Font size
Worksheetsამოცანები IV კლასი (ევერესტი II ნაწილი)
Total questions: 10
Worksheet time: 50mins
რა რიცხვზე უნდა გავამრავლოთ 9, რომ მივიღოთ 6-ზე 6-ჯერ უფრო დიდი რიცხვი?
(a)
1-დან 1000-მდე რამდენი რიცხვია ისეთი, რომლის ჩანაწერშიც გვხვდება ორი ნული?
(a)
ეზოში დარგული იყო 10 ვაშლის და 17 მსხლის ხე. ლადომ უნდა დარგოს ვაშლის ხეებზე ორით მეტი მსხლის ხე და მსხლის ხეებზე ოთხით ნაკლები ვაშლის ხე. მას შემდეგ, რაც ლადო დარგავს ხეებს, ვაშლის ხეებზე რამდენით მეტი მსხლის ხე იქნება ეზოში?
(a)
კურდღელი ერთი კვირის განმავლობაში 2 კილოგრამ ბოსტნეულს მიირთმევს. რამდენი დღე ეყოფა ამ კურდღელს 14 კილოგრამი ბოსტნეული?
(a)
რას მივიღებთ, თუ ნულით დაბოლოებულ ყველაზე დიდ ორნიშნა რიცხვს გამოვაკლებთ ყველაზე დიდ ერთნიშნა რიცხვს და მიღებულ სხვაობას მივუმატებთ ერთით დაბოლოებულ ყველაზე პატარა სამნიშნა რიცხვს?
(a)
მღებავები 9 დღის განმავლობაში ღებავდნენ კედლებს. მათ სულ 55 კედელი შეღებეს. პირველ დღეს შეღებეს 1 კედელი, მეორე დღეს _ 2, მესამე დღეს _ 3, მეოთხე დღეს _ 4, მეხუთე დღეს _ 5, მეექვსე დღეს _ 6, მეშვიდე დღეს _ 7, მერვე დღეს _ 8. რამდენი კედელი შეღებეს მღებავებმა მეცხრე დღეს?
(a)
საქათმეში ქათმებმა 30 კვერცხი დადეს. დილით ბებიამ რამდენიმე კვერცხი აიღო. საღამოს ქათმებმა კიდევ სამი კვერცხი დადეს და ამის შემდეგ საქათმეში 26 კვერცხი აღმოჩნდა. რამდენი კვერცხი აუღია ბებიას დილით?
(a)
პირველ და მეორე საწყობში ერთად 427 კილოგრამი ხორბალია, მესამეში 49 კილოგრამით მეტი, ვიდრე პირველში. რამდენი კილოგრამი ხორბალია მესამე საწყობში, თუ მეორეში 185 კილოგრამია?
(a)
ერთი ცალი ღვეზელი იგივე ღირს, რაც ოთხი ცალი ერთნაირი ფუნთუშა. რამდენი ლარით ძვირია ერთი ცალი ღვეზელი ერთ ცალ ფუნთუშაზე, თუ ერთი ცალი ღვეზელი 16 ლარი ღირს?
(a)
სანდრომ ორი სხვადასხვა კენტი ციფრით უნდა შეადგინოს რაც შეიძლება დიდი ორნიშნა რიცხვი. ნატომ კი ორი სხვადასხვა ლუწი ციფრით უნდა შეადგინოს რაც შეიძლება დიდი ორნიშნა რიცხვი. რას მივიღებთ, თუ შევკრებთ სანდროს და ნატოს მიერ შედგენილ რიცხვებს?
(a)
