Worksheetsგამოცანები
Total questions: 8
Worksheet time: 16mins
უტკბესია, უნდა ჭამო,
კარგად ყოფნა თუ გინდა,
წვეთ-წვეთობით აგროვებენ
ყვავილების გულიდან.
ყვავილი
ფუტკარი
თაფლი
წვიმა
ზაფხულში ჭამს
ათ კილო თაფლს,
ზამთარში კი
თათს ილოკავს.
ფუტკარი
დათვი
ნაყინი
თხილი
ორი ვეება სხეული
მოჩანს ელვარე ბურთებად,
ერთი რომ ზღვაში ჩაყვინთავს,
მეორე ამოცურდება.
მზე და მთვარე
ზღვა და ტალღა
დედამიწა და ზღვა
დელფინი და პინგვინი
მის გარეშე -არავინ- ხარ,
შენთანაა მუდამ,
ჭამას და სმას არ გთხოვს, მაგრამ
მოფრთხილება უნდა!
სახელი
ველოსიპედი
კანფეტი
ძაღლი
აკრიფავენ,
ჩაკრიფავენ
თავის ნაშრომს გლეხები,
შინ გოდრებით მოზიდავენ,
გათელავენ ფეხებით.
ბალახი
ჩურჩხელა
ვაშლი
ყურძენი
თხილის მძივი ავაცვი,
ტკბილი ჩოხა ჩავაცვი.
მძივი
შოკოლადი
ჩურჩხელა
ყურძენი
დამაკვირდი, გამოცნობა
სულ არ არის ძნელი,
შუადღისას მოკლე ვარ და
მზის ჩასვლისას გრძელი.
დღე
ჩრდილი
გზა
ყინული
გამიცივა ყელი,
და გამხადა ავად,
უცებ დნება ენაზე,
რა ყოფილა აბა?
თხილი
შოკოლადი
ნაყინი
ნამცხვარი
