wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ფინანსური აღრიცხვა - მეათე კვირის ტესტი

Total questions: 10

Worksheet time: 4mins

Name
Class
Date
1.

საწარმომ შეიძინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა 900 ლარად, პროგრამის დაინსტალირებაში გადაიხადა 217 ლარი, ხოლო ბუღალტრის სწავლებაში 300 ლარი.


დავალება: განსაზღვრეთ ბუღალტრული პროგრამის თვითღირებულება.

a)

1417

b)

1117

c)

1200

d)

517

2.

რომელი ბუღალტრული მუხლით არ აისახება არამატერიალური აქტივების შეძენა:

a)

დ 2500 კ 3110

b)

დ 2500 კ 1210

c)

დ 2500 კ 1430

d)

დ 2500 კ 7310

3.

მიმდინარე წელს A საწარმომ შეიძინა B საწარმო 300 000 ლარად, რომლის აქტივების რეალური ღირებულება არის: შენობა 200 000 ლარი, საქონელი 150 000 ლარი, დებიტორული დავალიანება 40 000 ლარი. B საწარმოს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, რომელიც შეადგენს 120 000 ლარს. საწარმო გრძელვალიან აქტივებს ცვეთას არიცხავს წრფივი მეთოდით - 20%-იანი განაკვეთით.


დავალება: განსაზღვრეთ გუდვილის ღირებულება

a)

30 000

b)

270 000

c)

390 000

d)

90 000

4.

რომელი ბუღალტრული მუხლით აისახება არამატერიალური აქტივების გასვლით წარმოქმნილი ზარალი:

a)

დ 8130 კ 2500 კ 2600

b)

დ 8120 დ 2500 კ 2600

c)

დ 8220 დ 2600 კ 2500

d)

დ 5120 კ 2500 კ 3110

5.

საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის საბალანსო ღირებულება შეადგენს 9 300 ლარს. მენეჯერის გადაწყვეტილებით პროგრამა ჩამოფასდა 2 800 ლარამდე და გამოყენების ვადა განისაზღვრა 4 წლით. პროგრამა პირველად გადაფასდა.


დავალება: განსაზღვრეთ მიმდინარე წლის ხარჯი

a)

7200

b)

6500

c)

700

d)

5800

6.

საწარმომ ლიქიორის რეკლამირებისათვის გადაიხადა 8 500 ლარი, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში 11 000 ლარი.


დავალება: ასახეთ ოპერაციები ბუღალტრული მუხლით

a)

დ 7310 - 8 500 დ 2550 -11 000 კ 1210 -19 500

b)

დ 7310 - 8 500 კ 2550 -11 000 კ 1210 - 19 500

c)

დ 7310 - 8 500 დ 2550 -11 000 კ 1210 - 13 500

d)

კ 7310 - 8 500 დ 2550 -11 000 კ 1210 -19 500

7.

საწარმომ 300 000 ლარად შეიძინა ნავთობის მოპოვების კონცესია, იურიდიულ გაფორმებაში გადაიხადა 1 000 ლარი, სპეციალისტების მომზადებაში 4 000 ლარი.


დავალება: განსაზღვრეთ კონცესიის თვითღირებულება და ოპერაცია ასახეთ ბუღალტრული მუხლით

a)

დ 2520 - 301 000 დ. 7490 - 4 000 კ 1210 - 304 000

b)

დ 2520 - 301 000 კ 7490 - 4 000 კ 1210 - 305 000

c)

დ 2520 - 301 000 დ 7490 - 4 000 დ 1210 - 305 000

d)

დ 2520 - 301 000 დ. 7490 - 4 000 კ 1210 - 305 000

8.

საწარმომ შეიძინა ნაყინის დამზადების რეცეპტი 18 000 ლარად. საწარმოს მენეჯერი ვარაუდობს, რომ ნაყინის წარმოებას განახორციელებს 3 წლის განმავლობაში.


დავალება: განსაზღვრეთ რეცეპტის საბალანსო ღირებულება მეორე წლის ბოლოს

a)

6 000

b)

12 000

c)

2 000

d)

24 000

9.

საწარმომ ლიქიორის რეცეპტში გადაიხადა 27 000 ლარი. ამორტიზაციის ვადა განისაზღვრა 3 წლით. პროდუქციის არადამაკმაყოფილებელი რეალიზაციის გამო მეორე წლის დასაწყისში გადაწყდა მისი ჩამოწერა.


დავალება: განსაზღვრეთ მეორე წლის მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში რეცეპტის ჩამოწერით მიღებული ფინანსური შედეგი.

a)

ზარალი 18 000

b)

ზარალი 9 000

c)

მოგება 9 000

d)

მოგება 18 000

10.

საწარმომ 38 000 ლარად გაყიდა ნაყინის დამზადების ტექნოლოგია, რომლის თვითღირებულება იყო 55 000 ლარი ხოლო დაგროვილი ამორტიზაცია 20 000 ლარი.


დავალება: განსაზღვრეთ ფინანსური შედეგი

a)

მოგება 35 000

b)

მოგება 3 000

c)

ზარალი 3 000

d)

ზარალი 18 000