Font size
Worksheetsდავითიანი
Total questions: 25
Worksheet time: 34mins
დავით გურამიშვილი წერს: კარგ საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!
სმენა,თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია“. ვის „შეეფერება“ სწავლა („სმენა, თქმა, სწავლის ძიება“?
კარგი საქმის მქნელს;
მას, ვინც კარგი საქმის მქნელს ჰბაძავს
ცუდი საქმის დამძრახველს
მას, ვინც სწავლას (ცოდნის შეძენას) ცდილობს.
ვის უწოდებს ავტორი „სწავლაზე ურჩს“, „მორცხვს“?
ყმაწვილს, რომელიც სწავლას, ეს-ესაა, იწყებს და მასწავლებლის რიდით აღსავსეა;
ყმაწვილს, რომელსაც სწავლა არ უნდა
ყმაწვილს, რომელმაც სწავლის მნიშვნელობა ეს-ესაა, შეიტყო;
ყმაწვილს, რომელსაც ცოდნის გამომჟღავნებისა ერიდება.
დავით გურამიშვილი ერთმანეთს ადარებს გაუწვრთნელ და გაწვრთნილ ძაღლებს: „უწვრთელი ძაღლი მიხვდების გარეთ სიცივის თრთოლასა,
საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წოწოლასა;
გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა …
რას წარმოადგენს სწავლა (წვრთნა)?
კეთილდღეობის პირობას;
ცალკეულ ადამიანთა მიზანს;
ფიზიკურად გადარჩენის პირობას;
ცალკეულ ადამიანთა შესაძლებლობას.
გაიხსენეთ, რას დამართებს უსწავლელი შვილი დედ–მამას
ქონებას გაუნიავებს;
შეარცხვენს
გაჩენის დღეს დააწყევლინებს;
სიცოცხლეს მოუსწრაფებს.
დავით გურამიშვილი უსწავლელ კაცზე წერს:
“უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,
გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა“.
რას დამართებს უსწავლელი კაცი თავის გვარსა და ნათესავებს
ისეთ საქმეებს მოიმოქმედებს, რომ მათ თავს მოსჭრის;
ისეთ საქმეებს მოიმოქმედებს, რომ სირცხვილი მათ თავს მოსჭრის
სიმწარეს განაცდევინებს;
ავ საქმეებს შეამთხვევს.
როგორია უწვრთნელი ძაღლის მიერ მიყენებული ზარალი უწვრთნელი შვილის მიერ მიყენებულ ზარალთან შედარებით?
წვრილმანი;
გამოსწორებადი
ადვილად ასატანი. იმდენად გულსატკენი არაა
ადვილად დავიწყებადი.
დავით გურამიშვილი ერთმანეთს ადარებს „უსწავლელ ძაღლსა“ და „ბრიყვ კაცს“. „უსწავლელი ძაღლი კარში ჰყეფს და გარეშამოს ჰფარავს,
ნადირს აფრთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოპარავს,
ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს!“
რით გამოიხატება „უსწავლელი ძაღლის“ უპირატესობა „ბრიყვ უსწავლელ) კაცთან“ შედარებით?
უსწავლელი ძაღლი ზოგიერთ საქმეში სასარგებლოა, ბრიყვი (უსწავლელი) კაცი კი—სრულიად
უსწავლელი ძაღლის საქციელი გადამდები არაა, ბრიყვი (უსწავლელი) კაცისა კი გადამდებია;
უსწავლელი ძაღლი თავის თავს გაიტანს, ბრიყვი (უსწავლელი) კაცი – ვერა;
უსწავლელი ძაღლი მაინც ძაღლია და უსწავლელი ადამიანივით შემაწუხებელი არაა.
რა წარმოაჩენს სიყმაწვილეში დაშვებულ შეცდომას (უსწავლელობას)?
პირად ცხოვრებაში მომხდარი რომელიმე მნიშვნელოვანი ამბავი;
პირადი ეკონომიკური მდგომარეობა;
ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი რომელიმე მნიშვნელოვანი ამბავი;
სიბერის წლები.
დავით გურამიშვილი წერს:
„სწავლისძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!“
სწავლის პროცესის რომელი ნიშან–თვისება აისახება ტექსტში?
სწავლა ვალდებულებაა;
სწავლა მოწოდებაა;
სწავლა შრომაა;
სწავლა სინათლეა
გაიხსენეთ, ვისგან ელის დავით გურამიშვილი დაცინვას სწავლა–განათლების მნიშვნელობაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო (აღნიშნეთ ავტორის ვერსია)?
„ბრიყვისგან“, რომელიც მისახვედრს მოხუცებულობაშიც ვერ მიხვდა;
მისგან, ვინც თვითონ დასაცინია;
ყმაწვილკაცისგან, რომელიც სწავლა-განათლების მნიშვნელობას ვერ იაზრებს;
„რიკფაინის“ მოთამაშე ბავშვებისგან.
დავით გურამიშვილი მკითხველს მიმართავს:
„ნუ ” გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,
მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლურების ტკივილი.“
რას ნიშნავს (გადატანითი მნიშვნელობით) ის, რომ სწავლისთვის ნაცემი ყრმის წყლული უწამლოდ მთელდება?
ფიზიკური ტკივილის უმნიშვნელობას სწავლის მნიშვნელობასთან შედარებით;
ყრმის სხეულის სიძლიერეს;
საზოგადოების დამოკიდებულებას სწავლა-განათლების პროცესის მიმართ;
ცრუ თანაგრძნობის მავნე ზეგავლენას.
დავით გურამიშვილის პედაგოგიკური აზროვნების რომელ თავისებურებაზე მიუთითებს ის, რომ ავტორი მოსწავლის ფიზიკური დასჯის მომხრეა?
პროგრესულობაზე;
ჩამორჩენილობაზე;
იმდროინდელ დონეზე;
პირადი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარეობაზე.
. დავით გურამიშვილი მკითხველს მიმართავს:
„ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა. “
რის სიმბოლოა მწარის ჭამა, თავს სინანული — გადატანითი მნიშვნელობით შექმნილი სახეები?
შრომის
ნაღვაწის მიღების;
ქრისტიანული სინანულის;
თავმდაბლობის.
რას უწოდებს ავტორი დავითის მცნებას?
ა) დავით აღმაშენებლის ანდერძს;
დავით წინასწარმეტყველის შეგონებას;
დავით გარეჯელის გამოთქმას;
თავის (დავით გურამიშვილის) შეგონებას.
დავით გურამიშვილი წერს:
„მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა“.
რა მიანიჭებს მოსწავლეს ბედნიერებას „განსვენებას“?
შრომის მიზანი;
შრომის პროცესი;
შრომის შედეგი;
სახალხო აღიარება
რა დაემართება უცოდნელ კაცს?
ის ცხოვრების გზას ვერ გაიკვლევს;
მას წუთისოფელი დატანჯავს;
ის არა მარტო ვერაფერს შეიძენს, არამედ შეძენილსაც (მემკვიდრეობით მიღებულს) დაკარგავს;
მას დასცინებენ.
დავით გურამიშვილი ცოდნაზე წერს:
„აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების,
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების“.
როგორია ცოდნა?
ის თაობიდან თაობას გადაეცემა;
ის მხოლოდ შრომით მოიპოვება;
ის ხელშეუხებელია;
ის ამამაღლებელია
. რას უწოდებს დავით გურამიშვილი ჭკუას უპასუხეთ ტაეპის
„ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“ მიხედვით?
ალღოს;
ნიჭს;
პროფესიონალიზმს;
გამოცდილებას,
დავით გურამიშვილი წერს:
„ჩემის უცებით შევატყევ. ბრიყვთათვის რაც შემიტყვია:
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ. რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ–ცალკე ვერ გამიყვია“.
რომელ პირად ნიშან–თვისებაზე წერს ავტორი (და რას მატებს ან აკლებს მას ეს ნიშან–თვისება)?
სიფიცხეზე (და სიფიცხის გამო ავისა და კარგის გარჩევა უჭირს);
ლმობიერებაზე, რომელსაც ზოგჯერ ბრიყვების მიმართ იჩენს (და ბრიყვებიც ზოგჯერ ამით სარგებლობენ);
ცოდნის უკმარისობაზე (და ცოდნის უკმარისობის გამო ავისა და კარგის გარჩევა უჭირს);
თვითკრიტიკულობაზე (და თვითკრიტიკულობა ბრიყვებისათვის დამახასიათებელ თვისებას ზოგჯერ საკუთარ თავში აღმოაჩენინებს).
როგორ კაცს ადარებს ავტორი უხორთუმო სპილოს?
მოუხერხებელ კაცს;
წინდაუხედავ კაცს;
უნიჭო კაცს.
ნიჭიერ, მაგრამ გაუნათლებელ კაცს
დავით გურამიშვილი წერს:
„ვსძებნე და ვერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა–მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა“.
Რა არის ავტორის მთავარი (საუკეთესო) აღმოჩენა, რომელსაც ის მკითხველს დარიგების სახით სთავაზობს?
ჭეშმარიტება, რომ ბრძენი თავისუფალი ადამიანია (მას არსებობა გარანტირებული აქვს);
ჭეშმარიტება, რომ სიბრძნე სინათლეა;
ჭეშმარიტება, რომ ბრძენის იარაღი სიტყვაა (როგორც მეომრისა საჭურველი);
ჭეშმარიტება, რომ ბრძენი სოფელს ამშვენებს.
რისთვის გვთავაზობს ავტორი (ბოლო სტროფში) ექსკურსს „პროფესიების“ სამყაროში?
თავისი თანამედროვე საზოგადოების სურათს გვიხატავს;
სწავლა-განათლების მნიშვნელობას გვიხატავს;
„პროფესიებს“ ერთმანეთს ადარებს (საზოგადოების მოთხოვნილების მიხედვით);
არჩევანის გასაკეთებლად.
დაასრულეთ სტროფი:
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
(a)
დაასრულე სტროფი:
ვსძებნე დ ავერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:
(a)
დაწერეთ თემა სათაურით "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების"
