wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ტესტი (IV კლასი) - მარტი

Total questions: 20

Worksheet time: 2hrs 40mins

Name
Class
Date
1.

ცნობილია, რომ რომელიღაცა წლის აპრილში 5 შაბათი დღე იყო. რა დღე შეიძლება ყოფილიყო 3 აპრილი?

a)

პარასკევი

b)

კვირა

c)

სამშაბათი

d)

ოთხშაბათი

e)

ხუთშაბათი

2.

ბიჭი და მოტოციკლეტი ერთად 240 კგ-ს იწონის. რამდენ კილოგრამს იწონის მოტოციკლეტი, თუ ის ბიჭის წონაზე 3-ჯერ მეტს იწონის?

a)

80

b)

120

c)

140

d)

160

e)

180

3.

ყუთში 65 კანფეტია. მოსწავლეები მიდიან თანმიმდევრობით და იღებენ კანფეტებს. ჯერ მიდის გიორგი და იღებს 1 კანფეტს, შემდეგ მარიამი - 2-ს, ზურა 3-ს, თამარი 4-ს ხოლო სალომე 5-ს. შემდეგ ისევ გიორგი და ა.შ. ვის შეხვდება ბოლო კანფეტი?

a)

გიორგის

b)

მარიამს

c)

ზურას

d)

თამარს

e)

სალომეს

4.

ახლა თიკო 13 წლისაა, მისი ძმა - საბა კი 3 წლის. რამდენი წლის შემდეგ იქნება თიკო მის ძმაზე ორჯერ უფროსი?

a)

5

b)

7

c)

9

d)

11

e)

13

5.

20 კგ ვაშლის გამოშრობისგან 5 კგ ჩირი მიიღება. რამდენი კგ ვაშლი უნდა ავიღოთ, რომ დაგვრჩეს 3 კგ ჩირი?

a)

18 კგ

b)

8 კგ

c)

12 კგ

d)

15 კგ

e)

24 კგ

6.

3 ქათამი 6 დღეში 9 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 5 ქათამი 12 დღეში?

a)

15

b)

12

c)

21

d)

30

e)

25

7.

30 მ სიღრმის ჭაში ჩავარდნილი კუ ყოველ დღე ამოდის 5 მ მაღლა და ღამით უკან ცურდება 1 მ-ით. მერამდენე დღეს ამოვა კუ ჭიდან?

a)

მე-5

b)

მე-6

c)

მე-7

d)

მე-8

e)

მე-9

8.

რამდენი ოთხნიშნა რიცხვი არსებობს, რომელთა ციფრთა ჯამიც ნაკლებია 3-ზე?

a)

3

b)

4

c)

5

d)

6

e)

7

9.

რამდენი დედმამიშვილია ოჯახში, თუ ყოველ ბიჭს ჰყავს იმდენივე ძმა, რამდენიც და, ხოლო ყოველ გოგონას ჰყავს 3-ჯერ მეტი ძმა, ვიდრე და?

a)

3

b)

4

c)

5

d)

6

e)

7

10.

მართკუთხედის ერთი გვერდის სიგრძე 3 სმ-ია, ხოლო მეორე გვერდის სიგრძე - 5 მმ. იპოვეთ მართკუთხედის ფართობი

a)

150 მმ2

b)

8 სმ2

c)

35 მმ2

d)

70 სმ2

e)

1500 მმ2

11.

დაფაზე ეწერა რიცხვი 5324620974. კოტემ წაშალა 5 ციფრი, ისე რომ დარჩენილი რიცხვი ყოფილიყო მაქსიმალური. რა რიცხვი დარჩებოდა დაფაზე?

a)

46974

b)

56974

c)

96274

d)

62974

e)

64974

12.

15 ლიტრი რძე ეტევა 3 ერთნაირი ზომის ქილაში. რამდენი ასეთი ქილა დაგვჭირდება 35 ლიტრი რძის გადმოსასხმელად?

a)

5

b)

6

c)

7

d)

8

e)

9

13.

სატელეფონო ზარის წამოწყება 20 თეთრი ღირს, ყოველი წუთის ღირებულება კი დამატებით 5 თეთრია. რა ეღირება 5 წუთიანი საუბარი?

a)

25 თეთრი

b)

40 თეთრი

c)

45 თეთრი

d)

1 ლარი

e)

1 ლარი და 25 თეთრი

14.

რიგში ჩაყარეს 15 განათების ბოძი. ყოველ ორ ბოძს შორის მანძილი 5 მეტრია. იპოვეთ პირველ და ბოლო ბოძს შორის დაშორება.

a)

50 მ

b)

55 მ

c)

60 მ

d)

70 მ

e)

75 მ

15.

მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის 25 შავი და 15 ლურჯი მარკერი შეიძინა. ჯამში გადაიხადა 20 ლარი. რა ღირს თითოეული მარკერი თუ ყველა მარკერი ერთნაირი ფასისაა?

a)

50 თეთრი

b)

75 თეთრი

c)

80 თეთრი

d)

1 ლარი

e)

2 ლარი

16.

გვაქვს მხოლოდ 1 კგ-იანი საწონი. მაქსიმუმ რა მასის ფქვილის აწონვა შეგვიძლია 4 აწონვით?

a)

8 კგ

b)

15 კგ

c)

16 კგ

d)

31 კგ

e)

32 კგ

17.

რომელიღაც ორნიშნა რიცხვის ციფრების ნამრავლი 35-ის ტოლია. იპოვეთ ამ რიცხვის ციფრთა ჯამი

a)

5

b)

7

c)

10

d)

12

e)

15

18.

ნესვის მესამედი ნაწილი იწონის 15 კგ-ს. რას იწონის მთლიანი ნესვი?

a)

5 კგ

b)

10 კგ

c)

15 კგ

d)

30 კგ

e)

45 კგ

19.

გამოთვალეთ ყველა იმ ორნიშნა რიცხვის ჯამი, რომელიც იყოფა 10-ზე

a)

400

b)

450

c)

500

d)

600

e)

900

20.

3 მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. სულ რამდენი ხელის ჩამორთმევაა საჭირო, რომ თითოეული მიესალმოს დანარჩენ მეგობრებს?

a)

1

b)

2

c)

3

d)

4

e)

6