wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ამოცანები IV კლასი (ევერესტი III ნაწილი)

Total questions: 8

Worksheet time: 40mins

Name
Class
Date
1.

გასაყოფი გამყოფზე 8-ით მეტია. განაყოფი 3-ის ტოლია. რას უდრის გასაყოფი?

(a)  

2.

ორი რიცხვის ჯამია 32. პირველი შესაკრები მეორე შესაკრებზე 3-ჯერ მეტია. რას უდრის მეორე შესაკრები?

(a)  

3.

ერთმა სამშენებლო კომპანიამ ცხრასართულიანი სახლი ააშენა, მეორემ _ თორმეტსართულიანი. მეორე კომპანიამ სახლის აშენებას 27 დღით მეტი მოანდომა, ვიდრე პირველმა კომპანიამ. ორივე კომპანია თითოეული სართულის აშენებას ერთი და იგივე დროს ანდომებდა.რამდენი დღე მოანდომა სახლის აშენებას პირველმა კომპანიამ?

(a)  

4.

ნიკამ მაღაზიაში ორმოცდარვაფურცლიანი რვეული იყიდა. მან რვა ფურცელი მთლიანად ნახატებით შეავსო. რვეულის დანარჩენ გვერდებზე ნიკამ ამოცანები უნდა

დაწეროს. თითოეული გვერდის ამოცანებით შევსებას 3 წუთი სჭირდება. სულ რამდენი წუთი დასჭირდება ნიკას რვეულში დარჩენილი გვერდების ამოცანებით შესავსებად?

(a)  

5.

გვაქვს სხვადასხვა წონის სამი მონეტა და თეფშებიანი სასწორი. მინიმუმ რამდენი აწონვა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისი იმისთვის, რომ გავარკვიოთ რომელი მონეტაა ყველაზე მძიმე და რომელი _ ყველაზე მსუბუქი?

(a)  

6.

სარკე 60 ლარი ღირს, სავარცხელი კი 6-ჯერ იაფია სარკეზე. რამდენი გვეკუთნის ხურდა 200 ლარიდან, თუ შევიძენთ ორ სარკეს და ერთ სავარცხელს?

(a)  

7.

დაასახელე, რომელია ის რიცხვი, რომელის ჯამიც უფრო მეტ რიცხვს გვაძლევს, ვიდრე ნამრავლი?

(a)  

8.

გიორგის ჰყავს შვიდი ვაჟი. თითოეულ მათგანს თითო და ჰყავს. რამდენი შვილი ყოლია გიორგის?

(a)