Worksheetsენერგეტიკის სამართალი - ლექცია I-III
Total questions: 10
Worksheet time: 5mins
საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პირველწყარო არის:
საქართველოს მთავრობის დადგენილება
ენერგეტიკის (ეკონომიკის) მინისტრის ბრძანება
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სემეკის თავმჯდომარის ბრძანება
აირჩიეთ სწორი პასუხი
სემეკი არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირი
სემეკის ბიუჯეტის ფორმირებაში არ მონაწილეობს სახელმწიფო ბიუჯეტი
სემეკის მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს პარლამენტი
სემეკის უფლებამოსილების ფარგლებს განსაზღვრავს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობის დერეგულირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილია:
საქართველოს პარლამენტი
ენერგეტიკის (ეკონომიკის) მინისტრი
სემეკი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
საქართველოში დერეგულირებულია შემდეგი ტიპის ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა:
13 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები
2017 წლიდან 40 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურები
2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ელექტროსადგურები
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
გარანტირებული სიმძლავრის წყარო არის:
თბოსადგურები
მარეგულირებელი სადგურები - ენგურჰესი და ვარდნილჰესი
თბოსადგურები, რომელთაც მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვთ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სტატუსი
ახალაშენებული ელექტროსადგურები
ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არის:
გადამცემი სისტემის ოპერატორი
ბაზრის კომერციული ოპერატორი
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
ელექტროენერგიის პირდაპირი (კვალიფიციური) მომხმარებელი:
ელექტროენერგიას შეისყიდის მიმწოდებელთან შეთანხმებული ტარიფით, საკუთარი საჭიროებისთვის
ელექტროენერგიას შეისყიდის "თელასისგან", ექსპორტის მიზნით
ელექტროენერგიას შეისყიდის მიმწოდებელთან შეთანხმებული ტარიფით, ექსპორტის მიზნით
ელექტროენერგიას შეისყიდის ფიქსირებული სამომხმარებლო ტარიფით, საკუთარი საჭიროებისთვის
ესკო:
არის ბაზრის კომერციული ოპერატორი
შეისყიდის და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს
ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველ პირს არეგისტრირებს კვალიფიციურ საწარმოდ
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
13 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური გათავისუფლებულია:
ლიცენზიის და ტარიფის დადგენის ვალდებულებისგან
"ესკოში" კვალიფიციულ საწარმოდ რეგისტრაციის პროცედურისგან
ტარიფის დადგენის ვალდებულებისგან მხოლოდ ზაფხულის პერიოდში
ტარიფის დადგენის ვალდებულებისგან მხოლოდ ზამთრის პერიოდში
აირჩიეთ სწორი პასუხი
სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილ წესებს, რომლის მიხედვითაც პირდაპირი მომხმარებელი შეისყიდის ელექტროენერგიას წარმოების ლიცენზიატისგან
სტანდარტული პირობები წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილ წესებს, რომელსაც "ესკო" უდგენს საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მონაწილეებს
სტანდარტული პირობები განთავსებულია "ესკოს" ვებ-გვერდზე, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირებს შორის პირდაპირი ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების განსაზღვრის მიზნით
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
