Worksheetsრადიომაუწყებლობა
Total questions: 11
Worksheet time: 3hrs 45mins
1844 წლის 25 მაისს ამერიკის შეერ თებულ შტატებში სწრაფი კომუნიკაციის ერა დაამკვიდრა და საკუთრების სტრუქტურის მოდელი შემოვიდა, საბოლოოდ ეს მოდელი საფუძვლად ელექტრონული მედიის საკუთრების ფორმას დაედო...კომუნიკაციის რა მოდელზეა საუბარი?
რადიომაუწყებლობას საფუძვლად დაედო შემდეგი აღმოჩენა...
ვინ იყო გილიერმო მარკონი?
ვინ გამოიგონა აუდიონი? რომელიც, სამელემენტიანი ვაკუუმის მილი იყო და რადიო უფრო პრაქტიკული გამოყენებით უზრუნველყო. აუდიონმა რადიოსიგნალის გაძლიერება შესაძლებელი გახადა.
1920 წლის აპრილში , პიტსბურგში მაუწყებლობა მოყვარულმა დაიწყო, რომელიც Westinghous Ccorporation-ისათვის გადამცემ სისტემებს ამუშავებდა. იმისთვის, რომ სამუშაო საათების შემდეგ აღჭურვილობის გამოცდის საშუალება ჰქონოდა, მან თავის სახლში, ავტოფარეხის თავზე, გადამცემი ააგო. ვინ იყო ეს რადიომოყვარული და რას ჩაუყარა საფუძველი?
კომპანიამ Westinghous Corporation რადიოსადგური ააგო და რეგულარული რადიოპროგრამებით ეთერში გავიდა. პირველი რადიო გადაცემა ეძღვნებოდა:
პირველი, სპეციალურად რადიოსადმი მიძღვნილი კონფერენცია 1903 წელს ბერლინში მოეწყო, სადაც ქვეყნებმა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს. რაზე შეთანხმდნენ სხვადასხვა რადიოკორპორაციის წარმომადგენლები?
ხანგრძლივი კონფერენციების შემდეგ 1927 წელს მიიღეს საკანონმდებლო აქტი, ამ კანონმა ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპი დაამკვიდრა:
მოკლედ აღწერეთ ,,რადიოს ოქროს ხანა“
აღწერეთ რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში...
1. დაწერეთ თქვენი აზრი, თანამედროვე მედიაში რადიოს როლის მნიშვნელობის შესახებ...
