wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

შუშანიკის წამება

Total questions: 10

Worksheet time: 5mins

Name
Class
Date
1.

რომელ ჟნრს მიეკუთვნება შუშანიკის წამება?

a)

სათავგადასავლო

b)

ჰაგიოგრაფიულ

c)

ეპისტოლურ

d)

ჰიმნოგრაფიულ

2.

რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში- ,,მოვიდა მგელი იგი?"

a)

მეტაფორა

b)

ეპითეტი

c)

შედარება

d)

გაპიროვნება

3.

რა მნიშვნელობით არის გამოყენებული ნაწარმოებში სიტყვა -,,ტაძარი?"

a)

როგორც მონასტერი

b)

როგორც გამოქვაბული

c)

როგორც საყდარი

d)

როგორც სასახლე

4.

რას ნიშნავს სიტყვა - ,,უზმასა გარდაევლინეს?"

a)

ნასაუზმევი იყო

b)

მშიერი იყო

c)

ნასამხრალი იყო

d)

გამწყრალი იყო

5.

რა გააპროტესტა შუშანიკმა პურობის დროს?

a)

მისმა მაზლმა და რძალმა შუშანიკის შვილებიც რომ არ მიიწვიეს სავახშმოდ

b)

მისი მაძლი და რძალი რჯულშეცვლილ ვარსქენთან ერთად რომ პურობდნენ

c)

ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა გამაზდეანებული ვარსქენი რომ სასახლეში შეუშვეს

d)

ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა გამაზდეანებულ ვარსქენს ზურგი რომ აქციეს

6.

რა ბრძანება გასცა ვარსქენმა?

a)

შუშანიკი სასახლიდან გაეძევებინათ

b)

შუშანიკისთვის შვილები წაერთმიათ

c)

ნაწამები შუშანიკის სანახავად არავინ შეეშვათ

d)

შუშანიკს რჯული შეეცვალა

7.

რას ნიშნავს ფრაზა - ,,ვითარცა ცისკარ ოდენ იყო?"

a)

როგორც კი ირიჟრაჟა

b)

როგორც კი დამშვიდდა

c)

როგორც კი შებინდდა

d)

როგორც კი გაიღვიძა

8.

რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში-,,ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი"?

a)

ლიტოტესი

b)

ეპითეტი

c)

შედარება

d)

ჰიპერბოლა

9.

რას ნიშნავს ფრაზა- ,,ნურავინ შევალს ხილვად მისდა?"

a)

ნურავინ შევა მის სანახავად

b)

ნურავინ ნახვას ნუ მოისურვებს

c)

ნურავის ეტყვით მის შესახებ

d)

ნურავინ მკითხავს მის შესახებ

10.

რას გამოხატავს სიტყვები - ,,უბადრუკო, არა მისი გაზრდილი ხარა?"

a)

პატივისცემას

b)

საყვედურს

c)

ირონიას

d)

მწუხარებას