wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

fsiq.konsultireba

Total questions: 20

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

სოფიოს სჯეროდა, რომ ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს თავისი ნაშრომის გამოქვეყნებას. სოფიოს ცხელება აქვს, მაგრამ მაინც მუშაობს ლექსების კრებულის რედაქტირებისთვის და ამას აკეთებს, რომ საკუთარი თავი ღირებულად ჩათვალოს. როჯერსის მიხედვით, ეს არის ........... მაგალითი.

a)

დასწავლილი მიუღებლობის

b)

უპირობო პოზიტიური მიღების

c)

დაფასების პირობების

d)

   ზოგადი ღირებულებების

2.

ქცევითი თერაპევტები, ფობიებსა და მავნე ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულებაზე მუშაობისას, დასწავლის პრინციპებს იყენებენ. ქცევითი თერაპიის დროს მნიშვნელოვანია:

a)

პრობლემის საფუძვლად მდებარე მიზეზების იდენტიფიცირება და მკურნალობა

b)

არასასურველი ქცევის იდენტიფიცირება და ჩაქრობა

c)

სოციალური სენსიტიურობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება

d)

აქტიური მოსმენა და ტრანსფერის ანალიზი

3.

ფსიქოლოგიური კონსულტირება არის:

a)

მიზნის შესატყვისი აქტივობების გეგმის შედგენა, რომელიც კლიენტმა დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს

b)

ინფორმაციის მოპოვების პროცესი, სადაც ობიექტური პრობლემის შეფასება ხდება კონსულტანტის მიერ, კლიენტისგან დამოუკიდებლად

c)

პროცესი, რომელიც კლიენტსა და თერაპევტს შორის მეგობრობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს

d)

ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც გულისხმობს კლიენტისთვის დახმარების გაწევაას იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს საკუთარი კოგნიციის, ემოციის და ქცევის უკეთესად მართვა

4.

სისტემატურ დესენსიტიზაციას ძირითადად მიმართავენ ისეთი პრობლემის დროს, როგორიცაა

a)

ფობია

b)

ენურეზი

c)

დეპრესია

d)

რეგრესია

5.

როჯერსის კლიენტზე ცენტრირებული თერაპიისთვის მნიშვნელოვანია აქტიური მოსმენა, როდესაც თერაპევტი:

 

a)

A.    მუშაობს კლიენტის რეზისტენტულობაზე

b)

B.     ეჭვქვეშ აყენებს კლიენტის თვით-პერცეფციას

c)

C.     იწვევს თავისუფალ ასოციაციებს

d)

D.   პერიფრაზით ამოწმებს კლიენტის ნათქვამს

6.

მაია თერაპევტია, რომელსაც მიაჩნია, რომ ადამიანის ქცევაზე გავლენას ახდენს ადრეული ბავშვობის გამოცდილებები და არაცნობიერი ემოციური და მოტივაციური პროცესები. მაია ატარებს:

a)

A.    ჰუმანისტურ თერაპიას

b)

B.    ფსიქოდინამიკურ თერაპიას

c)

C.     არადირექტიულ თერაპიას

კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას

7.

დანიელს აქვს საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებული შფოთვა. თერაპევტი მას სთავაზობს შფოთვის გამომწვევი სიტუაციების წარმოდგენას, რომელიც საჯარო გამოსვლას უკავშირდება და კუნთების პროგრესულ რელაქსაციას. ჩამოთვლილთაგან, რომელი თერაპია მოიცავს დანიელის თერაპევტის მიერ გამოყენებულ ტექნიკას?

a)

კოგნიტური თერაპია

b)

დაძირვის თერაპია

c)

სისტემური დესენსიტიზაცია

d)

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინტერვენცია

8.

იმისათვის, რომ არსებულ სტიმულზე ახალი რეაქციის დასწავლა მოხდეს, ქცევითი თერაპევტები ხშირად იყენებენ ტექნიკებს, როგორებიცაა ექსპოზიციის თერაპია და

a)

ავერსიული განპირობება

b)

რეზისტენტობა

c)

რეაქციის რესტრუქტურირება

აქტიური მოსმენა

9.

კ. როჯერსის მიხედვით, ფსიქოლოგიური სირთულეები განპირობებულია:

a)

A.   აქტუალიზაციის ტენდენციის ბლოკირებით

b)

B.     საკუთარ და სხვათა ღირებულებებს შორის განსხვავების აღქმით

c)

C.     ემოციას და კოგნიციას შორის კონფლიქტით

„მე“ და „ორგანიზმს“ შორის კონგრუენტულობით

10.

კ. როჯერსის მიხედვით, რა გავლენას ახდენს დაფასების პირობები ინდივიდის თვით-აქტუალიზაციაზე?

a)

A.    დაფასების პირობების დახმარებით სოციალური სენსიტიურობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება ხდება

b)

B.     დაფასების პირობები ხელს უშლის აქტიურ მოსმენას და ტრანსფერის ანალიზს

c)

C.    დაფასების პირობები უარყოფით გავლენას ახდენს მე-კონცეფციაზე და თვით-აქტუალიზაციის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს

d)

D.    დაფასების პირობები თვითაქტუალიზაციისთვის ხელშემწყობი ფაქტორია, იმიტომ რომ ქმნის სიტუაციის ობიექტური შეფასების საფუძველს

11.

პიროვნებაზე ცენტრირებული კონსულტირების ეფექტურობას განსაზღვრავს:

a)

A.    კონსულტაციის კონგრუენტულობა, რაც გულისხმობს კონსულტანტის მიერ საკუთარი განცდების გულახდილად გამოხატვას და უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას კლიენტის მიერ

b)

B.     კონსულტანტის უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება კლიენტის მიმართ, რაც გულისხმობს კლიენტის ნებისმიერი ქცევის მიღებას, გამართლებას

c)

C.    კონსულტანტისა და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება კონსულტანტის კონგრუენტულობას, კლიენტის მიმართ უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას და ემპათიას

d)

D.    სხვადასხვა მეთოდების გამოყენება ძირითადი მიზნების მისაღწევად

12.

დაასახელეთ ფსიქოთერაპიის თეორიის სამი ძირითადი ფუნქცია ფსიქოთერაპიის პრაქტიკისთვის:

a)

A.    შეფასების პირობების კონცეფცია, პროგნოზირება, სასურველი და არასასურველი მექანიზმების განსაზღვრა

b)

B.     ლექსიკონის და ლინგვისტური სიმბოლოების შექმნა, ჰიპოთეზის ფორმულირება და ქცევის პროგნოზირება

c)

C.  ლექსიკონის და ლინგვისტური სიმბოლოების შექმნა, კონცეპტუალური ჩარჩოს განსაზღვრა და ემპირიული კვლევის საფუძვლის შექმნა

d)

D. კონცეპტუალური სტრუქტურის განსაზღვრა, ემპირიული კვლევის საფუძვლის შექმნა და გარეშე სტიმულებზე რეაგირება

13.

კ. როჯერსის რწმენით ადამიანის ყველა ქცევა უკავშირდება:

a)

A.    იდეალურ „მე“-ს

b)

B.    აქტუალიზაციის ტენდენციას

c)

C.     გაუმჯობესების მოთხოვნილებას

14.

პიროვნებაზე ცენტრირებული კონსულტირების მიზანია:

a)

A.    კოგნიტური შეცდომების გამოვლენის ხელშეწყობა და ფუნქციონირების ზრდა

b)

B.     ირაციონალური რწმენა-შეხედულებების გამოვლენა და სხვადასხვა უნარების თავისებურებათა გამოვლენა

c)

C.     სუპერეგოს შინაარსის შეცვლა და მისი გარემოსთან კონგრუენტულობის გაზრდა

d)

D. ადამიანის სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშწყობა სხვადასხვა უნარებისა და თვისებების განვითარებით

15.

ჩამოთვლილთაგან რომელია კონსულტირების თეორიის წარმოშობის წყაროები?

a)

A.    პროფესიული გამოცდილება, წინამძღვრების იგნორირება, ახალი ფუნქციური ხედვის ხელშეწყობა, სხვა დისციპლინების და თეორიების გავლენა

b)

B.     ისტორიული და კულტურული წინაპირობები, პროფესიული გამოცდილება, საზოგადოებრივი ჩართულობა, პოლიტიკური წინაპირობანი და ინსტიტუციების ადრეული ტენდენციურობა

c)

C.     დისციპლინათა შორის აზრთა სხვადასხვაობა, ტექნიკური განვითარება, წინამძღვრების იგნორირება, ახალი ფუნქციური ხედვის ხელშეწყობა, რასა და სექსუალური ორიენტაცია

d)

D. ისტორიული და კულტურული წინაპირობები, ემპირიული კვლევის მონაცემები, ავტორის ბიოგრაფია და ინდივიდუალობა, სხვა დისციპლინების და თეორიების გავლენა

16.

ემპათია გულისხმობს:

a)

A.   ადამიანის შინაგანი სამყაროს, ემოციების გაგებასა და განცდას საკუთარი თავის მის ადგილას წარმოდგენის გზით

b)

B.     სხვისი პრობლემებისა და ემოციების გაგებას განცდის გარეშე

c)

C.     თანაგრძნობას და ადამიანისთვის დახმარების გაწევას სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში

d)

D. ტრამვირებული ადამიანის ემოციების იდენტურად განცდას.

17.

ფსიქოანალიტიკური მიდგომის მიხედვით, თერაპიულ გარემოში განდევნილი ემოციების განმუტვას ეწოდება:

a)

A.    რეზისტენტობა

b)

B.    კათარზისი

c)

C.     ინტერპრეტაცია

d)

D. ტრანსფერი

18.

შემოხაზეთ სწორი დებულება:

a)

A.    არ არსებობს მკვეთრი განსხვავება ფსიქოთერაპიასა და კონსულტირებას შორის იმის გამო, რომ ორივე შემთხვევაში კლიენტი ეხმარება ფსიქოთერაპევტს საკუთარი პიროვნული ნაკლოვანებების აღმოჩენაში

b)

B.     ფსიქოთერაპია აფასებს კლიენტს, როგორც პიროვნებას, მაშინ, როდესაც, კონსულტირება კლიენტის პრობლემებზეა ფოკუსირებული

c)

C.    კონსულტირება და ფსიქოთერაპია ერთი და იგივე თეორიულ მოდელებს ეფუძნება და წარმოადგენს მრავალფეროვან (და არა ერთგვაროვან) ცოდნას და აქტივობათა ნაკრებს. ავტორთა ჯგუფი ამ ორ ტერმინს ერთი მნიშვნელობით იყენებს

d)

D. ფსიქოლოგიური კონსულტირება ფსიქოთერაპიისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი განსხვავებულ თეორიულ მოდელებს ეფუძნებიან.

19.

ოჯახური თერაპიის დროს, თერაპევტი მიიჩნევს, რომ:

a)

A.    არაადაპტური ოჯახის წევრი უნდა შეიცვალოს

b)

B.     ოჯახური პრობლემები დისპოზიციური ფაქტორებით არის განპირობებული

c)

C.    დისფუნქციური ოჯახის წევრებმა ინტერაქციის სტილი უნდა შეცვალონ

d)

D. არცერთი პასუხი არ არის სწორი

20.

ფსიქოანალიტიკოსებთან შედარებით, ჰუმანისტური თერაპევტები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას:

a)

A.   თვითრეალიზაციას და ზრდას

b)

B.     ფსიქოლოგიურ დარღვევებს

c)

C.     რეპრესირებულ გრძნობებს

d)

D.    ბავშვობის გამოცდილებებს