Search Header Logo
მზე ვარსკვლავია

მზე ვარსკვლავია

Assessment

Presentation

Science

3rd - 4th Grade

Practice Problem

Hard

Created by

Sofi Bakuzanashvili

Used 4+ times

FREE Resource

7 Slides • 0 Questions

1

მზე ვარსკვლავია

სოფიკო ბაქუზანაშვილი

media

2

​მზე ვარსკვლავია

​მზე ჩვენს გალაქტიკაშია და სხვა ვარსკვლავებთან შედარებით , დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა.

media

​ის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელსაც დღისით ვხედავთ.

media

3

  • ​მზე უზარმაზარი ბურთის ფორმისაა და დედამიწაზე ბევრად დიდია.

media
  • ​ის გავარვარებული გაზის უზარმაზარი ბურთია.

  • ​მზის ზედაპირზე ტემპერატურა არანაკლებ 6 ათასი გრადუსია, მზის გულში კი უფრო მეტი.

  • ​ის მუდმივად ანათებს და სითბოს გამოყოფს.

  • ​მზე, ისევე როგორც ვარსკვლავები, სინათლის ბუნებრივი წყაროა.

media
media

4

​დედამიწა მზის სითბოს მხოლოდ მცირე ნაწილს იღებს. მისი სხივებით თბება ხმელეთი, წყალი და ჰაერი, ოკეანეებისა და ზღვების ზედაპირიდან ორთქლდება წყალი.

media
media
media

5

​მზესთან დაკავშირებულია დღე-ღამისა და წელიწადის დროთა მონაცვლეობა.

media
media
media

​მზის გარეშე დედამიწაზე ვერც სიცოცხლე და ვერც ცოცხალი ორგანიზმები იარსებებდა.

media
media

6

media

მზის ზედაპირზე ზოგან მუქი ადგილებია, რომლებსაც მზის ლაქები ჰქვია. ისინი მზის ზედაპირის სხვა ნაწილებთან შედარებით ოდნავ ცივია.

მზე ჩვენგან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მისგან წამოსულ სხივს დედამიწამდე მოსაღწევად მხოლოდ 8 წუთი სჭირდება.

​მზის გულში ტემპერატურა 15-20 მილიონი გრადუსიაა.

media

7

​მზე სიცოცხლის წყაროა.

​არასოდეს გაუსწორო მზეს თვალი, რადგან მისი ძლიერი ნათება მხედველობას დაგიზიანებს.

media
media
media

მზე ვარსკვლავია

სოფიკო ბაქუზანაშვილი

media

Show answer

Auto Play

Slide 1 / 7

SLIDE