შუალედში
MPCშესაძლია იყოს 1-ზე მეტი მაგრამ ნულზე ნაკლები ვერასდროს ვერ იქნება
დღევანდელი მოხმარების სიდიდის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება დამოკიდებული იყოს
მხოლოდ მიმდინარე შემოსავლების დონეზე, მომავალში მოსალოდნელი მისაღები შემოსავლების დონე ვერ
ახდენს გავლენას დღევანდელ გადაწყვეტილებაზე
არა მხოლოდ მიმდინარე შემოსავლების დონეზე, არამედ მომავალში მოსალოდნელი მისაღები შემოსავლების
დონეზე
მიმდინარე შემოსავლების დონეზე და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ სოციალურ პოლიტიკაზე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა გავლენა შეიძლება იქონიოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი ერთობლივი წარმოების ზრდამ:
გაიზრდება სასურველი მოხმარება (Cd
), ხოლო სასურველი ეროვნული დანაზოგი (Sd
) შემცირდება
სასურველი მოხმარება (Cd
) გაიზრდება, სასურველი ეროვნული დანაზოგის (Sd
) ზრდასთან ერთად
შემცირდება სასურველი მოხმარება (Cd
), ხოლო სასურველი ეროვნული დანაზოგი (Sd
) გაიზრდება
არ იქონიებს გავლენას სასურველ მოხმარებაზე (Cd
),ხოლო სასურველ ეროვნულ დანაზოგს (Sd
)შეამცირებს
სამომხმარებლო ნდობის ინდექსიდაფუძნებულია:
მსოფლიოს წარმატებული ბიზნესმენების პასუხზე, მათი მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური
მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათ მოლოდინებზე ეკონომიკაში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში
მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. ბიზნესმენების შერჩევა ხდება Forbes-ის გამოცემების საფუძველზე
ათასობით შინამეურნეობის წევრის პასუხზე, მათი მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობის
შესახებ, აგრეთვე მათ მოლოდინებზე ეკონომიკაში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში მომავალი ხუთი
წლის განმავლობაში
ათასობით შინამეურნეობის წევრის პასუხზე, მათი მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობის
შესახებ, აგრეთვე ეკონომიკის განვითარების შესაძლო გზების და დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
როგორ ზემოქმედებს ჩანაცვლების ეფექტი მიმდინარე დანაზოგებზე?
რეალური საპროცენტო განაკვეთის შემცირების საპასუხოდ მიმდინარე დანაზოგები იზრდება
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის საპასუხოდ მიმდინარე დანაზოგები უცვლელი რჩება
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის საპასუხოდ მიმდინარე დანაზოგები იზრდება
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის საპასუხოდ მიმდინარე მოხმარება იზრდება
შემოსავლების ეფექტი რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის პირობებში ვლინდება შემდეგნაირად:
მიმდინარე მოხმარება იზრდება, მიმდინარე დანაზოგების დონე მცირდება
მიმდინარე მოხმარება მცირდება, მიმდინარე დანაზოგების დონე იზრდება
მიმდინარე მოხმარება უცვლელია, ხოლო მიმდინარე დანაზოგების დონე იზრდება
მიმდინარე მოხმარება იზრდება, მიმდინარე დანაზოგები უცვლელია
როგორ მოქმედებს შემოსავლების ეფექტი პროცენტის გადამხდელზე (მსესხებელზე)
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდა ზრდის საპროცენტო გადასახდელებს, რის შედეგად მსესხებლები
ვეღარ უზრუნველყოფენ მიმდინარე და მომავალი მოხმარების უწინდელ დონეს, რომელიც არსებობდა
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდამდე. შესაბამისად, რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის
პირობებში შემოსავლის ეფექტი ვლინდება დანაზოგების შემცირებაში
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდა ზრდის საპროცენტო გადასახდელებს, რის შედეგად მსესხებლები
ვეღარ უზრუნველყოფენ მიმდინარე და მომავალი მოხმარების უწინდელ დონეს, რომელიც არსებობდა
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდამდე. შესაბამისად, რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის
პირობებში შემოსავლის ეფექტი ვლინდება დანაზოგების ზრდაში
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდა ზრდის საპროცენტო გადასახდელებს, რის შედეგადაც მსესხებლების
მიმდინარე შემოსავლები მცირდება და ისინი ცდილობენ გაზარდონ მიმდინარე დანახარჯები მიმდინარე
დანაზოგების შემცირების ხარჯზე
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდა ზრდის საპროცენტო გადასახდელებს, რის შედეგად მსესხებლები
ვეღარ უზრუნველყოფენ მიმდინარე და მომავალი მოხმარების უწინდელ დონეს, რომელიც არსებობდა
რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდამდე. შესაბამისად, რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის
პირობებში შემოსავლის ეფექტი ვლინდება მოხმარების ზრდაში
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი:
მეანაბრისათვის, რომელიც წარმოადგენს საპროცენტო შემოსავლების მოსარგებლეს, რეალური საპროცენტო
განაკვეთის შემცირება განაპირობებს დანაზოგების ზრდას ჩანაცვლების ეფექტის მოქმედების შედეგად, მაგრამ
იმავდროულად იწვევს დანაზოგების შემცირების ტენდენციას შემოსავლების ეფექტის მოქმედებების შედეგად.
მეანაბრისათვის, რომელიც წარმოადგენს საპროცენტო შემოსავლების მოსარგებლეს, რეალური საპროცენტო
განაკვეთის ზრდა განაპირობებს დანაზოგების შემცირებას ჩანაცვლების ეფექტის მოქმედების შედეგად, მაგრამ
იმავდროულად იწვევს დანაზოგების ზრდის ტენდენციას შემოსავლების ეფექტის მოქმედებების შედეგად
მეანაბრისათვის, რომელიც წარმოადგენს საპროცენტო შემოსავლების მოსარგებლეს, რეალური საპროცენტო
განაკვეთის ზრდა განაპირობებს დანაზოგების ზრდას ჩანაცვლების ეფექტის მოქმედების შედეგად, მაგრამ
იმავდროულად იწვევს დანაზოგების შემცირების ტენდენციას შემოსავლების ეფექტის მოქმედებების შედეგად
მეანაბრისათვის, რომელიც წარმოადგენს საპროცენტო შემოსავლების მოსარგებლეს, რეალური საპროცენტო
განაკვეთის შემცირება განაპირობებს დანაზოგების ზრდას ჩანაცვლების ეფექტის მოქმედების შედეგად და
იმავდროულად იწვევს დანაზოგების ზრდის ტენდენციას შემოსავლების ეფექტის მოქმედებების შედეგად
რა გავლენას ახდენს რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდა ეროვნული დანაზოგების სიდიდეზე?
ცალსახად ზრდის ეროვნული დანაზოგების სიდიდეს
ცალსახად ამცირებს ეროვნული დანაზოგების სიდიდეს, რადგან ჭარბობს ჩანაცვლების ეფექტი
ცალსახად ზრდის ეროვნული დანაზოგების სიდიდეს, რადგან ჭარბობს შემოსავლების ეფექტი
ეროვნული ეკონომიკა აერთიანებს როგორც მსესხებლებს, ისე დანაზოგების მესაკუთრე სუბიექტებს, ამიტომ
ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია
როგორ შეიძლება განვმარტოთ დაბეგვრის შემდეგ მისაღები რეალური საპროცენტო განაკვეთი:
ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების მიერ დანაზოგებსა და მოხმარებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, ვინაიდან სწორედ იგი აფასებს ინფლაციის გათვალისწინებით
დანაზოგების მსყიდველობითუნარიანობას
ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების მიერ დანაზოგებსა და მოხმარებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, ვინაიდან სწორედ იგი აფასებს დაბეგვრის შემდეგ დარჩენილი
დანაზოგების მსყიდველობითუნარიანობას
ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების მიერ დანაზოგებსა და მოხმარებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, ვინაიდან სწორედ იგი აფასებს იმ გაუთვალისწინებელ გარემო
ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებენ რეალურ საპროცენტო განაკვეთებზე
არც ერთი არ არი სწორი
რეალური საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, რომელიც იწვევს სასურველი ეროვნული დანაზოგების ზრდას,
განაპირობებს დანაზოგების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას
განაპირობებს დანაზოგების მრუდის მარცხნივ გადაადგილება
განაპირობებს დანაზოგების მრუდზე გადაადგილებას
არ მოქმედებს დანაზოგების მრუდზე
რეალური საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, რომელიც იწვევს სასურველი ეროვნული დანაზოგების ზრდას,
განაპირობებს დანაზოგების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას
განაპირობებს დანაზოგების მრუდის მარცხნივ გადაადგილება
განაპირობებს დანაზოგების მრუდზე გადაადგილებას
არ მოქმედებს დანაზოგების მრუდზე
წარმოების მოცულობის უცვლელობის პირობებში, სახელმწიფო შესყიდვების დროებითი გადიდება
ზრდის სასურველი მოხმარების სიდიდეს. ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების უფრო მაღალი დონე
შესაძლოა მიღწეულ იქნეს აღებული საგარეო ვალით, რაც თავისთავად ამცირებს დანაზოგების მოცულობას და
ზრდის სასურველი მოხმარების სიდიდეს
ამცირებს სასურველი მოხმარების სიდიდეს. ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების უფრო მაღალი
დონე შეიძლება მიღწეულ იქნას გადასახადების გაზრდით მიმდინარე პერიოდში ან სამომავლოდ.
გადასახადების ზრდა, თავის მხრივ, მომხმარებლებს უფრო აღარიბებს. ამასთან, სასურველი მოხმარების
შემცირება ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო შესყიდვების ზრდა, ამიტომ სასურველი ეროვნული დანაზოგები Y-
Cd
-G - მცირდება სახელმწიფი შესყიდვების დროებითი გადიდების შედეგად
ზრდის სასურველი მოხმარების სიდიდეს. მის მიზეზია ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების უფრო მაღალი დონე
შეიძლება მიღწეულ იქნეს გადასახადების გაზრდით მიმდინარე პერიოდში ან სამომავლოდ. გადასახდების
ზრდა, თავის მხრივ, მომხმარებლებს უფრო აღარიბებს. ამასთან, სასურველი მოხმარების შემცირება ნაკლებია,
ვიდრე სახელმწიფო შესყიდვების ზრდა, ამიტომ სასურველი ეროვნული დანაზოგები Y-Cd
-G - იზრდება
სახელმწიფი შესყიდვების დროებითი გადიდების შედეგად
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელია სწორი დებულება?
ღია ეკონომიკაში აუცილებელი არ არის ქვეყნის დანახარჯები უტოლდებოდეს წარმოების მოცულობას თითოეულ პერიოდში, რაც საჭიროა დახურული ეკონომიკისათვის, სადაც არ არსებობს საერთაშორისო ვაჭრობა და კაპიტალის მოძრაობა
ღია ეკონომიკის რეზიდენრებს შეუძლიათ დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე თავად შეუძლია აწარმოონ
ღია ეკონომიკაში შესაძლებელია ეკკონომიკის დივერსიფიკაცია
ყველა ზემოთჩამოთვლილი
საგადასახდელო ბალანსში ოპერაციები აისახება პლიუს-მინუს ნიშნებით. კერძოდ,
ნებისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებების მოდინებას მოცემულ ქვეყანაში, წარმოადგენს დებეტს და მას გააჩნია დადებითი ნიშანი, ნენისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებათა გადინებას მოცემული ქვეყნიდან, წარმოადგენს კრედიტს და გააჩნია უარყოფითი ნიშანი
ნებისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებების მოდინებას მოცემულ ქვეყანაში, წარმოადგენს კრედიტს და მას გააჩნია დადებითი ნიშანი, ნენისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებათა გადინებას მოცემული ქვეყნიდან, წარმოადგენს დებეტს და გააჩნია უარყოფითი ნიშანი
ნებისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებების მოდინებას მოცემულ ქვეყანაში, წარმოადგენს დებეტს და მას გააჩნია უარყოფითი ნიშანი, ნენისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებათა გადინებას მოცემული ქვეყნიდან, წარმოადგენს კრედიტს და გააჩნია დადებითი ნიშანი
ნებისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებების მოდინებას მოცემულ ქვეყანაში, წარმოადგენს კრედიტს და მას გააჩნია უარყოფითი ნიშანი, ნენისმიერი ტრანსაქცია, რომელიც ასახავს საშუალებათა გადინებას მოცემული ქვეყნიდან, წარმოადგენს დებეტს და გააჩნია დადებითი ნიშანი
ქვემოთ მოცემული ცხრილი ამოღებულია საქართველოს 2013 წლის მე-3 კვარტლის საგადასახდელო
ბალანსიდან. რა არის ნაჩვენები ცხრილში და რაზე მიგვითითებს ციფრი 494,646.3?
ცხრილი გვიჩვენებს საქართველოში 2013 წლის მე-3 კვარტალში არსებულ მიმდინარე ტრანსფერებს. ხოლო
494,646.3 ათასი აშშ დოლარი გვიჩვენებს წმინდა მიმდინარე ტრანსფერების მოცულობას
ცხრილი გვიჩვენებს საქართველოში 2013 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებულ
საქონლისსაერთაშორისოვაჭრობას. ხოლო 494,646.3 ათასი აშშ დოლარი გვიჩვენებს განსხვავებას საქონლის
ექსპორტ-იმპორტს შორის
ცხრილი გვიჩვენებს საქართველოში 2013 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებულ
მომსახურებითსაერთაშორისოვაჭრობას. ხოლო 494,646.3 ათასი აშშ დოლარი გვიჩვენებს განსხვავებას
მომსახურების ექსპორტ-იმპორტს შორის
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
განვიხილოთ მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი „საზღვარგარეთიდან
წმინდა შემოსავლები“. როგორ აისახება მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშში შემოსავლების საზღვარგარეთ გადახდა
და რა სახის შემოსავლები შეიძლება გავიდეს ქვეყნიდან?
შემოსავლების საზღვარგარეთ გადახდა გაითვალისწინება მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის დებეტით, შედგება უცხოელებისადმი საკომპენსაციო ანაზღაურებისგან, რომელებიც მუშაობენ მოცემულ ქვეყანაში, აგრეთვე ამ ქვეყანაში არსებული ატივების უცხოელი მესაკუთრეების მიერ მიღებული შემოსავლებისაგან
გაითვალისწინება მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის კრედიტით, შედგება უცხოელებისადმი საკომპენსაციო ანაზღაურებისგან, რომელებიც მუშაობენ მოცემულ ქვეყანაში, აგრეთვე ამ ქვეყანაში არსებული ატივების უცხოელი მესაკუთრეების მიერ მიღებული შემოსავლებისაგან
გაითვალისწინება მიმდინერე ოპერაციათა ანგარიშის კრედიტით შედგება საზღვარგარეთული აქტივევიდან საინვესტიციო შემოსავლებისგან, როგორიცაა პროცენტები, რომელსაც ღებულობს ამერიკელი დანაზობის მფლობელი საკუთრებაში არსებული ფრანგული სახელმწიფო ობლიგაციებიდან, ან მოგება რომელსაც ღებულობს ამერიკული კომოანია საზღვარგარეთ არსებული თავისი შვილობილი საწარმოდან
გაითვალისწინება მიმდინერე ოპერაციათა ანგარიშის კრედიტით შედგება საზღვარგარეთ მომუშავთა მიერ მიღებული საკომპენსაციო ანაზღაურებისგან, აგრეთვე საზღვარგარეთ განთავსებული აქტივებიდან მიღებული საინვესტიციო შემოსავლებისაგან
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი შეიძლება ჩავთვალოთ ცალმხრივი ტრანსფერტების მაგალითად?
ერთი ქვეყნის მიერ მეორისადმი განხორციელებული ოფიციალური დახმარება
ერთი ქვეყნის მცხოვრებთა ფულადი დახმარებები სხვა ქვეყანაში მცხოვრები ოჯახის წევრებისა და ნათესავებისადმი
ერთი მთავრობის მიერ მეორესადმი განხორციელებული გადახდები
ყველა ზემოთჩამოთვლილი
მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის რომელ კომპონენტში შეიძლება შეგვხდეს მსგავსი ჩანაწერი:
სამთავრობათშორისო გრანტები და მუშაკთა გზავნილები:
საზღვარგარეთიდან წმინდა შემოსავლები
მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა
წმინდა ცალმხრივი ტრანსფერტები
საქონლის წმინდა ექსპორტი
ქვევით მოცემულია საქართველოს მიმდინარე ოპერაციათა ანგარიში 2011 წლისათვის. გამოთვალეთ, რამდენს
შეადგენდა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის სალდო 2011 წლისათვის:
მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის უარყოფითმა სალდომ შეადგინა1,840,231.7 ათასი აშშ დოლარი
მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის დადებითმა სალდომ შეადგინა 1,840,231.7 ათასი აშშ დოლარი
მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის დადებითმა სალდომ შეადგინა 1,686,987.4 აშშ დოლარი
მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის უარყოფითმა სალდომ შეადგინა 1,686,987.4 აშშ დოლარი
ფინანსების ანგარიშის ბალანსი განისაზღვრება,
როგორცფინანსებისმოდინებისადაფინანსებისგადინებისსიდიდეებსშორისსხვაობა კონკრეტულად,
როდესაც ქვეყნის რეზიდენტები ყიდულობენ მეტ აქტივებს უცხოელებისაგან, ვიდრე თავად მიჰყიდიან მათ, მაშინ ფინანსების ანგარიშის ბალანსი უარყოფითია და წარმოიქმნება ფინანსების ანგარიშის დეფიციტი
როდესაც ქვეყნის რეზიდენტები ყიდულობენ მეტ აქტივებს უცხოელებისაგან, ვიდრე თავად მიჰყიდიან მათ, მაშინ ფინანსების ანგარიშის ბალანსი დადებითია და წარმოიქმნება ფინანსების ანგარიშის პროფიციტი
როდესაც ქვეყნის რეზიდენტები ყიდულობენ მეტ აქტივებს უცხოელებისაგან, ვიდრე თავად მიჰყიდიან მათ, მაშინ ფინანსების ანგარიშის ბალანსი დადებიფითია და წარმოიქმნება ფინანსების ანგარიშის დეფიციტი
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
საგადასახდელობალანსისგაანგარიშებისლოგიკაგულისხმობსმიმდინარეოპერაციათაანგარიშსადაკაპიტალისმო
ძრაობისანგარიშსშორისმჭიდროურთიერთკავშირს. ეს გულისხმობს:
თუ არ გავითვალისწინებთ შეცდომებს, რომლებიც უკავშირდება გაზომვის პრობლემებს,
მაშინ დროის ნებისმიერი პერიოდისათვის მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის ბალანსი და კაპიტალის მოძრაობის ანგა
რიშის ბალანსი ჯამში დადებითი სიდიდე უნდა იყოს
თუ არ გავითვალისწინებთ შეცდომებს, რომლებიც უკავშირდება გაზომვის პრობლემებს,
მაშინ დროის ნებისმიერი პერიოდისათვის მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის ბალანსი უნდა
აღემატებოდეს კაპიტალის მოძრაობის ანგარიშის ბალანსს
თუ არ გავითვალისწინებთ შეცდომებს, რომლებიც უკავშირდება გაზომვის პრობლემებს,
მაშინ დროის ნებისმიერი პერიოდისათვის მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის ბალანსი და კაპიტალის მოძრაობის ანგარიშის ბალანსი ჯამში ნულის ტოლი უნდა იყოს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ქვეყნისწმინდაუცხოურიაქტივებისსაერთოღირებულება
არსებული უცხოური აქტივებისა და უცხოური სექტორის მიმართ ვალდებულებების ღრებულებათა ცვლილებების დროს
მოცემული ქვეყნის მიერ ახალი უცხოური აქტივების ყიდვის ან უცხოური სექტორის მიმართ ახალი ვალდებულებების შექმნის დროს
არც ერთი არ არის სწორი
სწორია ა და ბ პასუხები
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხი, რომლითაც ხორციელდება ქვეყნის მიერ უცხოური სექტორიდან სესხების მიღება,
არის ქვეყნის ტერიტორიაზე კაპიტალური საქონლის ყიდვა ან შექმნა უცხოური ფირმების მიერ, რასაც ვუწოდებთ:
საგარეო ვალს
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას
მიმდინარე ტრანსფერს
არც ერთი არ არი სწორი
დაასრულეთ წინადადება: სასაქონლო ბაზარზე წონასწორობის დროს ქვეყნის წმინდა ექსპორტის სიდიდე
ტოლია ქვეყანაში წარმოების საერთო მოცულობის,
რომელიც გაზრდილია ქვეყნის რეზიდენტების სასურველი დანახარჯების საერთო სიდიდით
რომელიც შემცირებულია ქვეყნის რეზიდენტების სასურველი დანახარჯების საერთო სიდიდით
ასევე ქვეყნის რეზიდენტების სასურველი დანახარჯების საერთო სიდიდის ჯამის
არც ერთი არ არი სწორი პასუხი
ქვევით ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი:
ეკონომიკა, რომელშიც წარმოების მოცულობა აჭარბებს აბსორბციას, იქნება წმინდა იმპორტიორი და მას
მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის უარყოფითი სალდო
ეკონომიკა, რომელშიც წარმოების მოცულობა ნაკლებია აბსორბციაზე, თავის საქონელს გააგზავნის
საზღვარგარეთ და მას ექნება მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის დადებითი სალდო
ეკონომიკა, რომელშიც წარმოების მოცულობა აჭარბებს აბსორბციას, თავის საქონელს გააგზავნის
საზღვარგარეთდა მას ექნება მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშის დადებითი სალდო
არც ერთი არ არის სწორი
როგორ იმოქმედებს მიწოდების არასასურველი შოკი მცირე ღია ეკონომიკაზე:
სასურველი ინვესტიციები რეალური საპროცენტო განაკვეთის ნებისმიერი დონის შემთხვევაში გაიზრდება და
ინვესტიციების მრუდი მარჯვნივ გადაინაცვლებს
თუ მიწოდების შოკი დროებითი ხასიათისაა, სასურველი ინვესტიციები რეალური საპროცენტო განაკვეთის
ნებისმიერი დონის შემთხვევაში უცვლელი რჩება და ინვესტიციების მრუდი არ გადაადგილდება
თუ მიწოდების შოკი დროებითი ხასიათისაა, სასურველი ინვესტიციების მრუდი რეალური საპროცენტო
განაკვეთის ნებისმიერი დონის შემთხვევაში დროებით მარცხნივ გადაადგილდება
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
გადასახადების შემცირებით გამოწვეული დეფიციტირიკარდოს ეკვივალენტობის თეორიის მიხედვით
ზემოქმედებას არ მოახდენს სასურველ ეროვნულ დანაზოგებზე
შეამცირებს სასურველი ეროვნული დანაზოგების დონეს
გაზრდის სასურველი ეროვნული დანაზოგების დონეს
შეამცირებს სასურველი მოხმარების დონეს
რომელი ფორმულაა მართებული?
ჯერემი გრინვუდმა, როჩესტერის უნივერსიტეტიდან და მეჰმეტ იურიკოგლუმ ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან,
თავიანთ სტატიაში განაცხადეს, რომ 1973 წლის შემდეგ მწარმოებლურობის შემცირება შესაძლოა ინფორმაციული
ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციის ზეწოლის შედეგი ყოფილიყო. რა არგუმენტები მოჰყავთ ამ აზრის
გასამყარებლად ავტორებს?
ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად არ ხდებოდა მათი კომერციული
გამოყენება, რადგან საზოგადოება სკეპტიკურად იყო ცვლილებების მიმართ განწყობილი
ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათი კომერციული გამოყენების განვითარება მოითხოვდა
მნიშვნელოვან დროს, რათა თვითონ ტექნოლოგიებზე მომუშავეებსა შეესწავლათ მათი გამოყენება.
გადამზადების პროცესის დროს მწარმოებლურობა დროებით შემცირდა
ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად არ ხდებოდა გარემო პირობების დაცვა, რაც
უარყოფითად მოქმედებდა დასაქმებულების მოტივაციაზე და შესაბამისად, მწარმოებლურობაზე
არც ერთი არ არი სწორი
რას ნიშნავს ეკონომიკაში მდგრადი მდგომარეობა:
ეს ისეთი სიტუაციაა, რომელშიც ერთ მუშაკზე წარმოების, მოხმარებისა და კაპიტალის მოცულობა არ იცვლება
გრძელვადიან პერიოდში
ეს ისეთი სიტუაციაა, რომელშიც ერთ მუშაკზე წარმოების, მოხმარებისა და კაპიტალის მოცულობა თანაბარი
სიდიდეებია
ეს ისეთი სიტუაციაა, რომელშიც ერთ მუშაკზე წარმოების, მოხმარებისა და კაპიტალის მოცულობა უცვლელია
არც ერთი პასუხი არ არი სწორი
რომელია მართებული დებულება?
რადგანაც კაპიტალის სიდიდე ერთ მუშაკზე მდგრადი მდგომარეობის დროს არ იცვლება, კაპიტალის მარაგების
მთლიანი მოცულობა მცირდება
რადგანაც კაპიტალის სიდიდე ერთ მუშაკზე რჩება უცვლელი მდგრადი მდგომარეობის დროს, იმდენად
კაპიტალის მარაგების მთლიანი მოცულობაც რჩება უცვლელი
რადგანაც კაპიტალის სიდიდე ერთ მუშაკზე რჩება უცვლელი მდგრადი მდგომარეობის დროს, იმდენად
კაპიტალის მარაგების მთლიანი მოცულობა იგივე ტემპით იზრდება, როგორითაც სამუშაო ძალა
არც ერთი პასუხი არ არი სწორი
როგორ შეიძლება იმოქმედოს დანაზოგების ზრდამ ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე გრძლვადიან
პერიოდში:
დაზოგვის უფრო მაღალი დონე საშუალებას იძლევა განხორციელდეს მეტი ინვესტიციები და მიღწეულ იქნეს
კაპიტალის დიდი მარაგები
დაზოგვის დონემ არ უნდა იმოქმედოს მიმდინარე მოხმარებაზე, რადგან მიმდინარე მოხმარება სტიმულს
აძლევს წარმოებას და შესაბამისად იზრდება ცხოვრების დონეც
დანაზოგის ზრდა ცალსახად დადებით გავლენას ვერ ახდებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, ეს
დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, როგორიცაა მთავრობის ეკონომიკური გადაწყვეტილება
არცერთი პასუხი არ არის სწორი
დაზოგვის ნორმის შესახებ კამპანიის არჩევისას, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა გარემოებები.
კერძოდ,
მოსახლეობა ყოველთვის ერთგვარად არ ხვდება მთავრობის მიერ წამოწყებულ კამპანიებს, ამიტომ შესაძლოა ის
შედეგი არ იქნეს მიღწეული, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი
განხორციელებული კამპანიის შედეგად შესაძლოა გაიზარდოს დაზოგვის ნორმა, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც
დაგეგმილი იყო. ამდენად, ცხოვრების დონის ზრდა შედარებით ნაკლები იქნება
დაზოგვის ნორმის ზრდა იწვევს მიმდინარე მოხმარების შემცირებას, ამიტომ, განსაზღვრულ დროს მიმდინარე
მოხმარების შემცირება უნდა იქნეს შედარებული გრძელვადიან პერიოდში უფრო მაღალი დაზოგვის ნორმით
მიღებულ სარგებელთან
დაზოგვის ნორმის ზრდა ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა ქვეყნისათვის და მისი წამახალისებელი
პოლიტიკა არ საჭიროებსრაიმე დამატებითი გარემოებების გათვალისწინებას
რას გულისხმობს აბსოლუტური კონვერგენცია და შესაძლებელიათუ არა მისი მიღწევა?
ისეთი სიტუაცია, რომელშიც ცხოვრების დონის მიხედვით ღარიბი ქვეყნები საბოლოო ჯამში ეწევიან მდიდარ
ქვეყნებს, ისე, რომ მთელ მსოფლიოში ცხოვრების დონე მეტ–ნეკლებად ერთნაირი ხდება.
ისეთი სიტუაცია, რომელშიც ცხოვრების დონის მიხედვით ღარიბი ქვეყნები საბოლოო ჯამში ეწევიან მდიდარ
ქვეყნებს, ისე, რომ მთელ მსოფლიოში ცხოვრების დონე მეტ–ნეკლებად ერთნაირი ხდება.
ისეთი სიტუაცია, რომელშიც ღარიბი ქვეყნები ვერასდროს გაუთანაბრდებიან მდიდრებს.
ისეთი სიტუაცია, რომელშიც ცხოვრების დონის მიხედვით ღარიბი ქვეყნები დაეწევიან და გაუსწრებენ მდიდარ
ქვეყნებს
რა განსხვავებაა ეკონომიკური ზრდის სოლოუს მოდელსა და ენდოგენური ზრდის მოდელებს შორის:
სოლოუს მოდელი ეკონომიკური ზრდის ერთადერთ წყაროდ განიხილავს მწარმოებლურობის ზრდას, ხოლო
ენდოგენური ზრდის მოდელებში ამოსავალი წერტილი მოსახლეობის რაოდენობაა
სოლოუს მოდელი ეკონომიკური ზრდის ერთადერთ წყაროდ განიხილავს მწარმოებლურობის ზრდას, ხოლო
ენდოგენური ზრდის მოდელებში ამოსავალი წერტილი მოსახლეობის რაოდენობაა
სოლოუს მოდელი ცდილობს ახსნას მწარმოებლურობის ზრდის მიზეზები ენდოგენური მოდელისაგან
განსხვავებით
სოლოუს მოდელი სახელმწიფო შესყიდვების იგნორირებას ახდენს ენდოგენური მოდელისაგან განსხვავებით
ენდოგენური ზრდის მოდელები მნიშვნელოვანია, რადგანაც
გრძელვადიან პერიოდში დაზოგვის ნორმას არ აქვს გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. დაზოგვაზე
გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურია და შეუძლებელია მასზე ამა თუ იმ პოლიტიკით გავლენის
მოხდენა
ის ცდილობს ახსნას ეკონომიკაში მწარმოებლურობის ზრდის ტემპები
ის ცდილობს ახსნას, რომ მწარმოებლურობა ეკონომიკაში მოცემულობაა, რადგან კაპიტალის რაოდენობის
ცვლილებას მუდამ თან ახლავს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, რაც არ ცვლის ერთ მუშაკზე
კაპიტალშეიარაღებას
გრძელვადიან პერიოდში მოსახლეობის ზრდის ტემპს არ აქვს გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე
რა ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს ფულს:
გაცვლის საშუალება
ღირებულების საზომი
დაგროვების საშუალება
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
რას გულისხმობს შესყიდვები ღია ბაზარზე:
როდესაც ცენტრალური ბანკი იყენებს ფულს საზოგადოებისგან სახელმწიფო ობლიგაციების საყიდლად და ამით
ზრდის ფულის მიწოდებას
როდესაც ცენტრალური ბანკი ყიდის მის მფლობელობაში არსებულ სახელმწიფო ობლიგაციებს საზოგადოებაზე
ვალუტის სანაცვლოდ
იგივეა რაც ოპერაციები ღია ბაზარზე
იგივეა რაც დისკონტის პოლიტიკა
რეალურ ფულად მარაგზე მოთხოვნა დამოკიდებულია:
რეალურ შემოსავალზე და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც შესაძლოა წარმოვადგინოთ, როგორც
რეალური საპროცენტო განაკვეთის და მოსალოდნელი ინფლაციის ჯამი
რეალურ შემოსავალზე და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც შესაძლოა წარმოვაგინოთ როგორც
რეალური საპროცენტო განაკვეთის და მოსალოდნელი ინფლაციის სხვაობა
რეალურ შემოსავალზე და რეალურ საპროცენტო განაკვეთზე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეალური საპროცენტო განაკვეთის ზრდამ ფულზე მოთხოვნაზე?
გაიზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ აქტივებზე და ნაკლები ფული დარჩება მიმოქცევაში
მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეამცირებს მოთხოვნას ალტერნატიულ აქტივებზე და ნაკლები ფული დარჩება
მიმოქცევაში
მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეამცირებს მოთხოვნას ალტერნატიულ აქტივებზე და მეტი ფული დარჩება
მიმოქცევაში
შეუძლებელია განსაზღვრა
ნომინალური საპროცენო განაკვეთის შემცირება ფულზე მოთხოვნას
ამცირებს
ზრდის
არ ცვლის
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ფულის ბაზრის წონასწორობის განტოლებიდან შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა მოქმედებს ინფლაციაზე:
ინფლაციის დონე დამოკიდებულია ნომინალური ფულის მიწოდების ზრდაზედა რეალური შემოსავლის
ზრდაზე
ინფლაციის დონე დამოკიდებულია ნომინალური ფულის მიწოდების ზრდაზე, ფულზე მოთხოვნის
ელასტიურობაზე შემოსავლის მიხედვით და რეალური შემოსავლის ზრდაზე
ინფლაციის დონე დამოკიდებულია ნომინალური ფულის მიწოდების ზრდაზე და ადამიანების მოლოდინებზე
არც ერთი პასუხი არ არი სწორი
ტენდენციას, რომელიც შრომის უფრო მაღალი ანაზღაურების პირობებში მიწოდებული შრომის რაოდენობის
შემცირების სახეს იღებს ეკონომისტები უწოდებენ:
შემოსავლის ეფექტს
მულტიპლიკატორის ეფექტს
შენაცვლების ეფექტს
არც ერთი ზემოთჩამოთვლილი
როგორ მოქმედებს შრომის მიწოდებაზე შემოსავლის ეფექტი:
ამცირებს შრომის მიწოდებას
ზრდის შრომის მიწოდებას
არ მოქმედებს შრომის მიწოდებაზე
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი იწვევს შრომის მიწოდების მრუდის გადაადგილებას მარჯვნივ:
სიმდიდრის ზრდა
მომავალში მოსალოდნელი რეალური ხელფასის განაკვეთის ზრდა
შრომის უნარიანი ასაკის მოსახლეობის ზრდა
შრომითი რესურსების ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის წილის შემცირება
თუ ადამიანი მუშაობდა სრული ან არასრული სამუშაო დღე (სამუშაო კვირის) ბოლო კვირის განმავლობაში (ან
დროებით არ მუშაობდა ავადმყოფობის ან მივლინების გამო), ეს ადამიანი:
დასაქმებულია
უმუშევარია
დროებით უმუშევარია
არ შედის სამუშაო ძალის კატეგორიაში
უმუშევრობის ფაქტიურ და ბუნებრივ დონეებს შორის სხვაობა ასახავს მოვლენას, რომელსაც ეწოდება
სტრუქტურული უმუშევრობა
ფრიქციული უმუშევრობა
ციკლური უმუშევრობა
დროებითი უმუშევრობა
ეკონომისტის თვიური შემოსავალი შეადგენს 3000 ლარს. მან დამატებითი შემოსავლის სახით მიიღო პრემია,
ხელფასის 50%-ის ოდენობით. დამატებითი შემოსავლიდან დახარჯა 500 ლარი, დანარჩენი კი, დაზოგა. რამდენია
ეკონომისტის მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილება?
0,16
0,333
0,5
შეუძლებელია განსაზღვრა, ინფორმაცია არასაკმარისია
გაიანგარიშეთ რეალური საპროცენტო განაკვეთი დაბეგვრის შემდეგ, თუ i=6%, πe =3%, t=20%
4,8%
1,8%
3,6%
4%
რას წარმოადგენს ფედერალური სარეზერვო ფონდების საპროცენტო განაკვეთი
განაკვეთი რომლის მიხედვითაც ცენტრალური ბანკი კრედიტს გასცემს პირველი კლასის მსესხებლებზე.
განაკვეთები, რომლებიც ცვალებადია და დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და
მის ცვლილებაზე.
განაკვეთი, რომლის მიხედვითაც ბანკები ახორციელებენ ერთმანეთის დაკრედიტებას.
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რიკარდოს ეკვივალენტობის თეორემა გულისხმობს:
მოკლევადიან პერიოდში ყველა სახელმწიფო შესიდვის კომპენსაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ
აღებული სესხების ხარჯზე
გრძელვადიან პერიოდში ყველა სახელმწიფო შესიდვის კომპენსაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ
აღებული სესხების ხარჯზე
მოკლევადიან პერიოდში ყველა სახელმწიფო შესყიდვის კომპენსაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ
ამოღებული გადასახადების ხარჯზე
გრძელვადიან პერიოდში ყველა სახემწიფო შესყიდვის კომპენსაცია უნდა განხორციელდეს ამოღებული
გადასახადების ხარჯზე
