Worksheetsსაშემოსავლო და მოგების გადასახადი
Total questions: 10
Worksheet time: 10mins
ინდ. მეწარმემ საქონლის რეალიზაციით მიიღო ამონაგები 5000 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს:
ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს;
სხვა შემოსავალს, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონ. საქმიანობასთან და დაქირავებით მუშაობასთან;
ინდ. მეწარმის მოგებას.
იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები მიეკუთვნება:
შემოსავლებს არ მიეკუთვნება;
გამოქვითვებს.
სხვა შემოსავლებს;
ეკონ. საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს;
ფიზიკურმა პირმა ნათესავისგან საჩუქრად მიიღო ავტომობილი, რომლის საბაზრო ღირებულებაა 5000 ლარი. აღნიშნული თანხა ფიზიკური პირისათვის წარმოადგენს:
სხვა შემოსავალს, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონ. საქმიანობასთან და დაქირავებით მუშაობასთან.
სხვაობას ერთობლივ შემოსავლებსა და გამოქვითვებს შორის;
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს;
ეკონ. საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;
პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებ. 2015 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები (თევზი, კარტოფილი, პომიდორი და სხვა), მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯი:
30 000 ლარი;
45 000 ლარი;
15000 ლარი;
100 000 ლარი.
მოიჯარემ გადაიხადა მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 120 ლარი, თუმცა, ენერგოკომპანიის მიერ ქვითარი გამოწერილია მეიჯარის სახელზე. მოცემულ შემთხვევაში მოიჯარისთვის ელექტროენერგიის ღირებულება:
გამოქვითვადი ხარჯია;
არ არის გამოქვითვადი ხარჯი, რადგან დოკუმენტი მეიჯარის სახელზეა შედგენილი;
გამოიქვითება, ნაწილობრივ, არაუმეტეს ღირებულების 10%-ისა;
გამოიქვითება, ნაწილობრივ, არაუმეტეს ღირებულების 20%-ისა.
მეწარმემ ეკონ. საქმიანობაში გამოყენებული და ბალანსზე რიცხული ავტომობილის რემონტის მომსახურება შეისყიდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 350 ლარი. აღნიშნული ხარჯი მეწარმესთვის საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის:
არ მიეკუთვნება გამოქვითვად ხარჯს.
სრულად გამოქვითვადი ხარჯია;
გამოიქვითება, ნაწილობრივ, არაუმეტეს ღირებულების 10%-ისა;
არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
საშემოსავლო გადასახადის 5 %-იანი განაკვეთით იბეგრება :
ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ფიზიკური პირის მიერ კომერციული ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავლები;
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებით მიღებული შემოსავლები;
აზარტული თამაშებიდან მიღებული მოგება.
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის აკრძალულ საქმიანობას არ მიეკუთვნება:
მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება;
სათამაშო ბიზნესი;
სამედიცინო საქმიანობა;
საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი:
იბეგრება 1%-იანი ან 3%-იანი განაკვეთით;
არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
იბეგრება გადახდის წყაროსთან;
იბეგრება 20%-იანი განაკვეთით.
საქმიანობებს, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, მიეკუთვნება:
ყველა ზემოთჩამოთვლილი
პულოვერების წარმოება
ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება
მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება
