Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

სისხლის ზოგადი: სუბიექტური შემადგენლობა

Total questions: 15

Worksheet time: 29mins

Name
Class
Date
1.

რა წარმოადგენს განზრახი დანაშაულის ქმედების შემადგენლობის სუბიექტურ ნიშნებს?

a)

სპეციალური მიზანი და სპეციალური ცოდნა

b)

ცოდნა და შედეგი

c)

ქმედება და მიზანი

d)

სპეციალური ცოდნა და შედეგი

2.

აქვს თუ არა გაუფრთხილებლობას სუბიექტური შემადგენლობა

a)

არა

b)

აქვს მხოლოდ თვითიმედოვნებას

c)

აქვს მხოლოდ დაუდევრობას

d)

აქვს ყველა შემთხვევაში

3.

რა არის გაუფრთხილებლობის ფორმები?

a)

თვითიმედოვნება და დაუდევრობა

b)

დაუდევრობა და პირდაპირი განზრახვა

c)

თვითიმედოვნება და არაპირდაპირი განზრახვა

d)

დაუდევრობა და არაპირდაპირი განზრახვა

4.

რა არის განზრახვის სახეები?

a)

განზრახვა და თვითიმედოვნება

b)

განზრახვა და დაუდევრობა

c)

განზრახვა და გაუფრთხილებლობა

d)

პირდაპირი და არაპირდაპირი

5.

რამდენ კომპონენტს მოიცავს განზრახვა?

a)

3-ს - ცოდნა იმისა რას ვაკეთებთ, სურვილი იმისა რას ვაკეთებთ და მართლწინააღმდეგობის შეგნება

b)

2-ს - ცოდნა იმისა რას ვაკეთებთ, სურვილი იმისა რას ვაკეთებთ

c)

3-ს - ცოდნა იმისა რას ვაკეთებთ, სურვილი იმისა რას ვაკეთებთ და ბრალის შეგნება

d)

2-ს - ცოდნა იმისა რას ვაკეთებთ და მართლწინააღმდეგობის შეგნება

6.

რას გულისხმობს პირდაპირი განზრახვა?

a)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, თუმცა არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი

b)

პირს არ აქვს გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

c)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, ანდა არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

d)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

7.

რას გულისხმობს არაპირდაპირი განზრახვა?

a)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ განზრახ მაინც დააყენა ეს შედეგი

b)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

c)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

d)

პირს არ აქვს გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

8.

რას გულისხმობს პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა?

a)

როდესაც პირს არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მაგრამ გარადუვლად მიიჩნევს მის დადგომას

b)

როდესაც პირს სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ითვალისწინებს მისი დადგომის შესაძლებლობას

c)

როდესაც პირს არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

9.

ა-მ გადაწვიტა თავისი მეგობრის "მაკაროვის" სისტემის იარაღით მოკვლა ეჭვიანობის ნიადაგზე. თუმცა, შემდეგ დარწმუნდა, რომ ის მასზე ტყუილად ეჭვიანობდა, მაგრამ იარაღის წმენდისას გაუვარდა და მაინც მოკლა მეგობარი. შეფასეთ რისთვის დაისჯება "ა"?

a)

განზრახი მკვლელობისთვის, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა მოკვლის სურვილი

b)

გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მას მხოლოდ წინმსწრები განზრახვა ჰქონდა

c)

არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობისთვის, რადგან მას არ სურდა მეგობრის მოკვლა, უბრალოდ გაუვარდა

d)

ყველა პასუხი სწორია

10.

"ა"-მ ჩხუბის დროს, განზრახ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა "ბ"-ს. თუმცა როცა გაიაზრა რა გააკეთა ყველანაირად შეეცადა მის დახმარებას, გამოუძახა სასწრაფოს, გაუწია პირველადი დახმარება. მიუხედავად ამისა, "ა' სისხლის დაკარგვის გამო მაინც გარდაიცვალა. შეფასეთ რა ქმედებისთვის დაისჯება "ა"

a)

თვითიმედოვნებისთვის, რადგან მან წინდახედულობის ნორმა დაარღვია

b)

გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის, რადგან მან ყველაფერი ქნა ბ-ს გადასარჩენა

c)

განზრახი მკლელობისთვის, რადგან მას სინანულის გრძნობა, ქმედების ჩადენის შემდეგ წარმოეშვა და ამიტომ მის მონდომებას მნიშვნელობა აღარ აქვს

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

11.

რას გულისხმობს თვითიმედოვნება?

a)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

b)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

c)

პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

d)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

12.

რა არის დაუდევრობა

a)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა იმ ფაქტს, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

b)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

c)

პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

d)

პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

13.

რას ნიშნავს ალტერნატიული განზრახვა?

a)

პირს ორი ან მეტი სიკეთიდან განზრახული აქვს ერთ-ერთის ხელყოფა, მაგრამ მისთვის სულერთია რომელი დაიზანდება

b)

პირს აქვს მხოლოდ ერთი სუბიექტის დაზიანების სურვილი და მიზანი

c)

პირს ორი ან მეტი სიკეთიდან განზრახული აქვს ერთ-ერთის ხელყოფა და ამავდროულად მას სურვილი აქვს კონკრეტული სუბიექტის ხელყოფა

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

14.

"ა" თოფს ისვრის იმ მიზნით, რომ მოკლას ან "ბ" ან "გ". თუმცა ტყვია ხვდება ორივეს და ორივე კვდება. შეფასეთ ეს შემთხვევა

a)

ამ დროს სახეზე გვექნება ორი ადამიანის განზრახ მვკლელობა, რადგან განზრახ ისროლა მან თოფი

b)

სახეზეა ერთის განზრახ მკვლელობა და მეორის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, რადგან ა-ს მხოლოდ 1 ადამიანის მოკვლის განზრახვა ჰქონდა

c)

სახეზეა ერთის განზრახ მკვლელობა და მეორის განზრახ მკვლელობის მცდელობა

d)

ორივე შემთხვევაში სახეზეა მკვლელობის მცდელობა, რადგან მას კონკრეტულად არცერთისთვის არ დაუმიზნებია

15.

რას ნიშნავს კუმულაციური განზრახვა?

a)

ამ დროს ადამიანს განზრახული აქვს სამი ან სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა

b)

ამ დროს ადამიანს განზრახული აქვს კონკრეტულად გამოკვეთილი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა

c)

ამ დროს ადამიანს განზრახული აქვს ერთ-ერთი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა

d)

ამ დროს ადამიანს განზრახული აქვს ორი ან მეტი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა