wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ბუღალტრული ანგარიშების კლასიფიკაცია

Total questions: 10

Worksheet time: 8mins

Name
Class
Date
1.

ანგარიშებს, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს რჩებათ სალდო, რომელიც გადაიტანება ბალანსში, ეწოდება:

a)

რეალური ანუ მუდმივი ანგარიშები;

b)

ნომინალური ანუ დროებითი ანგარიშები;

c)

მუდმივი და დროებითი ანგარიშები;

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

2.

ძირითადი ანუ საბალანსო ეწოდება ანგარიშებს, რომლებიც ასახავს:

a)

მხოლოდ აქტივებს;

b)

მხოლოდ საკუთარ კაპიტალს;

c)

მხოლოდ ვალდებულებას;

d)

აქტივებს, საკუთარ კაპიტალსა და ვალდებულებას.

3.

ფულადი საშუალებების ანგარიშები მიეკუთვნება:

a)

ინვენტარულ ანგარიშებს;

b)

საკუთარი კაპიტალის ანგარიშებს;

c)

საანგარიშსწორებო ანგარიშებს;

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

4.

საემისიო კაპიტალის ანგარიში მიეკუთვნება:

a)

ინვენტარულ ანგარიშებს;

b)

საკუთარი კაპიტალის ანგარიშებს;

c)

საანგარიშსწორებო ანგარიშებს;

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

5.

საანგარიშსწორებო ანგარიშებს მიეკუთვნება:

a)

მხოლოდ მოთხოვნების ანგარიშები;

b)

მხოლოდ ვალდებულებების ანგარიშები;

c)

მოთხოვნებისა და ვალდებულებების ანგარიშები;

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

6.

მოთხოვნები პერსონალის მიმართ მიეკუთვნება:

a)

აქტიურ საანგარიშსწორებო ანგარიშს;

b)

პასიურ საანგარიშსწორებო ანგარიშს.

c)

საკუთარი კაპიტალის ანგარიშს;

d)

ინვენტარულ ანგარიშს.

7.

ანგარიშებს, რომლებსაც შეფასების დაზუსტების მიზნით შესწორება შეაქვთ სხვა რომელიმე ანგარიშში, ეწოდება:

a)

მარეგულირებელი ანგარიშები;

b)

ძირითადი ანგარიშები;

c)

საოპერაციო ანგარიშები;

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

8.

დანახარჯების და შემოსავლების აღსარიცხავად, ასევე თვითღირებულების განსაზღვრისთვის გამოყენებულ ანგარიშებს ეწოდება:

a)

კონტრალური ანგარიშები;

b)

საოპერაციო ანგარიშები;

c)

მარეგულირებელი ანგარიშები;

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი.

9.

ბალანსგარეშე ანგარიშზე აღირიცხება ისეთი აქტივები, რომლებიც:

a)

საწარმოს კუთვნილებაა;

b)

დროებით იმყოფებიან საწარმოს სარგებლობაში;

c)

საწარმოს ბალანსზეა აღრიცხული;

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი.

10.

გაცემული ავანსები მიეკუთვნება:

a)

საკუთარ კაპიტალს;

b)

ვალდებულებას;

c)

აქტივს;

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი.