NEW
Font size
Worksheetsდასკვნის გამომდინარეობა 8
Total questions: 5
Worksheet time: 10mins
ყველა რაინდი ღირსეული და კეთილია. ლანსელოტი რაინდი იყო.
გამომდინარეობს თუ არა მოცემული ინფორმაციიდან შემდეგი დასკვნა: ლანსელოტი ღირსეული და კეთილი იყო.
კი
არა
ყველა მთავარსარდლის მოვალეობაა ჯარის მომზადება. ყველა მთავარსარდალი არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ფილიპე მთავარსარდალია.
გამომდინარეობს თუ არა მოცემული ინფორმაციიდან შემდეგი დასკვნა: ფილიპე ჯარს ამზადებს.
კი
არა
მთის კალთებზე მხოლოდ თეთრი და ყვითელი ყვავილებია. ია ლურჯი ყვავილია.
გამომდინარეობს თუ არა მოცემული ინფორმაციიდან შემდეგი დასკვნა: ია მთის კალთებზე არ იზრდება.
კი
არა
გივიკოს მხოლოდ ფუნთუშა უყვარს, ქეთევანს კი - მხოლოდ ორცხობილა. ბებომ მათ ფუნთუშებიც გამოუტანა და ორცხობილებიც.
გამომდინარეობს თუ არა მოცემული ინფორმაციიდან შემდეგი დასკვნა: შვილიშვილებიდან ერთ-ერთის საყვარელი დესერტი მაინც დევს მაგიდაზე.
კი
არა
ბებიას ორი ბაღი აქვს და 10 ნერგის დარგვა უნდა. პირველ ბაღში 20 ადგილია, მეორეში კი 13.
გამომდინარეობს თუ არა მოცემული ინფორმაციიდან დასკვნა: ბებია ნერგებს ორივე ბაღში გადაანაწილებს.
არა
კი
