wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ანე ფრანკი 29 სექ.-7 დეკ

Total questions: 6

Worksheet time: 9mins

Name
Class
Date
1.

ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადება არ შეესაბამება სიმართლეს

a)

თავშესაფარში აბაზანა არ ჰქონდათ, ამიტომ ოთახებში ბანაობდნენ.

b)

თავშესაფარში ელექტრო ენერგიის ეკონომიურად მოხმარება უწევდათ.

c)

თავშესაფარში მოკრძალებულად, მაგრამ მაინც აღნიშნავდნენ დღესასწაულებს.

d)

თავშესაფარში გათბობა არ ჰქონდათ, ამიტომ ადრე წვებოდნენ, რომ მალე გახვეულიყვნენ საბანში.

2.

თავშესაფარში მცხოვრებნი იგებდნენ თუ არა გარეთ მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციას?

a)

მათ ჰქონდათ რადიო, ასევე, სტუმრებიც აკითხავდნენ, ახალ ამბებს სწორედ ამ გზებით იგებდნენ.

b)

ისინი სრულებით მოწყვეტილი იყვნენ გარესამყაროს და არაფერი იცოდნენ გარეთ მიმდინარე ამბების შესახებ.

3.

ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადება შეესაბამება სიმართლეს?

a)

ანე ბედნიერი იყო, რომ თავშესაფარი ჰქონდა და საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, გარეთ დარჩენილი ებრაელები ამ დროს რა პირობებში იყვნენ

b)

ანეს სინდისი ქენჯნიდა იმის გამო, რომ თვითონ უსაფრთხოდ იყო თავშესაფარში, გარეთ კი ებრაელები იხოცებოდნენ.

c)

ანე წუხდა, რომ ყველა ებრაელს არ ჰქონდა თავშესაფარი, მაგრამ სინდისი არ ქენჯნიდა იმის გამო, რომ თვითონ უსაფრთხო თავშესაფარი ჰქონდა.

4.

ოჯახის წევრებს შორის ვისთან აქვს ანეს ყველაზე დაძაბული ურთიერთობა?

a)

მამასთან

b)

დედასთან

c)

დასთან

5.

ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადება შეესაბამება სიმართლეს?

a)

თავშესაფარში საცხოვრებლად ვან დაანების მეგობარი დანტისტი გადმოვიდა

b)

თავშესაფარში საცხოვრებლად გადმოსვლა კიდევ ერთ ებრაეულს უნდოდა, მაგრამ საკმარისი ადგილი აღარ ჰქონდათ, ამიტომ უარი უთხრეს.

c)

თავშესაფარში საცხოვრებლად ფრანკების მეგობარი დანტისტი გადმოვიდა

d)

თავშესაფარი ერთმა ებრაელმა ქალმა აღმოაჩინა, მათ კი სხვა გზა აღარ ჰქონდათ და თავისთან დატოვეს.

6.

როგორი კაცი აღმოჩნდა თავშესაფრის ახალი ბინადარი?

a)

დანტისტი დუსელი ანეს ძალიან დაუმეგობრდა, ქალბატონი ვან დაანისგან განსხვავებით, მას ძალიან კარგად ესმოდა ანესი.

b)

დანტისტი დუსელი ანეს სულ აკრიტიკებდა და თავაზიანობისკენ მოუწოდებდა, რაც ანეს ძალიან აღიზიანებდა.

c)

ანე და ახალი ბინადარი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, მარგოსთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.