wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ლექცია 3-4

Total questions: 53

Worksheet time: 27mins

Name
Class
Date
1.

რა მიიჩნევა დაუძლეველ ძალად საბაჟო კოდექსის მიხედვით?

a)

ნებისმიერი ფინანსური სირთულე

b)

მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობა

c)

ისეთი საგანგებო გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულებას და არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე

d)

საქონლის დაგვიანებული მიწოდება

2.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება დაუძლეველ ძალას?

a)

ტრანსპორტის დაგვიანება

b)

მიწისძვრა

c)

დოკუმენტის დაკარგვა

d)

საწვავის გაძვირება

3.

რომელი გარემოება ითვლება დაუძლეველ ძალად?

a)

თანამშრომლის შვებულება

b)

მასობრივი არეულობა

c)

მძღოლის გამოუცხადებლობა

d)

ინტერნეტის გათიშვა

4.

დაუძლეველი ძალის დროს, რას უნდა შეიცავდეს პირის შეტყობინება საბაჟო ორგანოსთვის?

a)

მხოლოდ საქონლის დასახელებას

b)

საქონლის ფასს

c)

გარემოების აღწერასა და საქონლის ზუსტ ადგილმდებარეობას

d)

მხოლოდ მფლობელის მონაცემებს

5.

როდის უნდა აცნობოს პირმა საბაჟო ორგანოს დაუძლეველი ძალის შესახებ?

a)

10 დღის შემდეგ

b)

პირველი შესაძლებლობისთანავე

c)

მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის შემდეგ

d)

ერთი თვის განმავლობაში

6.

ვინ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის იძულებითი გაჩერების შესახებ?

a)

მხოლოდ პორტის ადმინისტრაციამ

b)

მხოლოდ მფლობელმა

c)

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვანმა პირმა ან მისი სახელით მოქმედმა პირმა

d)

ნებისმიერმა მოქალაქემ

7.

რა შეიძლება გახდეს დაუძლეველი ძალის საფუძველი?

a)

საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა

b)

საწვავის ამოწურვა

c)

მძღოლის დაგვიანება

d)

საქონლის ვადის გასვლა

8.

რა მდგომარეობა მიეკუთვნება დაუძლეველ ძალას?

a)

ტექნიკური ინსპექტირება

b)

საომარი მდგომარეობის გამოცხადება

c)

საწყობის რემონტი

d)

მოლაპარაკების შეფერხება

9.

რას აკეთებს საბაჟო ორგანო დაუძლეველი ძალის შემთხვევაში?

a)

მხოლოდ აფრთხილებს პირს

b)

აუქმებს ზედამხედველობას

c)

იღებს ზომებს საბაჟო ზედამხედველობის განსახორციელებლად

d)

აჩერებს ყველა ოპერაციას

10.

რომელი შემთხვევა არ არის პირდაპირ მითითებული დაუძლეველ ძალად?

a)

წყალდიდობა

b)

გაფიცვა

c)

ხანძარი

d)

საქონლის ფასის ცვლილება

11.

რას ექვემდებარება განადგურების შედეგად დარჩენილი ნარჩენები და ჯართი?

a)

თავისუფალ გაყიდვას

b)

მხოლოდ შენახვას

c)

საბაჟო პროცედურას, რეექსპორტს ან განკარგვას/განადგურებას

d)

ექსპორტის აკრძალვას

12.

ვინ ანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს ამ მუხლის შესრულებისთვის?

a)

სახელმწიფო ბიუჯეტი

b)

საბაჟო ორგანო

c)

საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი

d)

გადამზიდავი კომპანია

13.

რა დგება ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე?

a)

ხელშეკრულება

b)

ოქმი უფლებამოსილი ორგანოს მიერ

c)

ინვოისი

d)

ნებართვა

14.

როდის უნდა წარდგეს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია?

a)

საქონლის გაყიდვის შემდეგ

b)

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე

c)

საქონლის განბაჟების შემდეგ

d)

მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში

15.

ვინ არის ვალდებული ზოგადი დეკლარაციის წარდგენაზე?

a)

საქონლის გამომგზავნი

b)

საბაჟო ოფიცერი

c)

გადამზიდავი

d)

არც ერთი პასუხია სწორი

16.

რომელ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ზოგადი დეკლარირება?

a)

როცა საქონელი ფოსტით იგზავნება

b)

როცა საქონელი გადის საჰაერო გზით

c)

როცა წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია

d)

როცა საქონელი ინახება საწყობში

17.

რომელი საქონელი არ ექვემდებარება ზოგად დეკლარირებას?

a)

მანქანები

b)

მილსადენით გადაადგილებული საქონელი

c)

ელექტრონიკა

d)

ტანსაცმელი

18.

ვინ შეიძლება წარადგინოს ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავის გარდა?

a)

იმპორტიორმა ან ტვირთის მიმღებმა

b)

მებაჟემ

c)

საწყობის მფლობელმა

d)

გემის კაპიტანმა

19.

რა მიზნით გამოიყენება ზოგადი დეკლარაცია?

a)

გადასახადების შემცირებისთვის

b)

რისკის ანალიზისა და უსაფრთხოებისთვის

c)

სატრანსპორტო ხარჯების დასადგენად

d)

დაზღვევის დასადგენად

20.
  1. ვის შეუძლია საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა?

a)

მხოლოდ მებაჟეს

b)

მხოლოდ სასამართლოს

c)

დეკლარანტს საბაჟო ორგანოს ნებართვით

d)

პოლიციას

21.

კიდევ რომელ შემთხვევაში აკრძალულია ცვლილება?

a)

როცა დეკლარაცია დაკარგულია

b)

როცა მონაცემები ზუსტია

c)

როცა საბაჟო ორგანომ დაადგინა მონაცემების მცდარობა

d)

როცა საქონელი ადგილზეა

22.

რის საფუძველზე შეიძლება დეკლარაციაში ცვლილების შეტანა?

a)

ზეპირი შეთანხმებით

b)

დეკლარანტის განცხადების საფუძველზე

c)

ავტომატურად

d)

სატელეფონო ზარით

23.

რომელ შემთხვევაში არ დაიშვება ცვლილების შეტანა?

a)

როცა საქონელი უკვე შემოწმებულია

b)

როცა დეკლარაცია წარდგენილია ელექტრონულად

c)

როცა საბაჟო ორგანომ შეატყობინა შემოწმების განზრახვა

d)

როცა დეკლარაცია ახალია

24.

როდის ცნობს საბაჟო ორგანო დეკლარაციას ბათილად?

a)

როცა საქონელი განადგურდება

b)

როცა საქონელი არ იქნა შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე

c)

როცა დეკლარაცია ჩასწორდება

d)

როცა გადაიხდება გადასახადი

25.

რამდენი დღის შემდეგ შეიძლება დეკლარაცია ავტომატურად ბათილად გამოცხადდეს?

a)

100 დღის შემდეგ

b)

150 დღის შემდეგ

c)

200 დღის შემდეგ

d)

365 დღის შემდეგ

26.

შეიძლება თუ არა ზოგადი დეკლარაციის გაუქმება და რა არის ცვლილების შეტანის ზოგადი პირობა?

a)

შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა საქონლის გაყიდვა

b)

შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა საბაჟო ორგანოს თანხმობა დეკლარანტის განცხადების საფუძველზე

c)

შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა სატრანსპორტო კომპანიის მოთხოვნა

d)

შესაძლებელია და ამისთვის არაფერია საჭირო

27.

როდის ექვემდებარება საქონელი საბაჟო ზედამხედველობას?

a)

გაყიდვის შემდეგ

b)

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან

c)

მხოლოდ დეკლარაციის შემდეგ

d)

ტრანზიტის დასრულების შემდეგ

28.

რომელი საქონელი არ ექვემდებარება წარდგენის ვალდებულებას?

a)

კონტეინერით გადატანილი საქონელი

b)

მილსადენით გადაადგილებული საქონელი

c)

საწყობში განთავსებული საქონელი

d)

იმპორტირებული ტექნიკა

29.

რომელ შემთხვევაში არ ვრცელდება წარდგენის ვალდებულება?

a)

სახმელეთო ტრანსპორტზე

b)

საჰაერო სივრცით გაჩერების გარეშე გადაზიდულ საქონელზე

c)

საზღვაო საქონელზე

d)

სარკინოიგზო საქონელზე

30.

რას წარმოადგენს საზღვაო პორტში წარდგენის ერთ-ერთი მოთხოვნა?

a)

ინვოისის წარდგენა

b)

სატვირთო მანიფესტის წარდგენა

c)

ხელშეკრულების წარდგენა

d)

მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია

31.

საერთაშორისო აეროპორტში რა ვადაში უნდა წარდგეს ბარგი?

a)

1 საათში

b)

30 წუთში

c)

15 წუთში

d)

24 საათში

32.

რა უნდა გაკეთდეს უცხოურ საქონელზე წარდგენის შემდეგ?

a)

დაუყოვნებლივ გაყიდვა

b)

დროებით შენახვა და დეკლარაციის წარდგენა

c)

განადგურება

d)

უკან დაბრუნება

33.

რომელ შემთხვევაში არ რეგისტრირდება დროებით შენახვის დეკლარაცია?

a)

საქონლის დაგვიანების დროს

b)

თუ წარდგენილია წინასწარი საბაჟო დეკლარაცია

c)

ხდება საქონლის შეფუთვა

d)

ხდება საქონლის გადაყიდვა

34.

ზოგადი წესის თანახმად, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან რა ვადაში ხორციელდება ზოგადი დეკლარირება?

a)

საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა

b)

საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა

c)

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

d)

საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქონლის შემოტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა

35.

დანიშნულების ადგილის მიმართულებით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება მაქსიმუმ რა ვადაში უნდა განხორციელდეს?

a)

არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა

b)

არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა

c)

არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა

d)

არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა

36.

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი და საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირება რა ვადაში ხორციელდება?

a)

განთავსებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა

b)

განთავსებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა

c)

განთავსებიდან არაუგვიანეს 24 საათისა

d)

განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა

37.

რომელი დღეები არ ითვლება სამუშაო დღეებად?

a)

მხოლოდ კვირა და უქმე დღეები

b)

მხოლოდ შაბათი და კვირა

c)

შაბათი, კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეები

d)

ნებისმიერი დღე, როდესაც საბაჟო ორგანო არ მუშაობს ორცვლიან რეჟიმში

38.

რას ნიშნავს ტერმინი „ზოგადი დეკლარირება“

a)

საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის

b)

საქონლის სრული საბაჟო ღირებულებისა და გადასახადების დაანგარიშებას

c)

საქონლის მესაკუთრის შესახებ სრული ფინანსური ინფორმაციის წარდგენას

d)

საქონლის საზღვარზე ფიზიკურ დათვალიერებას და ლუქის დადებას

39.

რა ფორმით ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება?

a)

მხოლოდ ელექტრონულად

b)

მხოლოდ წერილობით

c)

ელექტრონულად ან წერილობით

d)

მხოლოდ ზეპირსიტყვიერად საბაჟო ოფიცერთან

40.

რომელი დოკუმენტი წარედგინება საბაჟო ორგანოს საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს?

a)

კონოსამენტი

b)

ავიაზედნადები

c)

სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი

d)

საფოსტო გზავნილების ნუსხა

41.

რა ეწოდება საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს წარსადგენ ძირითად სატრანსპორტო დოკუმენტს?

a)

TIR-წიგნაკი

b)

კონოსამენტი

c)

ავიაზედნადები

d)

სარკინიგზო ზედნადები

42.

რომელი დოკუმენტი გამოიყენება საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს?

a)

ავიაზედნადები

b)

კონოსამენტი

c)

სატრანსპორტო ზედნადები

d)

ATA წიგნაკი

43.

რომელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს პირმა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს?

a)

TIR-წიგნაკი

b)

კონოსამენტი

c)

სარკინიგზო ზედნადები

d)

საერთო შესვლის დოკუმენტი

44.

რა დოკუმენტი წარედგინება საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში?

a)

კონოსამენტი

b)

მხოლოდ ინვოისი

c)

საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა

d)

ATA წიგნაკი

45.

რომელი ნებართვაა საჭირო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყანაში შემოტანისას?

a)

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

b)

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

c)

ფიტოსანიტარიული კონტროლის ნებართვა

d)

ნარჩენების ტრანზიტის ნებართვა

46.

მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისათვის რომელი კონკრეტული ნებართვაა საჭირო?

a)

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

b)

ვეტერინარული სერტიფიკატი

c)

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვა

d)

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა

47.

რას ეხება „CITES“ კონვენცია, რომლის დანართებში შეტანილი ობიექტების იმპორტ-ექსპორტსაც სჭირდება სპეციალური ნებართვა?

a)

ორმაგი დანიშნულების პროდუქციას

b)

იარაღსა და საბრძოლო მასალას

c)

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ ფლორასა და ფაუნას

d)

რადიოაქტიურ და ბირთვულ ნივთიერებებს

48.

რა სახის პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვაა საჭირო იმ საქონლისთვის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო გამოყენება?

a)

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ნებართვა

b)

სამხედრო პროდუქციის ნებართვა

c)

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა

d)

რადიოაქტიური მასალების ნებართვა

49.

ვინ გასცემს იმ ვეტერინარულ ან ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს, რომელიც დამატებით უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს?

a)

საქართველოს შემოსავლების სამსახური

b)

ექსპორტიორი ქვეყანა

c)

ფოთის საბაჟო საწყობი

d)

ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი

50.

რა დოკუმენტი წარედგინება ფიტოსანიტარიულ ან ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში ?

a)

შესყიდვის ინვოისი

b)

ფუმიგაციის სერტიფიკატი

c)

ფიტო-ვეტ წინასწარი შეტყობინება,

d)

ლაბორატორიული კვლევის ოქმი

51.

რომელი სასაქონლო პოზიციის მეორადი მოხმარების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას არის სავალდებულო ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი?

a)

ავეჯს

b)

მეორადი მოხმარების მანქანის ნაწილებს

c)

მეორადი მოხმარების რბილ ავეჯს, ტექსტილს, რბილ სათამაშოებს

d)

მეორადი მოხმარების საბურავებს

52.

რა დოკუმენტია საჭირო მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების შემოტანისას?

a)

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი

b)

იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა

c)

ჯანმრთელობის სერტიფიკატი

d)

ფუმიგაციის სერტიფიკატი

53.

რა დოკუმენტი უნდა წარადგინოს პირმა პრეკურსორის შემოტანის შემთხვევაში?

a)

იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა

b)

ლაბორატორიული კვლევის ოქმი

c)

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი

d)

CITES-ის ნებართვა