Worksheetsრა შეუძლიათ ლექსებს?
Total questions: 24
Worksheet time: 18mins
ანა კალანდაძე წერს: "ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ?/ ქარი ჩამბერავს, ავმღერდები: მე ხომ სტვირი ვარ..."
რა ანიჭებს ავტორს სიმღერის ძალას?
ქარი--სუნთქვა, ბუნება;
სიხარულის ცრემლები;
ქარი--ძალა, თავისუფლების სიმბოლო;
სიმღერისვე სურვილი.
რა გადმოიცემა (მეტაფორის გამოყენებით), ფრაზაში: "...მე ხომ სტვირი ვარ, ქარში გაზრდილი, უგუნურთა მოჭრილი მერე"?
სტვირის დამზადების ისტორია;
ზნეობრივი წონასწორობის პრობლემა;
თავისუფლების პრობლემა;
საკუთარი ბუნებრიობა, უშუალობა.
ანა კალანდაძე თავისი განცდის ობიექტს მიმართავს: "ატირებული მპყრობელი ვარ/ შენი გულისაც.../იალაღებით მობერილ ვარ/ სიყვარულისად.../მხოლოდ შენს გულში მიპოვია ვანი სულისად..."
რა აპოვნინა პოეტს სიყვარულმა?
გზა ადამიანთა გულებისაკენ;
პოეტური შთაგონების ძალა;
სულიერი სავანე
ცხოვრებისა და შემოქმედების საიდუმლო.
რით იპყრობს ქარით ამღერებული სტვირი ადამიანთა გულებს?
სიყვარულით;
საამური ხმით;
სევდიანი განწყობილებით;
გულწრფელობით.
პოეტი, პატარა ქალი, რომელსაც ქვეყანა ("სოფელი") სიყვარულს შეცდომად უთვლის, ბუნებას ძალას სთხოვს:
"შთამბერე ქარო,/ ნახონ ძალა ჩემი გრძნობისა!"
რით უპასუხებს პოეტი, "პატარა ქალი", "განჩინებას ამა სოფლისას"?
დამორცხვებით;
დუმილით;
სიყვარულის ცრემლით;
სიმღერის გაძლიერებით.
გაიხსენეთ, რა უნდა გამოხატოს პოეტმა, "პატარა ქალმა", "ქარის მიერ ამღერებულმა სტვირმა"?
ბუნების მშვენიერება;
პოეტის, პატარა ქალის, გრძნობის ძალა;
სიცოცხლის სიყვარული;
პოეტის, პატარა ქალის, სულიერი სამყარო.
ბესიკ ხარანაული წერს:
"ლექსები სულის მარაოა,/რომლითაც ცეცხლს ვინელებთ და /დარდებს გადვიყრით".
რით ადარებს ავტორი ლექსებს მარაოს?
შრიალით;
შვების მონიჭების უნარით;
"ფორმით" (ლექსი, რომელიც, ერთი შეხედვით, პატარაა, კითხვისას მარაოსავით იზრდება);
ლექსიც და მარაოც მაღალი საზოგადოების კუთვნილებაა.
ბესიკ ხარანაულის ლექსში "ლექსები" რა მოჰყვება (ავტორის მეტაფორული წარმოდგენით) ლექსის გამოჩენას?
სულიერი მღელვარება;
ამაღლების განცდა;
ქარი, ქარიშხალი;
მკრთალი ნიავი.
ბესიკ ხარანაული წერს, რომ ლექსები ჩვენს დახუთულ სულს ფურცლებად აშრიალებენ, და დასძენს:
"მაგრამ ცეცხლს რამე გაგვინელებს,
როცა ზურგს უკან
ცხელი სუნთქვა გვესმის ცხოვრების?"
რა და რა უპირისპირდება ერთმანეთს ავტორის წარმოდგენაში?
ცეცხლი და ქარი, რომელიც ცეცხლს აძლიერებს;
სულის ორი მდგომარეობა: დახუთულობა (შებოჭილობა) და შრიალი (თავისუფლება);
ლექსები და ცხოვრება;
სურვილი და შესაძლებლობა.
ლექსში "ლექსები" რის სიმბოლოდ გამოიყენება მეტაფორული სახე "ცხოვრების ცხელი სუნთქვა"?
ცხოვრებისეული სიძნელის;
ცხოვრების რიტმის;
ცხოვრების სიტკბოს;
ცხოვრებისა, რომელსაც სიყვარული ამკობს.
ბესიკ ხარანაული ლექსის ფინალში იკითხავს:
"რა შეუძლიათ ლექსებს?
აბა, ხანჯლებად ვინ ჩაბღუჯა ისინი ხელში
და ან ფარად ვინ მოიხმარა!"
რა კონკრეტული მოსაზრება იკითხება ავტორის რიტორიკულ შეკითხვაში?
ლექსს ყველაფერი შეუძლია;
ლექსით თავი არავის დაუცავს, რადგან ლექსს არავის დაცვა არ შეუძლია:
ლექსი ფარ-ხმალია მისთვის, ვინც მას ფარ-ხმლად მოიხმარს:
ლექსი სიცოცხლეა.
რა არის ბესიკ ხარანაულის ლექსის "ლექსების" მთავარი სათქმელი?
ლექსი ადამიანს სულიერ შვებას ანიჭებს, თუმცა მისი გულის ცეცხლს ბოლომდე ვერ ანელებს;
ადამიანებს ლექსის შესაძლებლობაზე ზოგჯერ გადამეტებულ წარმოდგენა აქვთ;
ლექსი მკითხველს მისსავე სულში ახედებს;
ადამიანებს ლექსის შესაძლებლობაზე ზოგჯერ მოკრძალებული წარმოდგენა აქვთ.
ტიციან ტაბიძე წერს:
"მივალ, მივდივარ და მივიმღერი,/ თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,/ ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება."
რად წარმოიდგენს ავტორი თავს?
სამშობლოს მგოსნად;
დაგვიანებულ მგზავრად;
მომავალზე მეოცნებე ადამიანად;
სალამურად.
განმარტეთ "თან საქართველოს მიმაქვს ოცნება";
საქართველოს ოცნება ავტორთან ერთად სადღაც მიდის, ქრება;
ავტორს საქართველოზე ოცნება თან დააქვს, ის მას დაატარებს;
საქართველოს ოცნება ძალას იკრებს;
ავტორი მეოცნებეა.
ლექსში "რია-რია" როგორ სიკვდილს არ ინანებდა ავტორი?
სატრფოსთვის;
სამშობლოსთვის;
ლამაზს (გმირულს);
ლამაზს (სიმღერით).
ტიციან ტაბიძე წერს:"ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი/სინდისით აღარ მოეთხოვება,/დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი/ მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას".
რა არის ის, რისთვისაც ავტორი მზადყოფნას გამოხატავს?
ყველა ქართველის უფლება;
სინდისის კარნახი;
ყველა ქართველის მოვალეობა;
შესაძლებლობის მაქსიმუმი.
რატომ ჰქვია ლექსს "რია-რია"?
ავტორი ამ სიტყვით თავისი სამშობლოს ბუნდოვან მომავალს ახასიათებს;
ავტორი ამ სიტყვით ფიქრების კორიანტელს, თავის სულიერ სამყაროს ახასიათებს;
ავტორი პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობაზე (ქაოსზე) წუხს;
ავტორი საქართველოს ცხოვრების მოუწესრიგებლობაზე (ქაოსზე) წუხს.
რა არის ლექსის "რია-რია" მთავარი სათქმელი?
პოეტის ბუნებას სიყვარულისა და თავდადების განცდა აცოცხლებს;
სიყვარული (სატრფოსი, სამშობლოსი) სულიერი განსაწმენდელია;
სიყვარულს თავდადება ამშვენებს;
თავდადება პოეტის ხვედრია.
ლადო ასათიანის ლექსში ლირიკული გმირის, ვაჟა-ფშაველას აზრით რა არის პოეტობა?
ბედნიერება;
ბედისწერა;
პირადი არჩევანი;
განაჩენიც და თვითგანაჩენიც.
რა შეაყვარა წინაპარმა (ბაბუამ) ვაჟა-ფშაველას?
პოეზია;
სიმღერა;
ნადირობა;
ბუნება.
რას ანიჭებს ვაჟა-ფშაველას ლექსების წერა?
ტკივილს;
თრობის განცდას;
შვებას;
სიყვარულის განცდას.
რა არწმუნებს ვაჟა-ფშაველას, ლექსის ლირიკულ გმირს, რომ ის სიკვდილსაც კი ლექსად გრდაქმნის?
ის, რომ სიცოცხლე ტრფობაა;
ის, რომ პოეტური განცდა საუკუნეების განმავლობაში არ ინავლება;
ის, რომ ტრფობა სიცოცხლეა;
ის, რომ პოეზია ერთადერთია, რაც მის ტკივილს შველის.
რას ნიშნავს სიკვდილის ლექსად გარდაქმნა?
სიკვდილის საშინელების გააზრებას;
ლექსით ამაღლებას სიკვდილის შიშსა და თვით სიკვდილზე (უკვდავების განცდას);
სიცოცხლის სურვილის გამოხატვას;
ლექსი (მოთხრობასთან შედარებით) უპირატესობის გააზრებას.
რა არის ლადო ასათიანის ლექსის "ვაჟა-ფშაველას ნაამბობი" მთავარი სათქმელი?
ყველა ქართველი პოეტია;
პოეტები ჭეშმარიტი მამულიშვილები არიან;
პოეზიის როლი ყოვლისმომცველია, პოეზია სიკვდილზეც აღგვამაღლებს;
პოეზია მედლის პირველი მხარეა (მეორე მხარე პროზაა).
