Worksheetsმუნი
Total questions: 10
Worksheet time: 5mins
მუნის ტკიპის გავრცელების ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზაა:
ა) ხველება ან ცემინება
ბ) მწერების ნაკბენი
გ) კანი-კანთან ხანგრძლივი კონტაქტი
დ) დაავადებულთან საუბრით
ტკიპის დასანახად გამოიყენება?
ძლიერი ფანარი
მიკროსკოპი ან ძლიერი გამადიდებელი შუშა
მზის შუქი
წყალი
რა კავშირი აქვს მუნის დაავადებას ცუდ პირად ჰიგიენასთან?
ა) ცუდი ჰიგიენა პირდაპირ იწვევს მუნს.
ბ) მუნი მხოლოდ იმ ადამიანებს ემართებათ, ვინც იშვიათად იბანენ.
გ) მუნს ჰიგიენასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს ის ყველას შეიძლება დაემართოს.
დ) ჭუჭყიანი კანი ტკიპას იზიდავს.
სკაბიესის წარმატებული მკურნალობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
მხოლოდ იმის მკურნალობა, ვისაც გამონაყარი აქვს.
ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა
ექიმის დანიშნულებით ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა .
ტანსაცმლის გადაყრა.
მუნის დროს მყარი ზედაპირების (მაგ., მაგიდის) დამუშავება მოითხოვს:
ტოქსიკური პესტიციდების გამოყენებას.
გაცხელებას 60∘C-ზე.
წმენდა სადეზინფექციო ხსნარით საკმარისია, რადგან ტკიპა მალე კვდება
მყარი ზედაპირების მინიმუმ 7 დღით დალუქვას.
რა არის საუკეთესო საშუალება მუნის ტკიპების მოსაკლავად თეთრეულსა და ტანსაცმელში, რომლის გარეცხვაც შეიძლება?
გრილი წყალი და ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება.
ცხელი წყალი (მინიმუმ 60∘C) და შემდგომ გაუთავება .
მზეზე გაშრობა.
წყლის გარეშე, მხოლოდ დაუთოება.
სკაბიესის დროს ქავილი ყველაზე ხშირად სად იწყება?
თავის თმებში
ფრჩხილებზე
პირის გარშემო
თითებს შორის, მაჯებზე ან იდაყვებზე
ქავილი და გამონაყარი რა არის სინამდვილეში?
ტკიპების ნაკბენები.
ჩვენი სხეულის ალერგიული რეაქცია ტკიპის ნარჩენებზე.
სისხლის დაკარგვა.
მტვრის ბრალია.
თუ მუნი ძაღლიდან გადმოგვედო, მოგვიწევს თუ არა ადამიანის მუნის მკურნალობა?
დიახ, მაშინვე უნდა დავიწყოთ მკურნალობა.
არა, ძაღლის ტკიპა ჩვენს კანზე ვერ მრავლდება და თავისით კვდება.
მხოლოდ მაშინ, თუ დიდხანს გვეხუტება.
დიახ რადგან ძაღლის ტკიპა ჩვენს კანზე მრავლდება .
დღის რომელი დროა, როდესაც ქავილი ყველაზე მეტად გვაწუხებს?
ღამით, საწოლში
დილით, გაღვიძებისთანავე
შუადღით, სკოლაში
როცა ვვარჯიშობთ
