Worksheetsლექცია 5
Total questions: 35
Worksheet time: 18mins
როგორ შეიძლება დადგინდეს საქონლის საერთო წონა?
მხოლოდ ფაქტობრივი აწონვით
მხოლოდ საქონლის დოკუმენტებში მითითებული მონაცემებით
ფაქტობრივი აწონვით ან/და საშუალო წონის დადგენით
მხოლოდ სურვეირული კომპანიის აქტით
რას შეიძლება დაეყრდნოს საშუალო წონის დადგენა?
მხოლოდ საქონლის ღირებულებას
შეკვრის აწონვას ან/და გადათვლას ან გაზომვას
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების წონას
მხოლოდ ინვოისში მითითებულ რაოდენობას
. რა შემთხვევაში ხორციელდება საქონლის წონის დადგენა შერჩევით?
ნებისმიერი სახის საქონლის შემთხვევაში
მხოლოდ მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში
როდესაც რაოდენობა განისაზღვრება კილოგრამით და საქონელი იდენტური სახეობის, დასახელებისა და სტანდარტული უმცირესი შეფუთვისაა
ხოლოდ ტრანზიტის პროცედურის დროს
როგორ განისაზღვრება იდენტური შეფუთვის მქონე საქონლის საერთო წონა შერჩევითი დადგენისას?
სატრანსპორტო საშუალების წონის გამოკლებით
უმცირესი შეფუთვის საქონლის წონის გამრავლებით იდენტური შეფუთვების რაოდენობაზე
საქონლის დოკუმენტებში მითითებული წონის გაყოფით შეფუთვების რაოდენობაზე
მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით
რა არის აკრძალული საქონლის წონის/რაოდენობის დადგენისას?
ელექტრონული სასწორის გამოყენება
საშუალო წონის დადგენა
დადგენილი ნორმების დარღვევით არსებული ასაწონი/გასაზომი საშუალებების გამოყენება
საქონლის შერჩევითი აწონვა
საზღვაო გზით საქართველოდან გასატან საქონელზე, როდესაც დეკლარაცია წარდგენილია ჩატვირთვამდე, რა დოკუმენტით ხელმძღვანელობს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი?
მხოლოდ ინვოისით
სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით საქონლის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტით
მხოლოდ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატით
რა შემთხვევაში შეიძლება ჩატვირთვისას შედგენილი სურვეირული კომპანიის აქტის საფუძველზე დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება?
საბაჟო ორგანოს ზეპირი მითითების საფუძველზე
მხოლოდ გადამზიდველის მოთხოვნით
დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში
ავტომატურად, განცხადების გარეშე
ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რა ზღვრის გადაჭარბებისას ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება?
0.5%-ზე მეტის
1%-ზე მეტის
2%-ზე მეტის
5%-ზე მეტის
1%-დან 2%-მდე წონის გადაჭარბების შემთხვევაში, ვინ განსაზღვრავს საბაჟო მარშრუტს?
მხოლოდ მძღოლი
მხოლოდ დეკლარანტი
გამგზავნი ან/და აწონვის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო
სურვეირული კომპანია
1%-დან 2%-მდე წონის გადაჭარბების შემთხვევაში, რა ხორციელდება დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლისა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალების წარდგენის შემდეგ?
საქონლის ავტომატური განადგურება
სატვირთო სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი აწონვა
მხოლოდ დოკუმენტების შემოწმება
ახალი დეკლარაციის სავალდებულო წარდგენა
განმეორებითი აწონვის შედეგად, თუ მთლიანი წონა არაუმეტეს 2%-ით აღემატება დოკუმენტებში მითითებულ წონათა ჯამს, რა წესით სრულდება ტრანზიტის პროცედურა?
ყოველთვის დათვალიერებით
მხოლოდ სურვეირული კომპანიის მონაწილეობით
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების გარეშე, შესაბამისი გამონაკლისის გათვალისწინებით
დაზღვევისტრანზიტის პროცედურა არ სრულდება კომპანია
რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს განმეორებითი/დამატებითი ან მიზანმიმართული დათვალიერება, მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი აწონვისას გადაჭარბება არაუმეტეს 2%-ია?
შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას, როდესაც ამის საჭიროება იკვეთება
მხოლოდ მძღოლის სურვილის შემთხვევაში
მხოლოდ დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნით
მხოლოდ ღამის საათებში
რა ხდება, თუ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში განმეორებითი აწონვისას წონის გადაჭარბებამ 2%-ს გადააჭარბა?
საქონლის წონა აღარ მოწმდება
ხდება მხოლოდ მძღოლის გამოკითხვა
ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება
ტრანზიტის პროცედურა ავტომატურად სრულდება დათვალიერების გარეშე
თუ საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, რა ხდება?
საქონელი თავისუფლდება საბაჟო კონტროლისგან
საქონელი ნადგურდება
საქონელი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალება გაიშვება გაფორმების საბაჟო ორგანოს დანიშნულებით შემდგომი საბაჟო კონტროლის მიზნით
დეკლარაცია ავტომატურად უქმდება
რა ხდება, თუ აწონვისას სატრანსპორტო საშუალების ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან ფაქტობრივი მასა აღემატება დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს?
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირი ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას
საქონელი ავტომატურად თავისუფლდება საბაჟო კონტროლისგან
მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება გაიცემა
სატრანსპორტო საშუალება ავტომატურად გადის საზღვრიდან
თუ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ტვირთის გადანაწილებით უზრუნველყოფს მასის დადგენილ ზღვრამდე შემცირებას, რომელი მონაცემები გამოიყენება წონათა ჯამის გამოსათვლელად?
თავდაპირველი აწონვის მონაცემები
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტის მონაცემები
ტვირთის გადანაწილების შედეგად მიღებული მონაცემები
მხოლოდ საქონლის თანმხლები დოკუმენტების მონაცემები
ვის შეუძლია საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება?
მხოლოდ დეკლარანტს
მხოლოდ ექსპერტს
საბაჟო ორგანოს თანამშრომელს, თავისი ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით
მხოლოდ სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომელს
საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას რა დოკუმენტი უნდა გაფორმდეს?
მხოლოდ დეკლარაცია
სათანადო აქტი
მხოლოდ ინვოისი
სატრანსპორტო ზედნადები
ვის გადაეცემა საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღების შესახებ აქტის ერთი ეგზემპლარი?
მხოლოდ ექსპერტს
საქონელზე უფლებამოსილ პირს ან მის წარმომადგენელს
მხოლოდ გადამზიდველს
მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის უფროსს
საქონლის დათვალიერების აქტში სინჯის/ნიმუშის აღების ფაქტთან ერთად რა ინფორმაცია უნდა მიეთითოს?
საქონლის ღირებულება
მხოლოდ საქონლის წარმოშობის ქვეყანა
რომელი შეკვრიდან და რა რაოდენობით იქნა აღებული სინჯი ან/და ნიმუში
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი
რა შემთხვევაში ხდება საქონლის სინჯისა და ნიმუშის აღება ექსპერტის ან სპეციალისტის მონაწილეობით?
ყოველთვის
მხოლოდ დეკლარანტის მოთხოვნით
აუცილებლობის შემთხვევაში
მხოლოდ ტრანზიტის დროს
ვის შეუძლია საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით?
მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანამშრომელს
დეკლარანტს, საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირს, მათ წარმომადგენლებს და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომლებს
მხოლოდ ექსპერტს
მხოლოდ საქონლის მფლობელს
რა პირობა უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ დეკლარანტმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა სინჯი/ნიმუში აიღოს?
საქონლის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 300 ლარს
საქონელი აუცილებლად უნდა იყოს იმპორტირებული
სინჯის/ნიმუშის აღება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ან ართულებდეს საბაჟო კონტროლს
სინჯის აღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექსპერტის თანდასწრებით
გარდა იმისა, რომ სინჯის/ნიმუშის აღება არ უნდა ართულებდეს საბაჟო კონტროლს, კიდევ რა პირობაა გათვალისწინებული?
არ უნდა შეიცვალოს საქონლის მახასიათებელი ნიშნები
საქონელი უნდა იყოს შეფუთული
საქონელი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების
უნდა არსებობდეს ექსპერტის წერილობითი თანხმობა
ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვისას ვის მონაწილეობით შეუძლია დეკლარანტს სატრანსპორტო საშუალების გახსნა და სინჯის აღება?
მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მონაწილეობით
სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით
მხოლოდ გადამზიდველის მონაწილეობით
მხოლოდ ექსპერტის მონაწილეობით
სინჯებისა და ნიმუშების აღებისას დეკლარანტს ევალება თუ არა მათზე ცალკე დეკლარაციის წარდგენა?
ყოველთვის ევალება
მხოლოდ იმპორტის შემთხვევაში ევალება
ცალკე დეკლარაცია არ წარედგინება, თუ ისინი გათვალისწინებული იქნება დეკლარაციაში
მხოლოდ ექსპერტიზის შემთხვევაში ევალება
რა ოდენობით უნდა იქნეს აღებული საქონლის სინჯები და ნიმუშები?
საქონლის არანაკლებ 10%-ის ოდენობით
მაქსიმალურად დიდი რაოდენობით
იმ მინიმალური ოდენობით, რაც საკმარისია მათი გამოკვლევისთვის
მხოლოდ ერთი ერთეულის ოდენობით
შეუძლია თუ არა საბაჟო ორგანოს თანამშრომელს დეკლარანტისა და მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება?
არა, არასდროს
მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით
დიახ
მხოლოდ დეკლარანტის წერილობითი თანხმობით
რა შემთხვევაში ინიშნება საქონლის ექსპერტიზა?
როდესაც საქონლის ღირებულება 300 ლარზე მეტია
როდესაც საქონლის სინჯების ან/და ნიმუშების გამოკვლევა სპეციალურ ცოდნას საჭიროებს
ყველა საქონლის შემთხვევაში
მხოლოდ დეკლარანტის მოთხოვნით
ვის მიერ ტარდება ექსპერტიზა?
მხოლოდ დეკლარანტის მიერ
მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ
შემოსავლების სამსახურის ან მოწვეული ექსპერტების მიერ, რომლებსაც შესაბამისი სპეციალური ცოდნა გააჩნიათ
მხოლოდ საქონლის მფლობელის მიერ
რა შემთხვევაში მიიღება საფოსტო გზავნილის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილების გადამზიდველის ან გზავნილის მიმღების მიერ?
როდესაც გზავნილის ღირებულება 100 ლარს აღემატება
როდესაც გზავნილს არ გააჩნია ღირებულების ამსახველი დოკუმენტი ან სავარაუდო ღირებულება 300 ლარზე მეტია, ხოლო ფიზიკური პირის გზავნილის შემთხვევაში — 3000 ლარზე მეტი
მხოლოდ მაშინ, როდესაც გზავნილი დაზიანებულია
ყველა საფოსტო გზავნილის შემთხვევაში
რა უფლება აქვს საფოსტო გზავნილის მიმღებს, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ ან სავარაუდოდ განსაზღვრულ ღირებულებას?
შეუძლია მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა ან განმეორებითი ექსპერტიზა საკუთარი ხარჯით
შეუძლია მოითხოვოს გზავნილის უფასოდ განადგურება
შეუძლია თვითონ შეცვალოს საბაჟო ღირებულება
შეუძლია უარი თქვას საბაჟო კონტროლზე
რა ფორმით უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ?
მხოლოდ ზეპირი ფორმით
მხოლოდ სატელეფონო შეტყობინებით
წერილობითი ან ელექტრონული, ფორმით
მხოლოდ დეკლარაციაში ჩანაწერის სახით
რა უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში?
მხოლოდ საქონლის დასახელება
ექსპერტიზის მიზანი, ადგილი, ექსპერტის/ორგანიზაციის დასახელება, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები და წარსადგენი დოკუმენტებისა და მასალების ჩამონათვალი
მხოლოდ დეკლარანტის პირადი ნომერი
მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულება
100-ზე მეტი საქონლის შემთხვევაში რა ხდება?
დეკლარაცია უქმდება
ივსება ახალი დეკლარაცია
იკრიბება ერთში
ვამჭიდროვებთ ან ვაერთიანებთ კოდებს რომ ჩავტიოთ ერთში
