Worksheetsგანვლილი მასალის გამეორება (IV-XII სს.)
Total questions: 12
Worksheet time: 36mins
რატომ იყო მნიშვნელოვანი ქართლისთვის ქრისტიანობის შენარჩუნება.
შენი აზრით, უწყობდა თუ არა ხელს მსოფლიო საეკლესიო კრებები ერთიანი ქრისტიანული სამყაროს ჩამოყალიბებას? პასუხი დაასაბუთე.
როგორ განსაზღვრავს გეოგრაფიული გარემო ამა თუ იმ ხალხის ყოფა-ცხოვრების წესს, მის განვითარებას? გაიხსენე უკვე შესწავლილი ცივილიზაციები და მოიყვანე მაგალითები.
რა დამსახურება მიუძღვის მუჰამედს არაბული სამყაროს წინაშე?
ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის აუცილებელი საშუალებებია რესურსების (ფინანსების, ადამიანური რესურსების) ფლობა, ასევე იდეოლოგიის (იდეების, შეხედულებების ერთობლიობის) არსებობა. ჩამოთვალე, რა საშუალებებს იყენებდნენ არაბები ვრცელ სახელმწიფოში ძალაუფლების შესანარჩუნებლად? გაიხსენე, როგორ იმართებოდა სხვა იმპერიები, მაგ., ირანი, რომი და გამოთქვი ვარაუდი, რა შედეგებს მოიტანდა არაბთა შედარებით რბილი მმართველობა?
რაზე მეტყველებს, რომ აშოტ კურაპალატი ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა?
შეაფასე გიორგი I-ის საგარეო პოლიტიკა
რას ნიშნავს კავალერია?
ვინ არიან პილიგრიმები?
რას ნიშნავს სქიზმა?
რას წარმოადგენდა მწიგნობართუხუცესი?
როგორ ფიქრობ, რატომ გაათავისუფლა მეფემ ეკლესია გადასახადებისგან?
