wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები-მე-6 კვირის შეფასებითი ტესტი

Total questions: 10

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

ბუღალტრული ანგარიშები არის:

a)

ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ელემენტი, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი მოვლენებისა და ოპერაციების შედეგად ფინანსური ანგარიშგების ელემენტებში გამოწვეული ცვლილებების ერთგვაროვანი ნიშნით დაჯგუფებული აღრიცხვის საშუალებას იძლევა;

b)

ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი მოვლენებისა და ოპერაციების შედეგად ფინანსური ანგარიშგების ელემენტებში გამოწვეული ცვლილებებს ასახავს სამეურნეო სუბიექტის მიერ შერჩეული ნიშნით;

c)

ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც დროის განსაზღვრული მომენტისათვის განზოგადებულად, ფულადი საზომით ახასავს საწარმოს აქტივებს და კაპიტალს;

d)

ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც დროის განსაზღვრული მომენტისათვის განზოგადებულად, ფულადი საზომით ახასავს საწარმოს შემოსავლებსა და ხარჯებს.

2.

მიუხედავად ანგარიშის ტიპისა, მისი მარჯვენა მხარე ყოველთვის ასახავს:

a)

პასივს;

b)

აქტივს;

c)

დებეტს;

d)

კრედიტს.

3.

მიუხედავად ანგარიშის ტიპისა, მისი მარცხენა მხარე ყოველთვის ასახავს:

a)

პასივს;

b)

ვალდებულებებს;

c)

დებეტს;

d)

კრედიტს.

4.

ანგარიშის დებეტში ჩაწერა ნიშნავს:

a)

ვალდებულებების ზრდას, აქტივების ზრდას, კაპიტალის შემცირებას;

b)

აქტივების ზრდას, ვალდებულებების შემცირებას, კაპიტალის შემცირებას;

c)

აქტივების ზრდას, კაპიტალის ზრდას, ვალდებულებების შემცირებას;

d)

აქტივების შემცირებას, კაპიტალის შემცირებას, ვალდებულებების შემცირებას.

5.

ანგარიშის კრედიტში ჩაწერა ნიშნავს:

a)

ვალდებულებების ზრდას, აქტივების ზრდას, კაპიტალის შემცირებას;

b)

აქტივების ზრდას, ვალდებულებების შემცირებას, კაპიტალის შემცირებას;

c)

აქტივების ზრდას, კაპიტალის ზრდას, ვალდებულებების შემცირებას;

d)

აქტივების შემცირებას, კაპიტალის ზრდას, ვალდებულებების ზრდას.

6.

აქტიური ანგარიშები იხსნება:

a)

მხოლოდ ბალანსის პასივის მუხლებისათვის;

b)

მხოლოდ ვალდებულებების ამსახველი მუხლებისათვის;

c)

მხოლოდ ბალანსის აქტივის მუხლებისათვის;

d)

მხოლოდ კაპიტალის მუხლებისათვის.

7.

პასიური ანგარიშები იხსნება:

a)

მხოლოდ ბალანსის პასივის მუხლებისათვის;

b)

მხოლოდ ვალდებულებების ამსახველი მუხლებისათვის;

c)

მხოლოდ ბალანსის აქტივის მუხლებისათვის;

d)

მხოლოდ კაპიტალის მუხლებისათვის.

8.

საცდელ ბალანსში ანგარიშების დებეტების ჩანაწერების ჯამი ტოლი უნდა იყოს:

a)

ანგარიშების კრედიტების ჩანაწერების ჯამისა;

b)

აქტივების ჯამისა;

c)

ვალდებულებების ჯამისა;

d)

კაპიტალის ჯამისა.

9.

ორმაგი აღრიცხვის სისტემა გამოისახება ტოლობით:

a)

აქტივები=საკუთარ კაპიტალს;

b)

აქტივები = ვალდებულებებს;

c)

ვალდებულებები = კაპიტალს;

d)

დებეტი=კრედიტს.

10.

ვალდებულებებისა და კაპიტალის ამსახველი ანგარიშებისათვის ნორმალური სალდოა:

a)

აქტივების სალდო;

b)

პასივების სალდო;

c)

სადებეტო სალდო;

d)

საკრედიტო სალდო.