Worksheetsქუიზი 5
Total questions: 12
Worksheet time: 6mins
სინათლის დუალური ხასიათი ნიშნავს:
სინათლე არის ელექტრო და მაგნიტური კომპონენტებიანი ტალღა
სინათლე ავლენს როგორც ნაწილაკის, ასევე ტალღის თვისებებს
სინათლე შეიძლება იყოს ერთბაშად მატერიალურიც და არამატერიალურიც
სინათლე არის სხვადასხვა სიხშირეების ნაწილაკების ნაკადი
რა არის ქიუბიტი?
ქვანტური ნაწილაკი
კლასიკური ინფორმაციის ერთეული
ქვატური მექანიკის ერთეული
ქვატური ინფორმაციის ერეთეული
ქუბიტების სუპერპოზიციის ფუნდამენტური პრინციპი ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება იყოს :
მხოლოდ 0
მხოლოდ 1
ორივე, 0 და 1 ერთბაშად
არც 0 და არც 1
რა გავლენა აქვს ობიექტის ზომას კვანტური და კლასიკური ფიზიკის მოქმედების არეალში?
ობიექტის ზომას მნიშვნელობა არ აქვს არცერთ შემთხვევაში
კვანტური ეფექტები ჩვეულებრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მხოლოდ ატომურ და სუბატომურ დონეზე
ფიზიკური კანონები არ არის დამოკიდებული ობიექტის ზომაზე
მცირე ზომის ობიექტები ექვემდებარებიან მხოლოდ კლასიკურ კანონებს
როგორ აღიქმება გაზომვა კლასიკურ ფიზიკაში?
გაზომვა ცვლის სისტემის შინაგან თვისებებს
გაზომვა მხოლოდ ამჟღავნებს უკვე არსებულ მდგომარეობას
გაზომვა შეუძლებელია
გაზომვა ქმნის ახალ ობიექტს
რა არის გადახლართული მდგომარეობა (entanglement)?
როცა ობიექტს არ გააჩნია მდგომარეობა
როცა ორი კვანტური ობიექტის მდგომარეობა ურთიერთდამოკიდებულია ისე, რომ ერთი განსაზღვრავს მეორის მდგომარეობას
როცა ორი სისტემა ერთმანეთთან ვერ იურთიერთებს
როცა ორი სისტემა ერთნაირად მოძრაობს სივრცეში
რომელი მახასიათებელია სპეციფიური ელექტრონის კვანტური მდგომარეობისთვის?
ტემპერატურა
პოლარიზაცია
სპინი
მასა და მოცულობა
რა ხდება, როცა კვანტურ გადახლართულ წყვილზე ერთ-ერთს გაზომავენ?
მეორე ნაწილაკი ქრება
მეორე ნაწილაკიც ავტომატურად კოლაფსირდება განსაზღვრულ მდგომარეობაში
არაფერი იცვლება
ორივე ნაწილაკი ქაოსურ მდგომარეობაში გადადის
კვანტური ობიექტის ტიპიური თვისებაა:
მუდმივი ელექტრული მუხტი
სითბური გაფართოება
ინტერფერენცია, გადახლართულობა და სუპერპოზიცია
არასტაბილურობა და მექანიკური ინერცია
რა აუცილებელია კვანტური ტელეპორტაციის განსახორციელებლად?
კვანტურად გადახლართული წყვილის არსებობა და კლასიკური კომუნიკაცია
ნაწილაკების პირდაპირი გადატანა სივრცეში
მექანიკური კავშირი ორ სისტემას შორის
პორტალის არსებობა
რას ნიშნავს კვანტური ტელეპორტაცია?
ინფორმაციის დაკარგვას გაზომვისას
მდგომარეობის გადატანას ერთი სისტემიდან მეორეზე, ფიზიკური გადაადგილების გარეშე
ობიექტის გადაადგილებას დროისა და სივრცის გარეშე
კვანტური მდგომარეობის დუბლირებას ორ წერტილში ერთდროულად
რომელი მახასიათებლით განსხვავდება კვანტური ობიექტი კლასიკურისგან?
მას აქვს გარკვეული მახასიათებლების განსაზღვრული მნიშვნელობა ნებისმიერ მომენტში
მას შეუძლია იყოს ერთდროულად რამდენიმე მდგომარეობაში
ის მუდმივად მოძრაობს
ის არ ექვემდებარება ექსპერიმენტულ შემოწმებას
