Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ტესტი გრამატიკაში

Total questions: 21

Worksheet time: 11mins

Name
Class
Date
1.

1. რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება ხელი შეუწყო?

a)

გართობას.

b)

მოწონებას.

c)

დამშვიდებას.

d)

დახმარებას.

2.

2. რომელ წინადადებაში არ არის ორთოგრაფიული შეცდომა?

a)

ვიფიქრე, გავისეირნებ-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო.

b)

ვიფიქრე, გავისეირნებ მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო.

c)

ვიფიქრე, გავისეირნებმეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო.

3.

3. რომელ წინადადებაშია შეცდომა?

a)

ბიჭი მარტო დარჩა და მწარედ ატირდა.

b)

ვახშამი უხალისოდ გრძელდებოდა.

c)

უნებლიედ მათი საუბარი გავიგონე.

d)

ცხოვრება დუნედ მიედინებოდა.

4.

4. შინაარსის მიხედვით, რამდენი სახის წინადადება გვაქვს ქართულში?

a)

ორი.

b)

ხუთი.

c)

სამი.

d)

ოთხი.

5.

5. რამდენი ტიპის რიცხვითი სახელი არსებობს?

a)

ოთხი.

b)

ორი.

c)

ერთი.

d)

სამი.

6.

6. რომელი პირის ფორმაა ზმნა „ვარაუდობ“?

a)

პირველი პირის.

b)

მეორე პირის.

c)

მესამე პირის.

d)

მეოთხე პირის.

7.

7. რა შემთხვევაში დაისმის ტირე რთულ წინადადებაში?

a)

თუ გამოტოვებულია ადგილის გარემოება.

b)

თუ გამოტოვებულია შემასმენელი.

c)

თუ გამოტოვებულია კავშირი.

d)

თუ გამოტოვებულია ქვემდებარე.

8.

8. რა ჰქვია სახელის ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნას?

a)

კუშვა.

b)

დრეკა.

c)

კვეცა.

d)

შემოკლება.

9.

9. მეტყველების რამდენი ნაწილია ქართულ ენაში?

a)

შვიდი.

b)

ორი.

c)

ათი.

d)

ხუთი.

10.

10. რა მეტყველების ნაწილს განეკუთვნება სიტყვები: მე, შენ, ის, მან, ჩვენ, თქვენ?

a)

არსებით სახელს.

b)

ნაცვალსახელს.

c)

შორისდებულს.

d)

ზმნას.

11.

11. რომელ ბრუნვაში უნდა ჩავსვათ სახელი, როცა ფუძის გაგება გვინდა?

a)

მოთხრობითში.

b)

მოქმედებითში.

c)

ვითარებითში.

d)

წოდებითში.

12.

12. რომელი ფორმაა სწორი:

a)

ანთავისუფლებს.

b)

გაათავისუფლებს.

c)

თავისუფლების მინიჭებას მოახდენს.

d)

გაანთავისუფლებს.

13.

13. რომელია სამპირიანი ზმნა?

a)

მხატავს.

b)

დაწერა.

c)

მიყვარს.

d)

ააშენებინა.

14.

14. "ვწერ" ზმნაში ვ- თავსართით აღინიშნება:

a)

სათავისო ქცევა.

b)

ახლანდელი დრო.

c)

პირველი სუბიექტური პირი.

d)

თხრობითი კილო.

15.

15. ჩამოთვლილთაგან რომელია შუალობითი კონტაქტის ფორმა:

a)

ამაშენებინა.

b)

ვაშენებ.

c)

ავაშენე.

d)

ამიშენა.

16.

16. რომელი ფორმაა სწორი:

a)

ტირიხარ.

b)

სწვდება.

c)

გამაკეთებია.

d)

სტირის.

17.

17. აკადემია გამორჩეულ მოსწავლეებს ......

a)

აჯილდოებს.

b)

აჯილდოვებს.

18.

18. რამდენი გრამატიკული დრო გვაქვს ქართულში?

a)

გააჩნია ზმნას.

b)

ხუთი.

c)

სამი.

d)

თერთმეტი.

19.

19. იპოვე ნასახელარი ზმნა:

a)

ორჭოფობს.

b)

ჭრის.

c)

ათეთრებს.

d)

მოსწონებია.

20.

20. იპოვე სწორი ფორმა:

a)

კრიფავს.

b)

ცვეთავს.

c)

იცვამს.

d)

კვეთავს.

21.

21. მძღოლმა ბავშვები მანქანაში ....

a)

ჩასვა.

b)

ჩასხა.