
წყალი და მისი თვისებები
Presentation
•
Science
•
3rd - 4th Grade
•
Hard
tam una
Used 53+ times
FREE Resource
28 Slides • 0 Questions
1
2
წყალი ყველგანაა: ჩვენ გარშემო და ჩვენს ორგანიზმში.
მას ჩვენი პლანეტის ზედაპირის დიდი ნაწილი უკავია.
წყალი რომ არ იყოს, როგორ პლანეტას დაემსგავსებოდა დედამიწა?
3
4
ოკეანეები;
ზღვები;
მდინარეები;
ტბები;
ჭაობები.
ნიადაგიც, სხვა ნივთიერებებთან ერთად წყალს შეიცავს. მასში გახსნილია მარილები, რომლებიც მცენარის ზრდა-განვითარებისთვისაა საჭირო.
5
წყლის უდიდესი ნაწილი მსოფლიო ოკეანეშია, მტკნარი* წყლის მარაგი კი ძალიან მცირეა.
*მტკნარი წყალი - სასმელად ვარგისი წყალი.
6
წყლის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. წყალი ყველა ცოცხალი ორგანიზმის შემადგენლობაშია.
ორგანიზმის მნიშვნელოვან ნაწილს წყალი შეადგენს.
7
მცენარე ფესვებით წყალს შეიწოვს.
რა მოუვა მცენარეს უწყლოდ?
8
მრავალი მცენარისა და ცხოველისათვის წყალი ერთადერთი საარსებო გარემოა.
გაიხსენე და ჩამოთვალე წყალში მობინადრე ორგანიზმები.
შენი აზრით, რატომ არ შეუძლიათ სხვა გარემოში ცხოვრება?
9
წყალი არის:
გამჭვირვალე;
უფერო;
უსუნო;
უგემო.
წყალს არ აქვს საკუთარი ფორმა. ის იმ ჭურჭლის ფორმას იღებს, რომელშიც მოვათავსებთ.
10
თუ ორი წყლიანი ჭიქიდან ერთში ჩავყრით ქვიშას, მეორეში კი - შაქარს და ორივეს მოვურევთ კოვზით, როგორ ფიქრობთ, რა გაიხსნება წყალში და რა არა?
11
წყალს ერთი კარგი თვისება აქვს: ის კარგი გამხსნელია.
წყალში გარდა მყარი სხეულებისა, ზოგიერთი სითხე და აირიც იხსნება. თევზები სწორედ წყალში გახსნილი ჟანგბადით სუნთქავენ.
ჟანგბადიც ხომ აირია.
12
რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
გემოთი (ზღვის წყალი მომწარო-მომლაშო, მდინარისა - არა);
რატომ????
ბუნებაში სუფთა წყალი იშვიათად გვხვდება.
13
არსებობენ მყარი სხეულები, რომლებიც შეიძლება აირად ან სითხედ იქცეს.
აირი ➡სითხე
აირი ➡ მყარი სხეული
სითხე ➡ მყარი სხეული
სითხე ➡ აირი.
დაიმახსვორე!
სხეულის სხვადასხვა მდგომარეობას აგრეგატული მდგომარეობა ჰქვია.
14
15
თხევადი (წვიმა, ზღვა);
მყარი (თოვლი, ყინული)
აირი (ორთქლი).
წყალი ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში ადვილად გადადის.
16
რომელ აგრეგატულ მდგომარეობაშა წყალი თითოეულ მათგანზე?
17
როგორ ფიქრობ, როდის გადავა წყალი თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში?
ანუ როდის იქცევა ყინულად?
დაიმახსოვრე!
წყლის თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლას გაყინვა ეწოდება.
18
თუ წყლით სავსე ბოთლს მაცივრის საყინულეში შედგამ, ან ზამთარში გარეთ დაგრჩება, ნახავ, რომ წყალი გაყინული ბოთლი კი გამსკდარი დაგხვდება.
რატომ?
19
ამის მიზეზი ისაა, რომ გაყინვისას წყალი ფართოვდება, ბოთლში ვეღარ ეტევა და ბოთლიც სკდება.
20
როგორ ფიქრობ, როდის გადავა წყალი მყარი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში?
დაიმახსოვრე!
წყლის მყარი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში გადასვლას ლღობა ჰქვია.
21
როგორ ფიქრობ, რატომ შრება სველი ტანსაცმელი?
22
როგორ ფიქრობ, როდის გადავა წყალი თხევადი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში?
დაიმახსოვრე!
წყლის თხევადი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადასვლას აორთქლება ჰქვია.
23
წყალი დედამიწის ზედაპირიდან - ოკეანეებიდან და ზღვებიდან მდინარეებიდან და ტბებიდან და ა.შ. წელიწადის ნებისმიერ დროს მუდმივად ორთქლდება.
24
გამთბარი წყლის ორთქლი ჰაერში სითბოს გასცემს, ცივდება და კვლავ წყლის წვეთებად იქცევა.
დაიმახსოვრე!
პროცესს, როდესაც წყალი აირადი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში გადადის კონდენსაცია ჰქვია.
25
წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა დამოკიდებულია სითბოს გაცემა-მიღებაზე.
სითბოს მიღებისას წყალი მყარიდან ➡ თხევადში, თხევადიდან ➡ აირად მდგომარეობაში გადადის.
26
სითბოს გავცემისას კი პირიქით: აირადი მდგომარეობიდან წყალი თხევად მდგომარეობაში გადადის ანუ კონდენსირდება.
თხევადიდან კი მყარ მდგომარეობაში ანუ იყინება.
27
დაგჭირდება:
სარკე, საათი, საყინულე.
მსვლელობა:
საყინულეში 5-6 წუთით მოათავსე სარკე.
დროის გასვლის შემდეგ გამოიღე, დააორთქლე სარკის ზედაპირს.
დააკვირდი რამდენიმე წუთის განმავლობაში.
უპასუხე კითხვებს:
ა) რა მოუვიდა სარკეს დაორთქლებისთანავე?
ბ) ცოტა ხნის შემდეგ?
გ) რას დაარქმევდი ამ მოვლენას?
28
მადლობა
ყურადღებისთვის!
Show answer
Auto Play
Slide 1 / 28
SLIDE
Similar Resources on Wayground
15 questions
ბლიცი
Presentation
•
8th Grade
12 questions
ქართული
Presentation
•
8th - 9th Grade
13 questions
ლექსის ანალიზი
Presentation
•
10th Grade
7 questions
სახალისო შეჯამება
Presentation
•
11th Grade
11 questions
რომანტიზმი
Presentation
•
11th - 12th Grade
27 questions
Rooms and Objects
Presentation
•
3rd Grade
15 questions
ვიქტორინა ქართულ ენაში
Presentation
•
4th Grade
12 questions
fan
Presentation
•
1st Grade
Popular Resources on Wayground
10 questions
How much do you know about our Portrait of an Eagle?
Quiz
•
10th Grade
10 questions
Fast Food Slogans
Quiz
•
6th - 8th Grade
21 questions
Continents and Oceans
Quiz
•
6th Grade
20 questions
Parts of Speech
Quiz
•
5th Grade
16 questions
Subject & Predicate
Quiz
•
5th Grade
25 questions
Multiplication Facts
Quiz
•
5th Grade
12 questions
Map Skills
Quiz
•
3rd Grade
22 questions
Continents and Oceans
Quiz
•
5th Grade
Discover more resources for Science
10 questions
Mixtures and Solutions
Quiz
•
4th Grade
20 questions
Force and Motion
Quiz
•
3rd - 4th Grade
14 questions
Scientific Method
Quiz
•
4th Grade
10 questions
Mixtures and Solutions
Quiz
•
4th Grade
10 questions
Identifying Physical and Chemical Changes
Interactive video
•
1st - 5th Grade
22 questions
Properties of Matter
Quiz
•
4th Grade
11 questions
Energy Transferring
Quiz
•
4th Grade
20 questions
States of Matter
Quiz
•
3rd Grade