Worksheetsლიმონმჟავას (კრებსის) ციკლი
Total questions: 20
Worksheet time: 15mins
უჯრედულ სუნთქვაში განარჩევენ...
ხუთ ძირითად სტადიას
ორ ძირითად სტადიას
ორთხ ძირითად სტადიას
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
აერობული უჯრედული სუნთქვის პირველ სტადიაზე რა ფრაგმენტებად იჟანგებიან ორგანული ნაერთები?
ორნახშირბადიან ფრაგმენტებად
სამნახშირბადიან ფრაგმენტებად
ოთხ ნახშირბადიან ფრაგმენტებად
ყველა პასუხი სწორია
აერობული უჯრედული სუნთქვის პირველ სტადიაზე რომელი ორგანული ნაერთები იჟანგებიან - აცეტილურ ჯგუფებამდე?
ნახშირწყლები
ცხიმოვანი მჟავები
ზოგიერთი ამინომჟავა
ყველა პასუხი სწორია
აერობულ უჯრედულ სუნთქვაში „ორგანული საწვავის“ ჟანგვის საბოლოო პროდუქტია?
წყალბადი
ნახშირორჟანგი
ნახშირჟანგი
ჟანგბადი
რომელი დებულება აღწერს კრებსის ციკლის მესამე სტადიაზე მიმდინარე პროცესს?
წყალბადის ატომები იყოფიან პროტონებად და ენერგიით მდიდარ ელექტრონებად, რომლებიც გადაიცემიან ელექტრონების გადამტანების ჯაჭვით ჟანგბადის მოლეკულამდე და აღადგენენ მას წყლამდე.
წყალბადის ატომები იყოფიან პროტონებად და ენერგიით მდიდარ ელექტრონებად, რომლებიც გადაიცემიან ჰემოგლობინით ჟანგბადის მოლეკულამდე და აღადგენენ მას წყლამდე
წყალბადის ატომები იყოფიან პროტონებად და ენერგიით მდიდარ ელექტრონებად, რომლებიც გადაიცემიან სუნთქვის ჯაჭვით ჟანგბადის მოლეკულამდე და აღადგენენ მას წყალბადამდე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ლიმონმჟავას ციკლი ასევე იწოდება
კრებსის ციკლი
ტრიკარბოქსილმჟავათა ციკლი
ყველა პასუხი სწორია
თავისუფალი ენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა რომელიმე ორგანული ნაერთის სრული დაჟანგვის დროს პროპორციულია ...
ნახშირბადთან მიერთებული წყალბადის ატომების რაოდენობის ფარდობისა ჟანგბადის ატომების რაოდენობასთან.
ნახშირბადთან მიერთებული წყალბადის ატომების რაოდენობის ფარდობისა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან.
ჟანგბადთან მიერთებული წყალბადის ატომების რაოდენობის ფარდობისა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან.
ნახშირბადთან მიერთებული წყალბადის ატომების რაოდენობის ფარდობისა გლუკოზის ატომების რაოდენობასთან.
ორგანულ ნივთიერებაში აკუმულირებული მთელი ენერგიის სრული გამონთავისუფლება ხდება, თუ ...
მოცემულ მოლეკულაში ნახშირბადს მიუერთდება წყალბადი და ჩამოცილდება ჟანგბადი წყლის წარმოქმნით.
მოცემულ მოლეკულაში ნახშირბადს ჩამოცილდება წყალბადი და ჩაენაცვლება ჟანგბადი ნახშირჟანგის წარმოქმნით.
მოცემულ მოლეკულაში ნახშირბადს ჩამოცილდება წყალბადი და ჩაენაცვლება ჟანგბადი ნახშირორჟანგის წარმოქმნით.
მოცემულ მოლეკულაში ნახშირბადს ჩამოცილდება წყალბადი და ჩაენაცვლება ჟანგბადი ნახშირბადის წარმოქმნით.
ჟანგბადის თანაარსებობისას, რომელია უჯრედული სუნთქვის პირველი საფეხური?
გლიკოლიზი
დუღილი
კრებსის ციკლი
ჟანგვითი ფოსფოლირება
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია უჯრედული სუნთქვის პროდუქტი?
ჟანგბადი და ატფ
ატფ და ნახშირორჟანგი
ნახშირორჯანგი და გლუკოზა
გლუკოზა და ჟანგბადი
რომლებია აერობული უჯრედული სუნთქვის სამი მთავარი საფეხური?
დუღილი, ჟანგვითი ფოსფორილება და კრებსის ციკლი
კრებსის ციკლი, დუღილი და გლიკოლიზი
ჟანგვითი ფოსფორილება, გლიკოლიზი და დუღილი
გლიკოლიზი, კრებსის ციკლი და ჟანგვითი ფოსფორილება
რატომ გჭირდებათ თქვენ, ცოცხალ ორგანიზმს, საკვების მუდმივად მიღება?
საკვები კატაბოლურ პროცესებში იშლება და შედეგად წარმოიქმნება ატფ, რომელიც შემდეგ ანაბოლური რეაქციების წარმართვაზე იხარჯება.
საკვები მიღებისთანავე უჯრედებში შედის და სხვადასხვა რეაქციებს ამარაგებს ენერგიით.
საკვები ანაბოლურ პროცესებში იშლება და შედეგად წარმოიქმნება ატფ, რომელიც შემდეგ კატაბოლური რეაქციების წარმართვაზე იხარჯება.
საკვები ენდერგონული რეაქციებით იშლება და შედეგად წარმოიქმნება ატფ, რომელიც ეგზოგონური რეაქციების წარმართვაზე იხარჯება.
კრებსის ციკლში ციტრატის წარმოქმნის რეაქციას აკატალიზებს ფერმენტი …
ფუმარაზა
მალატდეჰიდროგენაზა
ციტრატსინთაზა
სუქცინილთიოკინაზა
იზოციტრატის 2-ოქსოგლუტარატად გარდაქმნას აკატალიზებს ფერმენტი ...
აკონიტაზა
იზოციტრატდეჰიდროგენაზა
ფუმარაზა
ციტრატსინთაზა
ციტრატის იზოციტრატში გარდაქმნის შექცევად რეაქციას აკატალიზებს ფერმენტი ...
აკონიტაზა
იზოციტრატდეჰიდროგენაზა
ფუმარაზა
ციტრატსინთაზა
სუქცინატის გარდაქმნას ფუმარატად ახდენს ფერმენტი...
ფუმარაზა
გლიცეროფოსფატდეჰიდროგენაზა
პირუვატკინაზა
სუქცინატდეჰიდროგენაზა
ფუმარატის მალატად გარდაქმნას აკატალიზებს ფერმენტი ...
ლაქტატდეჰიდროგენაზა
სუქცინილთიოკინაზა
იზოციტრატდეჰიდროგენაზა
ფუმარაზა
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ხდება კრებსის ციკლში?
NAD+ აღდგება და წარმოიქმნება NADH
FADH2 ორ ელექტრონს იერთებს და FAD-ად გარდაიქმნება
აცეტილ-CoA ოქსალოაცეტატს უერთდება და ციტრატს წარმოქმნის
პირუვატი აცეტილ-CoA-დ გარდაიქმნება
კრებსის ციკლის მნიშვნელობა განისაზღვრება იმით, რომ იგი
არის გლუკოზის წყარო
არის ვიტამინების წყარო
უზრუნველყოფს უჯრედს ამინომჟავებით
წარმოადგენს წყალბადის წყაროს სუნთქვის ჯაჭვისთვის
ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მოწამვლის დროს
იზრდება ატფ-ის სინთეზი
იზრდება რესპირატორული მატარებლების ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი
სუნთქვის ჯაჭვის მუშაობა იბლოკება
იზრდება ჟანგბადის მოხმარება
