wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

შრომითი უფლებები

Total questions: 16

Worksheet time: 8mins

Name
Class
Date
1.

ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა

a)

16 წლის ასაკიდან

b)

17 წლის ასაკიდან

c)

18 წლის ასაკიდან

d)

15 წლის ასაკიდან

2.

შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან

a)

მხოლოდ დამსაქმებელი და დასაქმებულთა გაერთიანება

b)

მხოლოდ დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება

c)

მხოლოდ დამსაქმებელი და დასაქმებული

d)

დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა  გაერთიანება

3.

კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან

a)

მხოლოდ დამსაქმებელი და დასაქმებული

b)

მხოლოდ დამსაქმებელი, დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება

c)

ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი  დასაქმებულთა გაერთიანება

d)

მხოლოდ დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება

4.

დასაქმებული არის

a)

ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს

b)

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების გარეშე

c)

ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე,

დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს

d)

მხოლოდ იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს

5.

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება

a)

არ შეიძლება დაიდოს

b)

შეიძლება დაიდოს მხოლოდ სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად

c)

შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად

d)

შეიძლება დაიდოს მხოლოდ კულტურის სფეროში სამუშაოს შესასრულებლად

6.

არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და  პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების  დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების  შესასრულებლად

a)

აკრძალულია

b)

არაა აკრძალული

c)

დაშვებულია გამონაკლის შემთხვევებში

d)

არც ერთი პასუხი არაა სწორი

7.

შრომითი  ხელშეკრულება იდება

a)

მხოლოდ წერილობითი ფორმით

b)

მხოლოდ ზეპირი ფორმით

c)

წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით

d)

წერილობითი ფორმით, მხოლოდ განსაზღვრული ვადით

8.

დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით

a)

არანაკლებ წელიწადში 28 სამუშაო დღით

b)

წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით

c)

არანაკლებ წელიწადში 30 სამუშაო დღით

d)

არანაკლებ წელიწადში 25 სამუშაო დღით

9.

დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით

a)

არანაკლებ წელიწადში 10 კალენდარული დღით

b)

არანაკლებ წელიწადში 20 კალენდარული დღით

c)

წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით

d)

არანაკლებ წელიწადში 30 კალენდარული დღით

10.

შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა

a)

არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 30 პროცენტს

b)

არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 40 პროცენტს

c)

არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 60 პროცენტს

d)

არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს

11.

შრომითი  ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია

a)

ანაზღაურებადი შვებულება

b)

ანაზღაურების გარეშე შვებულება

c)

ლოკაუტი

d)

შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა

12.

შრომითი  ურთიერთობის შეჩერების საფუძველია

a)

გაფიცვა

b)

ანაზღაურებადი შვებულება

c)

სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა

d)

შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა

13.

კოლექტიური ხელშეკრულება იდება

a)

მხოლოდ ზეპირი ფორმით

b)

ზეპირი ან წერილობითი ფორმით

c)

მხოლოდ წერილობითი ფორმით

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

14.

გაფიცვა  არის

a)

დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ  შესრულებაზე

b)

დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ  შესრულებაზე

c)

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას

d)

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

15.

ლოკაუტი  არის

a)

დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ  შესრულებაზე

b)

დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ  შესრულებაზე

c)

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას

d)

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

16.

დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს

a)

არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 42 საათს

b)

არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 43 საათს

c)

არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე  საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი  ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს

d)

არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 44 საათს